;

12 October 2011      AnnLennon1     Views 3778    
Category: Stars

8 წლის სოფია გრეისმა სულ ცოტა ხნის წინ შეასრულა ნიკი მინაჟის ცნობილი ჰიტი ‘Super Bass’, რომლის წყალობით მას ‘YouTube’-ის ახალი სენსაცია უწოდეს. სწორედ ამ არაჩვეულებრივმა შესრულებამ გოგონას საშუალება მისცა პირადად შეხვედროდა თავის კერპს ნიკი მინაჟს ‘ელენის შოუში.’

ელენმა სოფიას და მის მამიდაშვილს სურპრიზი მოუწყო. 11 ოქტომბერს, როდესაც გოგონები მიწვეულნი იყვნენ ელენის შოუში ამ დროს გამოჩნდა ნიკი მინაჟიც.

ხვევნა-კოცნის შემდეგ ნიკიმ აუდიტორიას გაუზიარა თავისი აზრი პატარა სოფიას შესახებ.
‘პირველივე ნახვისას მე გავოგნდი, გადავურეკე ყველას ვისაც ვიცნობდი, ამასთან უამრავი წერილი მივიღე გოგონასთან დაკავშირებით. ყველა მეუბნებოდა, შენ უნდა ნახო ის. სოფიამ მართლაც გამაოცა.’

ნიკიმ გოგონას ცხოვრებისეული რჩევაც მისცა: ‘ხელი არ აიღოთ სკოლაზე. მუსიკა მართლაც მშვენიერია, მაგრამ ასევე სკოლაც. წიგნები პირველ რიგში, ხოლო სიმღერა კი შემდეგ.’

]


]


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top