;
5 ნოემბერი 2011      kati     0 კომენტარი     ნანახია 6135-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

მარლენ დიტრიხი

ქერათმიანი ფროილაინი – მაღლა აზიდული წარბებით, არაპროპორციული ნაკვთებითა და მიამიტი გამომეტყველებით , ერთი ნახვით იპყრობდა თანამედროვეთა გულებს.. მისი რომანები გრძელდებოდა რამოდენიმე საათი, კვირა, თვე და ზოგჯერ წელიწადებიც .. ვერ იტანდა ერთფეროვნებას და ამიტომ, არასოდეს ყოფილა ერთგული პარტნიორი , თუმცა ერთხელ აღიარა –

"მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცებთან, მაგრამ მეყვარება –მხოლოდ ერთი"...


თავგადასავლების მოყვარული, პრაგმატული და უშიშარი ხშირად ეძლეოდა საკუთარ ქარიზმას და მასთან მყოფ ადამიანებს აიძულებდა შეეყვარებინათ მისი "კაპრიზები". მტკიცე ნებისყოფის მიღმა საკუთარ სისუსტეებს მალავდა ... " შეისწავლეთ საკუთარი "აქილევსის ქუსლი" და არასოდეს მისცეთ უფელბა სხვებს, შეეხონ მას " –პუბლიკას ურჩია მარლენმა და თავადაც არასოდეს დავიწყებია..
მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

გოგონა მკაცრ ოჯხში აღიზარდა .მამა პოლიციის ოფიცერი იყო , დედა – დოგმატურად მოაზროვნე დიასახლისი, რომლისთვის მთავარი წესრიგი და პატიოსნება იყო.. ძნელი სათქმელია, როგორ დაარწმუნა მომავალმა მსახიობმა მშობლები ,ნება მიეცათ თეატრალური ხელოვნება შეესწავლა, თუმცა უდავოა, რომ მარლენი ამ სფეროსთვის იყო გაჩენილი ..

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

20–იანი წლების დასაწყისში სცენაზე გამოჩნდა.. 1922 წელს – ეკრანზეც, თუმცა მისი დებიუტი შეუმჩენეველი დარჩა საზოგადოებისათვის. ერთი წლის შემდეგ დიტრიხი ცოლად გაყვა კინოწარმოების ადმინისტრატორს – რუდოლფ ზიბერს , რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა ცხოვრების ბოლომდე , თუმცა ქალიშვილის დაბადების შემდეგ მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა .

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

1926 წელს მარლენი კინორეჟისორმა ჟოზეფ ფონ შტერნბერგმა მიიწვია ფილმში "ცისფერი ანგელოზი" , რომელიც წარმატებული აღმოჩნდა დიტრიხის კარიერისათვის და გზა გაუკვალა ჰოლივუდისაკენ. 1930 წელს მსახიობი ამერიკაში მიემგზავრება .

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]
ფაშისტურმა მთავროვამ ორჯერ შესთავაზა მარლენს გერმანიაში დაბრუნება და მისი მონაწილეობით გადაღებულ თითოეულ ფილმში 200 000 რეიხსმარკა, თუმცა მან უარით გაისტუმრა სოციალ–ნაციონალები, მათ შორის ჰიტლერი, რომელიც ხშირად უყურებდა ფილმებს ფროილაინ დიტრიხის მონაწილეობით.

30–იანი წლების დასაწყისში , ბერლინში, სასტუმრო "ედენის" ბარში მარლენი კინორეჟისორ შტერნბერგთან ერთად იმყოფებოდა .. მაგიდას დახვეწილი აღნაგობის მამაკაცი მიუახლოვდა და მიესალმა მათ. მარლენი უცნობებთან საუბრის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
შემოგვიერთდით – შესთავაზა რეჟისორმა მწერალს , რომელმაც ფროილაინს გახედა და ხმადაბალი ტონით მიმართა :

"ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ – ერიხ მარია რემარკი" .

მარლენმა ხელი გაუწოდა უცნობს და გაუღიმა –
"თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ ჩვენი დროის ყველაზე დიდებული წიგნის ავტორის კვალზე " –უთხრა და თან თვალი არ მოუშორებია მისგან.. სწორედ ამ მზერამ დაატყვევა რემარკი.
მსახიობს ძალიან უყვარდა მათი გაცნობის ისტორიის მოყოლა და ხშირად იხსენებდა წარსულის ამ ლამაზ ეპიზოდს, თუმცა მათი რომანი დრამატულად დასრულდა, შესაძლოა რემარკი იყო ის ერთადერი, რომელზედაც ფროილაინი წერდა – "მე შემიძლია ვიყო სხვადასხვა მამაკაცებთან , მაგრამ მეყვარება მხოლოდ ერთიო " . მიმართვაც სწორედ ასეთი ჰქონდა ერიხისადმი – "ერთადერთო".
მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

1945 წელს გამოვიდა რემარკის წიგნი –"ტრიუმფალური თაღი" , რომელშიც ჟოან მადუს პერსონაჟის მიღმა – მარლენ დიტრიხის პერსონა იმალება.. რავიკი – თავად რემარკია , ხოლო გრძობა რომელიც წიგნის ორ გმირს ერთმანეთთან აკავშირებს – მწერლისა და მსახიობის დაუოკებელი სიყვარულია, რეალობაში განცდილი და ფურცლებზე გადატანილი..
ჟოანი , უბრალოდ ფროილაინ დიტრიხი იყო– "ლამაზი, მიმზიდველი და დაცემული, მაღლა აწეული წარბებითა და სახით, საიდუმლო , რომელიც მის გახსნილობაში იმალება არაფერს მალავს და ამიტომ არაფერს გასცემს ... არაფერს გპირდება და ამიტომ – ყველაფერს.. "

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

მარლენის მორიგი საყვარელი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი ჟან გაბენია ... ტრიუმფალური თაღის კიდევ ერთი რეალური პერონაჟი, რომელიც რავიკზე გაცვალეს ... რეამრკისთვის აუტანელი გახდა მარლენის კუდში დევნა და გადაწყვეტილება მიიღო – ცოლად მოეყვანა პოლეტ გოდარი , თუკი მარლენი მის წინადადებას არ მიიღებდა...
მსახიობისგან უარყოფილმა ერიხმა 1953 წელს პოლეტზე იქორწინა , თუმცა მარლენი არ გამქრალა მისი ცხოვრებიდან ...
ჩვენ არ ვკვდებით, კვდება დრო... დაწყევლილი დრო... ის კვდება განუწყვეტლივ.. ჩვენ ვცოცხლობთ.. შეუცვლელად..როცა იღვიძებ ეზოში გაზაფხულია, როცა თლემ შემოდგომა და მათ შორის ,ათასჯერ გაიელვებს ზამთარი და ზაფხული ... თუ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, უკვდავები ვართ , მარადისები... როგორც ქულის ფეთქვა , ან წვიმა, ან ქარი.. და ეს ძალიან ბევრია. ჩვენ ვცდილობთ გამოვიცნოთ დღეები და ვკარგავთ წლებს, ჩემო საყვარელო.. მაგრამ ვისი საქმეა?! ან ვის აშინებს?! წამის ბედნიერება– ეს არის ცხოვრება.– ყველაზე ახლოს მარადისობასთან.. შენი თვალები ციმციმებენ, ვარსკვლავების მტვერი იჭვალება უსასრულობაში.. ღმერთები კვდებიან , შენი ტუები კი ისევ ახალგაზრდაა.. მათ შორის საიდუმლო თრთის– მე და შენ .. კითხვა და პასუხი.. საღამოს ბინდის დაბადება– აღტაცებით ყველას, ვისაც უყვარს "....

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

რემარკსა და დიტრიხს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა მიმოწერა . პოლეტ გოდარმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ 1970 წელს მარლენის ყველა წერილი დაწვა .. მსახიობს კი გამორჩეული სიყვარულის უტყუარი მტკიცებულება – ერიხის წერილები მთელი ცხოვრება თან ჰქონდა ..

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

რუზველტი , ჩერჩილი, კენედი,გაბენი და მოგვიანებით ჰემინგუეი .. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თაყვანისმცემლებისა, რომელთანაც მარლენს რომანები ჰქონდა , ზოგთან ხანმოკლე , ზოგთან უფრო ხანგრძლივი.. და არა მხოლოდ.. იყვნენ ქალებიც.. დიტრიხი თავისუფალ შეხედულებებს არასოდეს მალავდა..
მისი პირველი გატაცება მერსედეს აკოსტა იყო – ესპანელი სცენარისტი , ბავშვობაში კი პლატონურად ეტრფოდა ფრანგულის მასწავლებელს.. 30–იანების გამორჩეულ პერსონებთან მარლენი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში.. მას მოსწონდა მამაკაცური სამოსი და ამ ხერხით ხშირად ჭკუიდან გადაჰყავდა მამაკაცებიც და ქალებიც .. თუმცა უხეში მამაკაცური სტილია, ის ყოველთვის ინარჩუნებდა ქალურ იერს – "სინაზე საუკეთესო საბუათია სიყვარულის დამკტიცების, ვიდრე ყველა ვნებიანი ფიცი"– ამბობდა მარლენი..

მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

50– მდე ფილმიდან ,მისი მონაწილეობით , ყველაზე გამორჩეული – რეჟისორ შტერნბერნგტან შესრულებული როლებია. მარლენი გასული საუკუნის ყველაზე მიმზიდველი ქალი იყო , თუმცა მის გარეგნობაში , განსაკუთრებული არაფერი ყოფილა , სახასიათო შტრიხები და ხმა – დაბალი , მაგრამ ძლიერი და ჟღერადი , განსაკუთრებულ ტემპერამენტს მატებდა მის მსახიობურ ნიჭს...
მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

კინოდან წასვლის შემდეგ მარლენი საფრანგეთში გადასახლა და ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.მოგვიანებით აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა მარტოობის, ეს იყო მარლენის აქილევსის ქუსლი და საკუთარ თავთან გასამკლავებლად გადაწყვიტა შერიგებოდა მას. ის უარს ამბობდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და მხოლოდ ერთხელ მისცა ინტერვიუა, როდესაც მატერიალური სახსრები დასჭირდა . მარლენი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა , საძილე საშუალებების დიდი დოზით მიღების გამო, სიკვდილამდე კი მან რემარკის სურათი შეათვალიერა და ამოიოხრა – "ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ადამიანი".


მარლენ დიტრიხი [Marlene Dietrich]

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top