;
15 ოქტომბერი 2011      Nanuka.     7 კომენტარი     ნანახია 5820-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ϟ Harry James Potter/ჰარი ჯეიმს პოტერი ϟ

7 მსოფლიოს ბესტსელერი წიგნი, უამრავი ჯილდო, მსოფლიო აღიარება და
მილიონობით თინეიჯერის უსაზღვრო სიყვარული - ეს არასრული ჩამონათვალია
იმ მიღწევებისა რაც ჯოან როულინგმა ჯადოქარი ბიჭუნას ისტორიის დაწერისათვის მიიღო.

ჰარი პოტერის და მისი მეგობრების ისტორიას მკითხველი მართლაც, რომ ჯადოსნურ
სამყაროში მიჰყავს. ამას გარდა თავდადებას, სიყვარულსა და სიმამაცეს ასწავლის...
აღსანიშნავია, რომ წიგნში ყოველი წვრილმანი უდიდეს მნიშვნელობას იძენს,
რაც თავისთავად ჯოან როულინგის უბადლო ფანტაზიის დამსახურებაა.

(სურათები, ანიმაციები, ინფორმაცია, ფაქტები...)

Harry James Potter


ფაქტები

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერის მე-5 ნაწილი ''ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი''
ყველაზე დიდი წიგნია, მასზე გადაღებული ფილმი ჰარის ფილმებს შორის ყველაზე მოკლეა.

ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერის ბოლო ოთხმა წიგნმა რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე
სწრაფად გაყიდვადი წიგნები მსოფლიოს ისტორიაში.

ϟ ϟ ϟ

მხატვრები 6 თვეს მოუნდნენ, რომ დემენტორები შეექმნათ.

ϟ ϟ ϟ

გვარი მალფოი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ''Maleficus'', რომელიც
ბოროტების ჩამდენს ნიშნავს.

ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერის როლის მისაღებად 16,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ქასთინგი.

ϟ ϟ ϟ

საერთო დრო 8-ვე ფილმისა არის 19 საათი და 41 წუთი.

ϟ ϟ ϟ

2007 წელს, მეგი სმიტს (მინერვა მაკგონაგელის როლის შემსრულებელს) სიმსივნე
დაუდგინეს, მან კი თქვა: ''The show must go on''

ϟ ϟ ϟ

დენიელ რედკლიფმა, ისევე როგორც რუპერტ გრინტმა აღიარეს, რომ ადრეულ
ფილმებში ემა უოტსონის მიმართ სიმპატიები ჰქონდათ.

ϟ ϟ ϟ

რობერტ პატინსონმა დაუფარავად განაცხადა, რომ ''ბინდის'' საგის 4-ვე ნაწილში
თამაშს, ჰარი პოტერის მე-4 ნაწილში, სედრიკ დიგორის როლი ურრჩევნია.

ϟ ϟ ϟ

სევერუს სნეიპი ერთადერთი სიკვდილის მსხვერპლია, ვისაც პატრონუსის მოხმობა შეუძლია.

ϟ ϟ ϟ

ყველაზე მოხუცი მსახიობი მტირალა მირტლია, რომელიც ამჟამად 50 წელს არის გადაცილებული.

ϟ ϟ ϟ

ფრანგულად ''Vole de mort'' ნიშნავს სიკვდილიდან გაფრენას.

ϟ ϟ ϟ

როულინგი თავიდანვე გეგმავდა, რომ მე-5 ნაწილში არტურ უისლი მოეკლა, თუმცა
სპონტანურად ის სირიუს ბლექით ჩაანაცვლა.

ϟ ϟ ϟ

ტყუპები ფრედ და ჯორჯ უისლები დაბადების დღეს 1 აპრილს აღნიშნავენ.


ჰარი პოტერის ფოტოკრებული


Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter
Harry James Potter

პასუხი ჰარი პოტერის რამდენიმე ფანს ხშირად დასმულ კითხვებზე:

1. რატომ არ აჩვენებდა სნეიპი მის სიკეთეს ჰარის?

სნეიპს უყვარდა ჰარის დედა, ლილი. იგი ჰარის მამამ, ჯეიმს პოტერმა წაართვა, რომელიც
ყველაზე მეტად სძულდა სევერუსს. ჰარიც პოტერი იყო, თანაც მას დედის თვალები
ჰქონდა. ჰარი სნეიპს მუდამ ლილის ახსენებდა და აგრეთვე ქცევებით ჯეიმსს, ამიტომაც
არ უნდოდა მისთვის ყველაზე საძულველი კაცის შვილს სცოდნოდა, რომ იგი
ყოველთვის მის გადასარჩენად ზრუნავდა.


ϟ ϟ ϟ

2. უყვარდათ თუ არა ჰარისა და ჰერმიონს ერთმანეთი?

ვფიქრობ, მათ შორის ალბათ არსებობდა რაღაც გრძნობა, და-ძმურზე მეტი, თუმცა
ჯინის გამოჩენის შემდეგ, ჰარის ჰერმიონისადმი და-ძმური სიყვარული გაუასმაგდა,
ხოლო ჯინის როგორც ქალს ისე შეხედა. ამიტომაც, ჰარისა და ჰერმიონის მეგობრობა
ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე მათი სიყვარული.

ϟ ϟ ϟ

3. რატომ არ მოკვდა ჰარი პოტერი ვოლდემორთან ომში?

ცნობილია, რომ როდესაც ლორდი ვოლდემორი ჰარის სისხლის გამოყენებით აღსდა,
მან თავისსა და ჰარის შორის კავშირი გაამყარა. დაბადებისთანავე ჰარიში ჩასახლებული,
იყო ვოლდემორის სულის მცირე ნაწილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ჰარი ვოლდემორს მოკლავდა,
თვითონაც დაიღუპებოდა. რატომ არ მოხდა ასე? პასუხი ამ კითხვაზე ცოტა ძნელია, მაგრამ
როგორც დამბლდორი ჰარის უხსნის ალბათ, იმიტომ, რომ მან ვოლდემორი მოკლა არა
ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, არამედ იმიტომ, რომ დაეცვა მომავალი თაობა,
ანუ ეს გააკეთა მისი მეგობრებისა და ახლობლების გამო.


ϟ ϟ ϟ

ჰარი პოტერი და ბინდი


ბინდის გამოსვლის შემდეგ, თითქმის ყველა კრიტიკოსი ამ ორ ნაწარმოებს ერთმანეთს
ადარებს. მე შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, რომელიც ალბათ მაინც
სუბიექტური იქნება, რადგან ჰარი პოტერი ჩემთვის უსაყვარლესი წიგნია.
ჰარი პოტერში გამოკვეთილია სამი ჯერ კიდევ ბავშვის ერთმანეთისადმი უსაზღვრო
მეგობრული სიყვარული, თავგანწირვა. ამას გარდა, ქალ-ვაჟური გრძნობები, დედა-შვილური
სიყვარული, მოკლედ ყველაფერი რაც ერთმა დიდმა ისტორიამ შეიძლება მოიცვას.
ბინდი? სასიყვარულო სამკუთხედი. (მაპატიეთ, ბინდის ფანებო, ეს ჩემი მოკლე აღწერაა)


ϟ ϟ ϟ

დიდი ხანი მინდოდა ერთი ყოვლისმომცველი სტატიის დადება ჰარი პოტერზე, რომელიც
ასე თუ ისე გამომივიდა. გმადლობთ, ყველას ვისაც მოეწონა მოცემული მასალა.
სიამოვნებით გავცემდი პასუხს ნებისმიერ ჰარი პოტერთან დაკავშირებულ კითხვას./color]

★ ★ ★

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • madofharrypotter თქვა:
    28 დეკემბერი 2012 05:59 - ID: 7,
    ჯერ ერთი საკითხით დავიწყებ და მერე დავწერ რატო ვაფანატებ ჰარი პოტერზე wink
    აქ ბევრი (ბევრი რა, ყველა) წერს რომ, გიჯდება, აფანატებს და კვდება ისე უყვარს ჰარი პოტერი, არადა აქდან 60(ან ნაკლები) პროცენტს ყველა წიგნიც კი არ აქვს წაკითხული. მაშინ მე რაღა უნდა ვთქვა, როცა ყველა აფანატებს :დ არადა ჩემზე დიდ ფანს საქართველოშI ვერ იპოვით.
    ეხლა სიბრძნეებმა მომიარა (დილის 6 საათია :დ ) და დავწერ რატო მიყვარს ჰარი პოტერი, რატომ უყვართ და რატომ უნდა უყვარდეთ.
    ჰარი პოტერის წიგნი არის აგებული უძლიერეს და უდიდეს სიყვარულზე და მეგობრობაზე. მეგობრობა-ამ წიგნის, ასე რომ ვთქვათ მთავარი "ინგრედიენტია", სამი განუყრელი ადამიანის საოცარი ცხოვრება, საოცარი თავგადასავალი. ჰარი პოტერის წიგნებში, ყველა დამეთანხმება, არის უუდიდესი სიყვარული. წიგნის პირველივე თავშია დიდი სიყვარულის გამოვლინება, როდესაც ჯეიმს და ლილი პოტერები თავს გაწირავენ მათი შვილის, ჰარის გადასარჩენად. ასევე წიგნის უმეტეს ნაწილში მეგობრები სიკეთით და სიყვარულით (კიდე ბევრი რამითAც) ჯობნიან ბოროტ ძალებს. ასევე ამ წიგნში მომწონს ის, რომ ყოველ წაკითხვაზე ახალ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე (15-15-ჯერ მაქ წაკითხული შვიდივე წიგნი). და აი მივადექი ყველაზე მნიშვნელოვანს. როულინგს ისე იდეალურად აქვს ეს ყველაფერი დაწერილი, რომ ვერანაირად ეჭვს ვერ შევიტანთ იმაშI, რომ, ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდეს. როგორც ყველამ ვიცით, არის შელოცვა, რომელიც გამოიყენება დავიწყებისთვის და ჰარი პოტეშიც გამოიყენება (ძირითადად) მაგლებისთვის გონების "ამოსარეცხად". რა დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს რომ არ არსებობს ჯადოსნური ქალაქი, სადაც მხოლოდ ჯადოქრები ცხოვრობენ და ჩვენ ვერ ვხედავთ? რატომ არ შეიძლება არსებობდეს მაგიის სკოლა, რომელსაც ჩვენ ნანგრევებად დავინახავთ? რატომ არ შეიძლება არსებობდნენ ჯადოქრები? დიახ, პასუხს ვერ გავცემთ, რადგან, როულინგის მიერ შეთხზულ ნაწარმოებშI ვხედავთ მაგალითებს, როდესაც მაგლები ხდებიან ჯადოქრობის უნებლი მომსწრეები. მათ გონებას უწმინდავენ. იქნებ ჩვენც გავმხდარვართ გასაოცარი მოვლენის მომსწრენი? ან ვინმე, სხვა, და აღარ ახსოვს? არანაირი გარანტია არ გვაქვს რომ ჯადოქრები არ არსებობენ და არ ცხოვრობენ ისე, როგორც ჰარი პოტერში.
    ვიცი, ბევრი სისულელე დავწერე, მაგრამ, როგორც იქნა ვთქვი რისი თქმაც მინდოდა :)) ვინც წაიკითხეთ ეს კომენტი ყოჩაღ თქვენს ნერვებს :*

  • elva თქვა:
    5 ოქტომბერი 2012 16:21 - ID: 6,
    მიყვარს ეს წიგნი.

  • LiZzz ... თქვა:
    31 აგვისტო 2012 23:08 - ID: 5,
    ჰარი პოტერს ბინდს სააააააააააააააააააააააააააააერთოდ ნუ ადარებთ! ბინდი არიის რაღაცა უშინაარსო სიდებილე და ეს კიდევ აი უუუმაგრესია თავისი დიდიი შინაარსით love

  • marita_benidze თქვა:
    13 ივნისი 2012 13:43 - ID: 4,
    მიყვარაააააარს love იმდენად რომ არ ვიცი რა ვთქვა.......... არ არსებობს ჰარი პოტერი წიგნებში თავი მინიმუმ ორჯერ რომ არ მქონდეს წაკითხული love მსახიობებიც ძაან მიყვარს და მწერალი ხო საერთოდ love

  • ketaketa12 თქვა:
    29 აპრილი 2012 16:23 - ID: 3,
    ამ პოსტს რო ვატვალიერებდი ცხარე ცრემლით ვტიროდი არ მჯერა რო დამთავრდა ....... იმას რო ვაანალიზებ რომ ჰარი პოტერი დამთავრდა ვტირივარ .... გუშინ საწოლში ვიწექი და კომპის ეკრანზე dumbledore,black,alastor,remus lupin,tonks ის სურათი მიყენია და შევხედე და მაშინვე ტირილი დავიწყე..

  • 4 აპრილი 2012 17:49 - ID: 2,
    ვგიჟდები ამ წინგზე და ფილმზეც
    ვინც დაწერა ხომ ყელაზე ძალიან მიყვარს და მთლიანი სამსახიობო ჯგუფი ოკლედ მადლობა
    ჯოან როულინგს რომ ჩემი ცხოვრება შეცვალა

  • emma17 თქვა:
    10 თებერვალი 2012 21:02 - ID: 1,
    ჰარი პოტერი ყველაზე მაგარი ბესტსელერია.


    მე მიყვარს ჰარი პოტერის, როგორც წიგნი, ასევე მისი ეკრანიზაცია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top