;

25 October 2011      ANGEL     Views 6319    
Category: Stars



Jamel Debbouze

ჯამელ დებუზი - ფრანგი კომედიანტი, პროდიუსერი და მსახიობი ალბათ გეცნობათ ფრანგული კომედიური ფილმებიდან Amélie, Asterix and Obelix - ზე ფილმებიდან ნუმერობისის როლში , Angel-A და სხვა მრავალი ფილმიდან თუ კომედიური სკეჩიდან. ეს მოროკოელი წარმომავლობის 1,65 სმ.ის მამაკაცი, რომელმაც ცალი ხელი 15 წლის ასაკში უბედური შემთხვევის დროს დაიზიანა გასაოცარი იუმორის გრძნობით არის დაჯილდოებული და დღეს ერთერთ ყველაზე მოთხოვნად ფრანგ კომედიანტად მიიჩნევა.

ჯამელი 1975 წელს დაიბადა პარიზში 18 ივნისს, ის უფროსია 6 ძმას შორის. მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი მოროკოში დაბრუნდა, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდნენ ტრაპესში დაბინავდნენ.

ჯამელს ფილმებში მარჯვენა ხელი მუდამ დაფარულ აქვს სამოსით,
ცხოვრებაშიც ასეა - ხშირად ხელს შარვლის ჯიზეში იდებს, ჯამელი მარჯვენა ხელს ვერ ფლობს. 15 წლის ასაკში მეგობართან ერთად სადგურთან ახლოს იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდათ მას და მის მეგობარს და... მისი მეგობარი მატარებლის ბორბლებს ემსხვერპლა - გარდაიცვალა, ჯამელს კი ხელი დაუზიანდა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯამელი ჩაწვდა იუმორის ფასს.



2008 წელს ჯამელი დაქორწინდა ფრანგ ტელე-ჟურნალისტზე Mélissa Theuriau -ზე, რომელიც 2006 წელს ეკრანზე გამოჩენისთანავე შენიშნეს და Daily Express-მა დაასახელა, როგორც ყველაზე ლამაზი რეპორტიორი, ჟურნალ Maxim-ის ამერიკელმა მკითხველმა TV's sexiest news anchor", ფრანგულმა FHM-მა კი მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად. მელისა მართლაც გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა, ის ჟურნალისტი ფრიად გაკვირვებული იყო ამ გამოკითხვების შედეგებით, რადგან როგორც თვითონ ამბობდა არასდროს ფიქრობდა პოპულარობასა და აღიარებაზე. მელისა ტეროს და ჯამელს 2 შვილი ყავთ.

წყვილმა მარაკეშში იქორწინა.




ხომ გაგიგიათ ქალებზე მამაკაცის იუმორის ძალის ზემოქმედებაზე? დიახ, სიმართლეა.









ჯამელის ვიდეოები









მელისა ტერო M6-ის კორესპოდენტი













Jamel Debbouze & Mélissa Theuriau
















Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top