;

22 October 2011      Longstocking     Views 11026    
Category: Stars



ცნობილი სერიალის "ანხელის საიდუმლოს" მთავარი როლის შემსრულებლები
გაბი ესპინო და ჟანკარლოს კანელა ერთად არიან.




გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მსახიობების სიყვარულმა ტელე-ეკრანებიდან მათ პირად ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა. Cristobal Lander-თან 3 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ 33 წლის ვენესუელელმა მსახიობმა Gaby Espino-მ რომანი წამოიწყო 23 წლის ამერიკელ მსახიობი და მუსიკოსთან (წარმოშობით კუბელი) Jencarlos Canela-სთან,


რომელიც სავარაუდოდ მიზეზი გახდა გაბის ოჯახის დაშლისა. მათ 2009 წელს ერთად ითამაშეს სერიალ "ანხელის საიდუმლოში", ისინი დიდი ხნის მანძილზე ამბობდნენ რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოეტანათ და სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა twitter-ის მეშვეობით იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ერთად არიან და უკვე თავიანთ პირველ შვილსაც ელოდებიან.

გაბი ესპინოს პირველი ქორწინება: კრისტოფერ ლანდერი (2007-2011) და გოგონა ორიანა (2008)



გაბი კრისტოფერს 2010 წლის დასაწყისში დაშორდა, შემდეგ 2010 წლის ნოემბერში მცირე ხნით თითქოს შერიგდნენ, თუმცა 2011 წლის მარტში საბოლოოდ დაშორნენ. გაბი და ჟანკარლოსს კი ხშირად აფიქსირებდნენ ერთად, თუმცა ისინი თავიანთ რომანს ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.






Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top