;
6 აგვისტო 2011      ნუციკო     0 კომენტარი     ნანახია 6714-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

პირველი კბილი, პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა - ეს ემოციები მათზე საერთოდ არ მოქმედებს. ისინი შესანიშნავი ცხოვრებით ცხოვრობენ სადაც არ არის ადგილი ფერადი ფანქრებით შეღებილი კედლების და უძინარი ღამეებისა (ყოველ შემთხვევაში მათ პირად, რეალურ ცხოვრებაში და არა ცისფერ ეკრანებზე). იმ დროს როდესაც ანჯელინა ჯოლი და მადონა ეჯიბრებიან ერთმანეთს ბავშვების რაოდენობაში, მათ საერთოდ არ სურთ ყავდეთ თუნდაც ერთი შვილი.

გთავაზობთ ულამაზეს და წარმატებულ ქალბატონთა სიას, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიან თავიანთ სიმშვიდეს ბავშვის საფენებში.ამ სიის ერთ-ერთი წარმომადგენელია Cameron Diaz

Cameron Diaz - 39 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
საერთოდ არ ნანობს, რომ არ ჰყავს ბავშვი. პირიქით ამბობს, რომ ჯერ ახალგაზრდაა და ცხოვრებით ტკბება. ჟურნალ Parade-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი ამბობს - "თუ დავფიქრდებით ასეთი წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მე შვილები არ მყავს. ვფიქრობს ქალებს ეშინიათ იმის აღიარება, რომ მათ არ სურთ იყოლიონ ბავშვები, რადგან შემდეგ ხალხი მათთან ურთიერთობას გაექცევა და თავს აარიდებეს". კამერონი არ ამბობს, რომ მას არ უყვარს ბავშვები, ყოველთვის მზად არის დაიტოვოს თავისი მეგობრების შვილები, უბრალოდ ვერ გაუგია თუ რა საჭიროა ყველამ გააჩინოს შვილი "ისედაც გადატვირთულია ჩვენი პლანეტა" - ხუმრობს ის.

Kim Cattrall - 55 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
Sex and the City-ის ვარსკვლავს არ უყვარს ბავშვები არც ცხოვრებაში და არც ეკრანზე. მსახიობი სამჯერ არის განათხოვარი. როგორც The Oprah Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა მის დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვერცერთი მამაკაცი ვერ უძლებს. კიმმა დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად თავისი სტატუსი შეიყვარა კიდეც - "მუდმივად მარტო" . "ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, ეს არის როდესაც თავს გარიყულად ვგრძნობ საზოგადოებისგან. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, საერთოდ არ ვნანობ, რომ არ ვარ დედა. მე კარგი დეიდა ვარ და ბევრი შვილიანი მეგობარი მყავს. მაგრამ როდესაც სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები მინდა სახლში დავისვენო".

Eva Mendes - 37 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
"ბავშვები ჩემთვის არ არსებობენ, ცუდად ნუ გამიგებთ, ძალიან მომწონს ეს პატარა ნაბიჭვრები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ მე უფრო ჯანსაღი ძილი და მშვიდი ცხოვრება მიყვარს" - ღიად აცხადებს მსახიობი. უკვე რვა წელია ქორწინებაში იმყოფება რეჟისორთან George Gargurevich-თან, მაგრამ არასოდეს არ უფიქრია იმაზე, რომ შეექმნა ტრადიციული ოჯახი. "ახლა საითაც არ უნდა გავიხედო გარშემო ყველგან მეძუძური ბავშვები არიან ამის შემხედვარე, ჩემს თავს ვუთხარი - მე ასეთი რამ არ შემემთხვევა. ცხოვრებაში არსებობს უკეთესი საშუალებები რაზეც ვოცნებობ".

Jessica Biel - 29 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
"ბევრ ჩემს მეგობარს უკვე შექმნილი აქვს ოჯახი, ყავთ შვილები და ახლა ოცნებობენ, რომ მეც გამხვიონ ამ ამბავში. მეუბნებიან მერე ერთად ვივლით მაღაზიებში ბავშვის საფენებზე, მაგრამ ნურას უკაცრავად ეს ჩემთვის არ არის შექმნილი!" - გულახდილად აღიარებს მსახიობი ჟურნალ Marie Clair-თვის მიცემულ ინტერვიუში. როდესაც ის ჯასტინ თიმბერლეიქს ხვდებოდა მაშინაც ამბობდა, რომ არანაირად არ აპირებს გათხოვებას და ოჯახის შექმნას. გაიხუმრა კიდეც -"მეტი საქმე არ მაქვს, ისაც საკმარისია ჩემთვის, რომ ძაღლები მყავს და საკმაოდ პრობლემებს მიქმნიან"

Helen Mirren - 66 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
წელს ჰელენ მირენი და მისი მეუღლე ვერცხლის ქორწილს გადაიხდიდნენ დაქორწინებულები, რომ ყოფილიყვნენ. მსახიობი ყოველთვის იყო ქორწინების წინააღმდეგი და რაც ყველაზე ძალიან არ უნდოდა ეს იყო შვილის გაჩენა."მე არასოდეს არ მსურდა დედა გავმხდარიყავი" - ამბობს The Times-თვის მიცემულ ინტერვიუში. "ბავშობაში გადავიტანე ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა, გეფიცებით დღემდე ბოლომდე არ გამოვსულვარ ამ მდგომარეობიდან. მე არ მყავს და არ მეყოლება შვილები. ბავშვებზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია ჩემთვის."
მსახიობი იხსენებს, როგორ აყურებინეს დაწყებით კლასებში საგანმანათლებლო ფილმი - თუ როგორ ევლინება ბავშვი ამ ქვეყანას. "ყველა ერთად შეგკვრიბეს, დაგვსვეს სკოლის დარბაზში და გვაიძულეს გვეყურებინა, როგორ იტანჯებოდა ქალი ტკივილებისგან მშობიარობის დროს. და როდესაც ყველაფერი დასრულდა მასწავლებელმა გვითხრა, რომ ბავშვის დაბადება ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის ამ ქვეყანაზე. მე ვიყავი შოკირებული და დათრგუნული".

Oprah Winfrey - 57 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
"ბავშობაში ჩემზე არავინ არ ზრუნდავდა და მე თვითონ ამის კეთება არ ვიცი" - ამბობს ცნობილი ტელეწამყვანი. "მახსოვს ერთხელ, როგორ მთხოვეს და დამიტოვეს 4 წლის ბავშვი, სწორედ მაშინ ვთქვი და გადავწვიტე, რომ საკუთარი შვილი არასოდეს არ მეყოლებოდა". 24 წელია უკვე რაც Oprah სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება Stedman Graham-თან, და ხანდახან ტრაბახით იტყვის ხოლმე, რომ ყველა მისი შვილია ვინც მის აკადემიაში სწავლობს (განკუთვნილია მხოლოდ გოგონებისთვის) - სამხრეთ აფრიკაში. "მე არასოდეს არ მყოლია შვილები და არც არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ გავმხდარიყავი დედა, თუმცა ბედმა ერთდროულად მაჩუქა 152 გოგონა".

Renée Zellweger - 42 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
"ბავშვები - ეს არის ნებაყოფლობითი მონობა" - აცხადებს მსახიობი "რა თქმა უნდა შემიძლია დავიტოვო და გავერთო ჩემს ძმისშვილებთან ერთად, მაგარამ მამიდის როლი იმით არის კარგი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია დავუბრუნო ეს პატარა ნაშიერები თავიანთ მშობლებს. ჩემს ძმას კი საერთოდ შხაპის მიღებაც კი არ შეუძლია წყნარად სანამ ბავშვები არ დართავენ ნებას. ისინი ნამდვილი ტირანები არიან". რენე ღრმად არის დარწმუნებული, რომ ბავშვის გაჩენა ხელს უშლის არა მარტო კარიერას არამედ ნებისმიერი ქალის თავისუფლებას. "მე არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ შვილი მყოლოდა. დედობა - ეს არ არის ის რაზეც მე ვოცნებობ" - განაცხადა მსახიობმა David Letterman-ის შოუში.

Jacqueline Bisset - 67 წლის
"უშვილო და ბედნიერი" - ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებობენ დედობაზე
"გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ოდნავადაც არ ვნანობ იმას, რომ არ ვარ დედა, მეტიც სინდისის ქეჯნაც კი არ მაწუხებს. პირიქით ბედნიერი ვარ იმით, რომ ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრე როგორიც მე მინდოდა". ჟაკლინს ისეთ მამაკაცებთან ჰქონდა რომანები, რომლებიც შესაშური სილამაზით გამოირჩეოდნენ ჰოლივუდში, თუმცა არცერთ მათგანზე არ დაქორწინდა. "მე ძალიან ბედნიერი ქალი ვარ" - აცხადებს მსახიობი, "ხოლო რაც შეეხება ბავშვებს ჩემთვის საკმარისი იყო მეყურებინა, თუ როგორ იზრდებოდა ჩემი ნათლული ანჯელინა ჯოლი".

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top