;
29 ნოემბერი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 8587-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



შარლიზ ტერონი - ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ბუნებრივი სილამაზის და ელეგანტურობის სიმბოლოდ მიიჩნევა ის 'კლასიკური' ლამაზმანი აღმოჩნდა გულისამაჩუყებელი იხვის-ჭუკის-ისტორიას გულით რომ დაატარებს, აი ის ისტორია ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს მოსმენა ♥ :)

J'ador Dior -ის სახემ ერთერთ ინტერვიუში ისაუბრა მის ბავშვობაზე - თუ რაოდენ არაპოპულარული იყო სკოლაში და როგორ არ აქცევდნენ ყურადღებას მას ბიჭები და რომ მისი ერთერთი კლასელ გოგონას იმდენად აღმერთებდა, რომ იმის გამოც კი უტირია, რომ მის გვერდითა მერხზე არ დასვეს!



შარლიზი სამხრეთ აფრიკაში გერმანელი დედისა და ფრანგი მამის ოჯახში დაიბადა - ტრანსვაალის პროვინციის ქალაქ ბენონში, სადაც მის ოჯახს ფერმა ქონდა. სწორედ აქ აღიზარდა და დადიოდა სკოლაში 13 წლის ასაკამდე:

"ვატარებდი საშინელ დიდ სათვალეებს რადგან საშინლად "ბრმა" ვიყავი და ეს ბიჭებს არ მოწონთ. მე არ მყავდა შეყვარებული, მაგრამ უამრავს ვეტრფოდი"
. შარლიზმა ასევე გაიხსენა, რომ ყველაზე მტკინვეული მისთვის იყო, როდესაც სწორედ ის ბიჭი დასცინოდა სათვალეების, ჩაცმის სტილის და საერთოდ გარეგნობის გამო, რომელიც უყვარდა.

"არ ვიყავი პოპულარული და ვერც ასეთ წრეში ვტრიალებდი. იყო ერთი ნამდვილად პოპულარული გოგონა სკოლაში, რომლითაც უზომოდ მოხიბლული ვიყავი, იმდენად რომ დღეს შეიძლება ასეთი კულტის გამო დაგიჭირონ კიდეც. ერთხელაც ცრემლად ვიღვრებოდი რადგან მის გვერდით არ დამსვეს."

შარლიზ ტერონი - საძაგელი იხვის ჭუკის ისტორიით შარლიზ ტერონი - საძაგელი იხვის ჭუკის ისტორიით

თუმცა შარლიზმა გამოიჩინა მტკიცე ნებისყოფა და საკუთარ თავზე იმუშავა, სკოლის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა პიროვნებად და ყოველივეს დაძლევა ისწავლა. 13 წლის იყო, როდესაც იოჰანესბურგში ხელოვნების ნაციონალურ სკოლაში გადაიყვანეს. გარდატეხის ასაკიდან შარლიზის ბუნებრივმა სილამაზემ გაღვივება დაიწყო. გოგონა დაკავებული იყო ბალეტით და ეს მის ფიგურაზეც აისახა, მილანში 1 წლიანი სამოდელო კონტრაქტით წარგზავნილმა შარლიზმა სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ნიუ-იორკს მიაშურა, სადაც პაულინასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის დასრულების შემდეგაც ჟოფრეის საბალეტო სკოლაში გადაწყვიტა სწავლა, სადაც ბალეტს პროფესიონალურად დაეუფლა, მაგრამ 19 წლის ასაკში მუხლის ტრამვამ მისი, როგორც ბალერინას კარიერა დაასრულა.



შარლიზის ბოლო იმედი წარმატების მისაღწევად დედამისის მიერ ნაყიდი one-way ბილეთი იყო ლოს-ანჟელესამდე, თუმცა წარმატება ამ საოცნებო ქალაქში ჩაფრენისადმე მოსაცდელ დარბაზში რა თქმა უნდა არ ელოდა... წარმატების მოლოდინის რეჟიმში მყოფი შარლიზი გააცოფა ბანკში ოპერატის უარყოფამ, რომელმაც დედამისის მიერ გამოგზავნილი თანხის (რომელიც საარსებოდ სჭირდებოდა) გაცემაზე უარი უთხრა, შარლიზმა ბანკში სკანდალი მოაწყო და ვოალა! ის შენიშნა რიგში მდგომმა აგენტმა. აქიდან კი შეგიძლიათ მის ფილმოგრაფიას გადახედოთ...



თუმცა შარლიზი ახალ ფილმში Young Adult, სწორედ ისეთ ქალბატონს განასახიერებს,
რომელიც "სკოლის პოპულარული" გოგონა იყო, შემდეგ კი ცხოვრებაში საკუთარი გზა ვერ იპოვა. სწორედ ამ თემის გამო გახდა შარლიზი ასეთი სენტიმენტალური ჟურნალისტებსაც საკუთარი სკოლის წლების გახსენებისას... რამაც შესაძლოა მრავალ გოგონას მხნეობა შემატოს ♥







კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top