;
2 ოქტომბერი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6141-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მამაკაცი

ჰოლივუდში მრავალი ნიჭიერი და თუ უზომოდ ნიჭიერი არა.. მიმზიდველი და პოპულარული მამაკაცია.
მათი უმეტესობა სექსუალურ მამაკაცთა სიაში ლიდერობს, ზოგიერთს კი მომხიბვლელობას მათი მილიონები მატებს
და გასაოცარია - რააა? მათ გასაგონად ფანებს არ დაუხოკავთ ლოყები თხოვნით "შენგან ბიჭი მინდა!" ?
როგორ მოხდა, რომ ამ მამაკაცებს არ ყავთ შვილები? რატომ ამბობენ უარს დაუტოვონ სამყაროს მინი-მისტერ ჰოლივუდები?

წარმოგიდგენთ უშვილო/ჯერ ჯერობით უშვილო მამაკაცთა სიას






52 წლის მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი კევინ სპეისი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული
და მუდამ გვიმალავდა მის პირად ცხოვრებას. პრესა კი რა თქმა უნდა გამალებით ცდილობდა გამოერკვია
ყავს თუ არა კევინს შვილები... პრესის ცნობით - არა. 52 წლის კევინ სპეისს შთამომავალი არ ყავს.



რობი უილიამსი
- ოჰ, საეჭვოა ამ სექსუალურ ბრიტანელ მომღერალს არ ყავდეს შვილი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო ჰიტით Sin Sin Sin! 36 წლის ასაკში რობი პირველად დაქორწინდა და შემდგომ ინტერვიუში სიმღერის Shame გამოსვლის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა - სურს ყავდეს ცისფერი შვილი - ბიჭი, მისმა მეუღლემ კი ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ძალიან სურს ყავდეს პატარა და ასევე ძალიან უნდა, რომ ეს პატარა მახინჯი არ გამოდგეს.






მსახიობი პატრიკ სუეიზი კი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაზუსტებით იციან, რომ მას და მის მოცეკვავე მეუღლეს ლიზა ნემის, რომელთანაც ქორწინებაში 37 წელი გაატარა სამწუხაროდ შვილი არ ყოლიათ. ლიზა 15 წლის გახლდათ, როდესაც რომანი გააბა 18 წლის პატრიკთან, რომელიც ლიზას ბალეტის მასწავლებლის ვაჟი გახლდათ. ისინი გაცნობიდან 5 წელიწადში დაქორწინდნენ და არასდროს დაშორებულან! წყვილს ძალიან სურდა ბავშვი. ამ დანაკარგს (ლიზას ორჯერ მოეშალა მუცელი) ცხოველებზე მეურვეობით და ცეკვის სიყვარულით ინაზღაურებდნენ.



უკვე ლეგენდად ქცეულ რეჟისორს და ექსცენტრიულ პიროვნება კვენტინ ტარანტინოს, რომელიც 48 წლის არის ასევე არ ყავს შვილები და არც მეუღლე, თუმცა ეს ჯერჯერობით.

"არ ვამბობ, რომ არასდროს დავქორწინები ან არ მეყოლება შვილი 60 წლამდე. მაგრამ ახლა ეს ჩემი არჩევანია - გავიარო ეს გზა მარტომ, რადგან ეს ჩემი დროა ვაკეთო ფილმები."




ასევე უშვილოთა რიცხვს მიეკუთვნება 51 წლის მსახიობი ჰიუ გრანტი! ეს ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ეკრანებიდან თავისი მგრძნობიარე და ხშირად დაბნეული სახის გამომეტყველებით ატყვევებდა ქალბატონებს როგორღაც დაუსხლტდა მათ და არასდროს ყოფილა დაქორწინებული. ასევე არ ყავს შვილები. თუმცა კი მისი ყოფილი შეყვარებული ლიზ ჰარლი ჰიუს იმდენად კარგ და სანდო პიროვნებად მიიჩნევს, რომ მისი ვაჟი დამიანი მოანათლინა! (ექს-ბოიფრენდს)



50 წლის მოუხელთებელი და ქორწინებაზე გულაცრუბული ჯორჯ კლუნი, რომელმაც გადაწყვიტა ტაილა ბალსამთან 1989-93 განქორწინების შემდეგ აღარასოდეს შებმოდა საოჯახო უღელში.



66 წლის ამერიკელი კომიკოსი მსახიობი სტივ მარტინი რომელიც თავს თავად ჯერ კიდევ ბავშვად მიიჩნევს ასევე არ გახლავთ მამა! შეგიძლიათ დაიჯეროთ? მსახიობი, რომელიც მუდმივად თამაშობს საოჯახო კომედიებში და ვიცნობთ ფილმებიდან: Parenthood, Father of the Bride, Cheaper by the Dozen თავად რეალურ ცხოვრებაში არ არის მამა. და მან დაწერა წიგნი ბავშვებისთვის! რომლის პრეზენტაციაზეც თქვა - "არც კი ვიცი რატომ დავწერე წიგნი ბავშვებისთვის, ვფიქრობ ეს უბრალოდ ჩემს თავში იყო და 'გადმოვიტანე'"

video platformvideo managementvideo solutionsvideo player



59 წლის მსახიობი და პროფესიონალი მოკრივე მიკი რურკიც არ გვიტოვებს მემკვიდრეს. თუმცა მიკი მხოლოდ მისი პოპულარობის იმედად ვერ იქნება რომ მოიპოვოს პოტენციური დედების ყურადღება. მიკი ნამდვილად არასახარბიელო მამა იქნება მისი ალკოჰოლის და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო.



ასევე არ ყავს შვილი 47 წლის კიანუ რივზს და ჩანს იმ დიდი ტრამვის გამო, რომლის შემდეგ ცხოვრებაც კი ძლივს გააგრძელა საეჭვოა საერთოდ ოდესმე იყოლიოს ცოლ-შვილი. კიანუ არასდროს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული. 1999 წელს მისი შეყვარებული ჯენიფერ საიმე ელოდა მათ პირველ შვილს, სამწუხაროდ ჯენიფერმა მკვდრად შობა გოგონა და მალევე თავადაც გარდაიცვალა ავტო-ავარიაში.



დაუკვირდით, ჰოლივუდის მრავალი ტოპ-მამაკაცი დარჩა უშვილოდ იმ ერთადერთი ქალის ძიებაში, რომელიც მისი შვილის დედობის ღირსი გახდებოდა.. თუ სხვა პრობლემებია. ეს კი რამოდენიმე შუა ხნის მამაკაცია, რომელთაც შესაძლოა ამავე ბედი გაიზიარონ

36 წლის ლეონარდო დი კაპრიო, რომელიც საერთოდ ხანგრძლივი ურთიერთობების გაბმას გაურბის.



36 წლის მსახიობი ხოაკინ ფენიქსი, რომელიც დაიბადა Children of God - მიმდევართა მრავალშვილიან ოჯახში. ხოაკინს საკმაოდ მშთამბეჭდავი ფილმოგრაფია აქვს, თუმცა მისი მიდრეკილება ალკოჰოლისადმი ყველაფერს აფუჭებს.




33 წლის ეშტონ კუტჩერი, რომელმაც ცხოვრება დემი მურს დაუკავშირა ჩანს არ აპირებს ამ ქორწინებაში შვილების ყოლას. დემი და ეშტონი დემის და ბრუს უილისის 3 ქალიშვილთან ერთად ცხოვრობენ, რომელთანაც მამინაცვალს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, თუმცა კი თავად შვილების ყოლას არ ჩქარობს. 48 წლის დემი მური კი ეშტონთან რომანის წამოწყების დღიდანვე არ დარდობდა ახალგაზრდა მეუღლის 'დაბმას' ბავშვებით. ამბობენ, რომ ეშტონი თავადაც შეშინებულია შვილის ყოლის ვარიანტით... რადგან, ეშტონი გახლავთ ტყუპისცალი - მისი ძმა მაიკლი ავადმყოფობს დაბადებიდანვე და როგორც ეშტონი ამბობს ბავშვობაში ყველაფერს აკეთებდა რათა დაკავებულიყო სხვა თემებზე ფიქრით და არ ყოფილიყო დაძაბული იმ სავარაუდო შესაძლებლობის გამო, რომ სახლში დაბრუნებულს მაიკლი ცუდად ან საერთოდ გარდაცვლილი დახვდებოდა. ასევე ეშტონმა 16 წლის ასაკში ურთულესად გადაიტანა მშობლების განქორწინება და თავის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ მამამ შეაჩერა. ეშტონი ამბობს, რომ ოჯახი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არ არის მზად ეს პასუხისმგებლობა ბავშვებზეც აიღოს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ 1 ცოლსაც კი საშინელი სიხშირით ღალატობს.

"შენგან ბიჭი მინდა!"

კევინ სპეის!
რობი უილიამს!
ეჰ პატრიკ, პატრიკ
კვენტინ!
ჰიუ! ჰიუ!
ჯორჯ!
სტივ!
მიკი!
კიანუ!
ლეოოო!
ხოაკინ!
ეშტონ!

კატეგორია: ვარსკვლავები, მამაკაცი
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top