;
6 იანვარი 2012      StrawBerry     1 კომენტარი     ნანახია 9407-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

The Runaways - Kristen Stewart,Dakota Fanning,Michael Shannon
Did You Know (About Movies) Part 2 Did You Know (About Movies) Part 2

ფილმის გადაღებების დროს კრისტენ სტიუარტმა შეიჭრა თავისი განთქმული გრძელი თმები მოკლედ.მსახიობის პირველი სურათი ასეთი ვარცხნილობით გავრცელდა 2009 წლის 11 იანვარს და მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო.
კრისტენ სტიუარტმა,დაკოტა ფენინგმა,სკოტ-ტეილორ კომპტონმა,სტელა მაევმა,ელია შოკატმა გადაღებების დაწყებიდან 1 თვით ადრე დაიწყეს შეკრება და სიმღერებზე მუშაობა,რეპეტიცია.ჯოან ჯეტის როლის მიღება ევან რეიჩელ ვუდს სურდა.როდესაც ნამდვილმა ჯოან ჯეტმა პირველად მოისმინა კრისტენ სტიუარტის სიმღერა,მან თქვა რომ ეს შეცდომა იყო და კასეტაზე არა კრისტენი არამედ თვითონ მღეროდა.პროდიუსერებმა შეისყიდეს ჯგუფის მხოლოდ 4 წევრის ცხოვრების დეტალების გამოყენების უფლებები.დანარჩენმა ორმა უარი თქვა ამ წინადადებაზე.
სკოტ ტეილორ-კომპტონი თავდაპირელად სინჯებზე ჯოან ჯეტის როლის მიღებისთვის მივიდა და ამისთვის Runaways-ის რამოდენიმე სიმღერაც შეისწავლა.იმის გამო რომ მსახიობმა ბარაბანზე დაკვრა იცოდა მისი კანდიდატურა სენდი ვესტის როლისთვის განიხილეს,შემდეგ რობინის როლისთვის მოამზადეს,რისთვისაც სკოტმა ბას გიტარაზე დაკვრა ისწავლა,საბოლოოდ კი მიიღო ლიტა ფორდის როლი და გიტარაზე დაკვრა ისწავლა.
ნამდვილი ჩერი კიური გვარწმუნებს რომ როცა გაიგო იმის შესახებ რომ მის როლს დაკოტა ფენინგი შეასრულებს სამზარეულოს იატაკზე დავარდა და ტირილი დაიწყო,ფენინგი მისი საყვარელი მსახიობია.
დაკოტა ფენინგმა და კრისტენ სტიუარტმა კონტრაქტს მერკური რეკორდსთან მარცხენა ხელით მოაწერის,იმისდა მიუხედავად რომ არცერთი არ არის ცაცია.ნამდვილი ჯოან ჯეტი და ჩერი კიური ცაციები იყვნენ.სტიუარტი ძალიან ნერვიულობდა ფილმში სიმღერის გამო.მას ახლაც რცხვენია როცა თავი სიმღერას უსმენს.
იმისდა მიუხედავად რომ დაკოტა ფენინგი მსოფლიო დონის მსახიობია,კრისტენმა მეტი თანხა მიიღო,იმის გამო რომ ცნობილი იყო ბინდის წყალობით.

Breakfast at Tifanny's - Audrey Hepburn,George Peppard
Did You Know (About Movies) Part 2 Did You Know (About Movies) Part 2

ჯონ ფრანკენჰაიმერი იყო ფილმის თავდაპირველი რეჟისორი მერლინ მონროს მონაწილეობით,თუმცა მონრომ უარი თქვა როლზე რადგან ჰოლის პერსონაჟი მისი იმიჯისთვის კარგი არ იქნებოდა.პროდიუსერებმა მერლინი ოდრი ჰეფბარნით შეცვალეს,მან კი განაცხადა რომ არასდროს სმენია ფრანკენჰაიმერის შესახებ,ამიტომ დაჟინებით მოითხოვა მისი დათხოვნა და სხვა რეჟისორის აყვანა.ოდრი ვერ იტანდა დანიშს (ნამცხვარს რომელსაც ის ფილმის განთქმულ დასაწყისში მიირთმევს),ამიტომაც ეს სცენა მისთვის მძიმე შესასრულებელი იყო.
მიუხედავად იმისა რომ ფილმში არაფერი ჩანს,უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალყურს იმ სცენის გადაღებას როდესაც ოდრი ვიტრინის წინ დგას,ამის გამო ის ძლიერ ნერვიულობდა და შეცდომებს უშვებდა.ბოლოს ოპერატორი გაბრაზდა,ოდრიმ ძალა მოიკრიბა და სცენა დაამთავრა.ოდრიმ განაცხადა რომ სცენა სადაც ის კატას აგდებს წვიმაში იყო ყველაზე საშინელი რამ,რისი გაკეთებაც მას გადაღებების დროს მოუწია.
მიუხედავად იმისა რომ ჯორჯ პეპარდი თავდაპირველად ოდრის სტილს ვერ შეეგუა,ორი მსახიობი ჰეპბარნის გარდაცვალებამდე ახლო მეგობრები იყვნენ.ოდრიმ ფილმიდან მიიღო 750,000 დოლარი,რის მიხედვითაც იმ დროისთვის მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა (ელიზაბეტ ტეილორის შემდეგ).
კატის როლისთვის გამოიყენებოდა დაახლოებით 9 კატა დუბლიორი.ფილმში როდესაც ჰოლი პირველად ხვდება პოლს ის 19 წლისაა,სინამდვილეში ჰეპბარნი 31 წლის იყო.

Snow White and the Huntsman - Kristen Stewart,Charlize Theron,Chris Hemsworth
Did You Know (About Movies) Part 2

ბოროტი დედოფლის როლზე დასამტკიცებლად განიხილეს ანჯელინა ჯოლისა და ვაიონა რაიდერის ვარიანტი.შარლიზ ტერონმა კი ამ ფილმის გამო უარი თქვა J.Edgar-ში მონაწილეობაზე.
თავდაპირველად ერიკის,მონადირის როლისთვის განიხილეს ჯონი დეპის,ტომ ჰარდის,მაიკლ ფასბენდერის ვარიანტები,ვიგო მორტენსენმა და ჰიუ ჯეკმანმა კი უარი თქვეს.ფიფქიის როლისთვის შერჩეული იყო რამდენიმე კანდიდატი : დაკოტა ფენინგი,ემილი ბოულინგი,ლილი კოლინსი,სელენა გომესი,რაილი კაფი,ფელისიტი ჯონსი.ლილი კოლინსმა ამ ფილმში უარის შემდეგ ფიფქიას როლი მიიღო - Mirror,Mirror-ში.
ფილმის გადაღებები დროებით შეწყდა იმის შემდეგ რაც კრისტენს პრობლემები გამოუჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.სტიუარტმა ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს კრის ჰემსვორტს (მონადირეს) შემთხვევით დაარტყა მუშტი თვალში და დაულურჯა კიდეც.

Step Up (1,2,3)
Did You Know (About Movies) Part 2

ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო "Music High".ჯენა დიუანი და ჩენინგ ტაუმი,მთავარი როლის შემსრულებლები პირველ ფილმში დაქორწინდნენ 2009 წლის ივლისში.მეორე ფილმზე მუშაობის დროს,ჩეისის როლის კარგად მომზადების გამო რობერტ ჰოფმანი (ჩეისი) მართლაც წავიდა ბალტიმორში და მონაწილეობა მიიღო ქუჩის ცეკვების ტურნირში.
ფილმის მესამე ნაწილი არის პირველი რომელშიც მოქმედება ბალტიმორში არ ხდებოდა,რომელშიც არ მოანაწილეობას არ იღებდა ჩენინგ ტატუმი და რომელიც იყო 3D ფორმატში.

The Tourist - Angelina Jolie,Johnny Depp
Did You Know (About Movies) Part 2 Did You Know (About Movies) Part 2

ფრენკის როლი თავდაპირველად ტომ კრუზს უნდა შეესრულებინა,მაგრამ იმის შემდეგ რაც მან უარი თქვა,როლი სემ ვორტინგტონმა დაიკავა.სემს რეჟისორთან - ფლორიან დონერსმარკთან კონფლიქტი ჰონდა,რის შედეგადაც მანაც და რეჟისორმაც პროექტი დატოვეს.ფრენკის როლზე ჯონი დეპი დამტკიცდა,რამოდენიმე რეჟისორის გამოცვლის შემდეგ კი დონერსმარკი დაბრუნდა.ელისის როლზე განხილული იყო შარლიზ ტერონი,თუმცა საბოლოოდ ანჯელინა ჯოლი მოიწვიეს.ფილმის განმავლობაში მან 12 კაბა გამოიცვალა.
ალექსანდრმა ელისს შეატყობინა რომ მატარებელში 8:22-ზე ჩამჯდარიყო.ფრენკი 22-ე ვაგონის მე-8 ადგილას იჯდა.

Changeling - Angelina Jolie,Gattlin Griffith
Did You Know (About Movies) Part 2

ფილმის სახელწოდება ეხება ევროპულ ლეგენდას,ტროლებზე,ფერიებზე,ეშმაკებზე,რომლებსაც მიჰყავდათ პატარა ბავშვები ოჯახიდან და მათ ნაცვლად ყალბებს ტოვებდნენ - ცვლიდნენ (changeling).შეცვლილი ბავშვები მალევე ავადდებოდნენ და კვდებოდნენ,იმ დროს როცა ნამდვილი ბავშვები გამტაცებლის მონები ხდებოდნენ.ისინი თავიანთ მშობლებს ვეღარასდროს იხილავდნენ.ამ ლეგენდით ადრე ხსნიდნენ ბავშვის დაავადებებს ისეთებს როგორებიცაა აუტიზმი,გონებრივი ჩამორჩენა....
ფილმში არ არის სენფორდ კლარკის,13 წლის ბიჭის ბედი ასახული,რომელსაც ბიძა მკვლელობას აიძულებდა.სინამდვილეში სენფორდს პატიმრობის 5 წელი მიუსაჯეს,თუმცა პროკურორმა სასჯელი 23 თვემდე შეუმცირა,იმის შემდეგ რაც ბიჭმა სამუშაოსთვის აუცილებელი ნიჭი და მონდომება გამოავლინა .კლარკი დაბრუნდა კანადაში,შეირთო ცოლი,აიყვანა 2 შვილი,შემდეგ იმსახურა მეორე მსოფლიო ომში და 1991 წელს დაიღუპა.
ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში იყო ანჯელინას დებიუტი წითელ ხალიჩაზე ვივიენისა და ნოქსის დაბადების შემდეგ.

Frozen - Kevin Zegers,Emma Bell,Shawn Ashmore
Did You Know (About Movies) Part 2

ფილმის გადაღებბეის დროს არ გამოიყენებოდა მწვანე ეკრანი ან აუდიო ეფექტები,ის გადაღებული იყო მთა უტაზე,მსახიობები კი მართლაც 50 ფუტის სიმაღლეზე ეკიდნენ.როდესაც იღებდნენ სცენას სადაც საბაგირო იწევა და მასზე მსხდომი მეგობრები საუბრობენ,კამერების დაჟერა-დამონტაჟება თავად რეჟისორსა და პროდიუსერს მოუწიათ ,რადგან მთელ გადამღებ ჯგუფს სიმაღლის ეშინოდა.პერსონაჟების უმეტესობას ადამ გრინის,რეჟისორისა და სცენარის ავტორის უახლოესი მეგობრების სახელები ჰქვიათ.
კევინ ზეგერს სცენას მგლებთან თვითონ ასრულებდა,დუბლიორის გარეშე.ერთ-ერთი მგელი ძალიან ახლოს მიიჭრა მასთან.მწვრთნელებს მოუწიათ მისი გამოგდება.გადაღებები კი შეწყდა,ფილმის ერთ სცენაში ვხედავთ კევინის სახეს როცა ის საშველად მწვრთნელებს იხმობს.სცენებში სადაც ვხედავთ მსახიობების სუნთქვას (ორთქლს),ნიშნავს რომ სცენა გადაღებულია ადრე ღამით და მათი კოსტიუმები ჯერ კიდევ თბილია.ხოლო თუ ვერ ვხედავთ მათ სუნთქვას ე.ი სცენა გადაღებულია გვიან,მათუ სხეულის ტემპერატურა კი დაბალია.

_____________________________________________________________________________________

Burlesque - ჯეკის როლიზე განიხილეს მსახიობები : რობერტ პატინსონი,კელან ლაცი,ტეილორ ლოტნერი.თუმცა როლი ისევ და ისევ ბინდის მსახიობს კემ გიგენდეტს ერგო.ნიკის როლისთვის ქრისტინა აგილერამ რეჟისორს ემა სტოუნი შესთავაზა.ასევე განიხილეს ჯესიკა ბილისა და ლინდსი ლოანი კანდიდატურები.
ელის (ქრისტინა აგილერას) პატარაობის ფოტოში მართლაც ქრისტინა აგილერა და მისი ნამდვილი დედაა გამოსახული.შერი სიმღერას "You Haven't Seen the Last of Me" სინამდვილეშიც მღეროდა ცოცხლად.
The Last Song - ვილ ბლეიკლის როლზე განხილული იყო ტეილორ ლოტნერი.მაილი საირუსმა და ლიამ ჰემსვორტმა თავიანთი განთქმული ურთიერთობა სწორედ ფილმის გადაღებებზე დაიწყეს.ნიკოლას სპარკსმა მოთხრობა მაილი საირუსისთვის დაწერა,შემდეგ კი ცვლილებები შეიტანა.მოთხრობა ფილმის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა.ფილმის ერთ-ერთ სცენაში მაილი (რონი) და ლიამი (უილი) მღერიან Maroon 5-ის სიმღერას - "She Will Be Loved".სწორედ ამ სიმღერის ვიდეო კლიპში მონაწილეობდა კელი პრესტონი,რომელიც ფილმში რონის დედის კიმის როლს ასრულებს.
Ramona and Beezus - რამონა და ბიზუსი პირველად გამოჩნდნენ როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ბევერლი კლერის მოთხრობათა სერიაში რომელიც აქცენტს ჰენრი ჰაგინსის ცხოვრებაზე აკეთებდა.ამის შემდეგ მწერალმა ყურადღება ბიზუსზე და მის ოჯახზე გაამახვილა,თუმცა რამონა ისეთი პოპულარული გახდა რომ მოთხრობის მთავარ გმირად ბევერლიმ უკვე ის აირჩია,სწორედ ამიტომ ფილმს ჰქვია "რამონა და ბიზუსი" და არა ბიზუსი და რამონა.ბიზუსი კვლავ მნიშვნელოვანი პერსონაჟია,ხოლო ჰენრი ჰაგინსი ისევ ჩანს ფილმში როგორც ბიზუსის ბოიფრენდი.
Monte Carlo - ფილმის თავდაპირველი მსახიობები იყვნენ ჯულია რობერტსი და ნიკოლ კიდმანი,თუმცა შემდგომში გადაწყდა რომ უფრო ახალგაზრდა ვარსკვლავები აერჩიათ.მონტერ კარლოს გადაღებები ოთხი დღე მიმდინარეობდა პარიზში,ორი კვირა კი მონაკოში.დანარჩენი ფილმის სცენები გადაღებული იყო უნგრეთში,ბუდაპეშტი კი პარიზისა და მონტე კარლოს დუბლიორი იყო.
A Nightmare on Elm Street - ნენსის როლის მიღება სურდა ამანდა კრიუს.პირველი სინჯებზე მივიდა კაილ გალნერ,მან იმდენად გააოცა ყველა რომ როლი იმავე დღეს მიიღო.ფილმისთვის დაიწერა 15 სცენარი.საბოლოო ჯამში კი დაწერილთაგან ბოლო ოთხის ნაერთი დამტკიცდა.კელან ლაცმა გადაწყვიტა მართლაც არ დაეძინა რამოდენიმე დღე პერსონაჟის რეალურად განსახიერებისათვის.ჯეკი ჰეილიმ (ფრედი კრიუგერი) განაცხადა რომ რამოდენიმე წუთი ფიქრობდა აეღო თუ არა ბავშვების მკვლელის როლი.მან ასევე დაამატა რომ იმის შემდეგ რაც სამი საათი იჯდები სკამზე მაკიაჟის გასაკეთებლად,ნებისმიერს მოკლავ.მართლაც ,გრიმიორებს ძალიან უნდოდათ ფრედის დამწვრობები რეალისტიკური ყოფილიყო,ამისთვის ისინი ხანძრის მსხვერპლთა სურათებს იყენებდნენ.შემდგომში გადაწყვიტეს რომ გრიმი შეემსუბუქებინათ რათა მაყურებელს ფრედის ყოველ გამოჩენაზე თვალები არ დაეხუჭა.
Did You Know (About Movies) Part 2

17 Again - ზაკ ეფრონმა დასახმარებლად მეთიუ პერი (ზრდასრული მაიკ ო'დონელი) მოიწვია,რათა უკეთ შეესწალა მისი მიმიკები.მიშელ ტრახტენბერგი რომელიც მეგის,მაიკის შვილის როლს ასრულებს ორი წლით დიდია ზაკზე.იმ დროისთვის როცა ფილმის გადაღებები დასასრულს უახლოვდებოდა ზაკ ეფრონს დაეწყო მუცლის ტკივილი.ბოლო დღეს ის გაესინჯა ექიმს და აღმოჩნდა რომ აპენდიციტი ჰქონდა.მას ოპერაცია იმავე დღეს ჩაუტარეს.
Distrubia - ფილმის სახელწოდება წარმოქმნილია ორი სიტყვისგან - Disturb (შეწუხება) და Suburbia (გარეუბანი).დევიდ მორსი (მისტერ ტიურნერი) არ ელაპარაკებოდა შია ლაბეოფს (კაილს) და სხვა თინეიჯერებს.შიამ განაცხადა რომ "გადაღებების დასრულების შემდეგ დევიდ მორსი თბილად და კარგად ექცეოდა მას,თუმცა გადაღებების დროს საერთოდ არ ეკონტაქტებოდა"დევიდმა ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს სამი თითი მოიტეხა."შენ ხედავდი რომ მას თითები მოტეხილი ჰქონდა თუმცა დევიდი ხმას არ იღებდა,ყველა ეკითხებოდა- რითი შეიძლება დაგეხმაროთ?თუმცა ის ამობობდა - კარგად ვარ,მოდით განვაგრძოთ გადაღებები" ამბობს შია.კაილის და მისტერ ტიურნერის სახლები რომლების ფილმში ერთმანეთის გვერდზე მდებარეობენ,სინამდვილეში სულ სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობენ.
Super 8- ჯოელ კორტნისთვის რთული აღმოჩნდა იმ სცენის შესრულება სადაც მისი პერსონაჟი თავის მამას (კაილ ჩენდლერი) უყვირის.ჯოელი საერთოდ ძალიან წყნარი ბავშვი იყო,ამიტომ რეჟისორს მისთვის ხმამაღალი ყვირლის სწავლება მოუწია.როდესაც ბიჭები ელოდებიან ელისს,მათ უნდა ელაპარაკათ.მაგრამ იმის შემდეგ რაც რეჟისორმა მოისმინა მათი სიმღერა გადაწყვიტა სცენა შეეცვალა და საუბრის მაგივრად სიმღერა ჩაერთო.მატარებელი მთლიანად კომპიუტერით არის შექმნილი,სადგურის სცენები კი ნამდვილ სადგურზე გადაიღეს ჯ.ჯ.აბრამსის(რეჟისორის) მოთხოვნით.
Limitless - ედის როლისთვის შერჩეული იყო შია ლაბევი,თუმცა ის შეცვალეს ბრედლი კუპერით 2008 წლის ივლისის ავტოკატასრტოფის გამო,რომელმაცშიას მარცხენა ხელი დაუზიანა.გავრცელებული იყო ჭორები რომ ფილმში ელიზაბეტ ბენკსი გამოჩნდებოდა.კუპერის პერსონაჟის ედის გვარი - მორა პორტუგალიურად არის სიკვდილის შედარებითი ხარისხი.ე.ი მისი სახედი და გვარი ნიშნავს "ედი მოკვდება" ან თუნდაც "ედი მოკვდი".
Did You Know (About Movies) Part 2

Just Go With It - ფილმი გამოვიდა 2011 წლის 11 თებერვალს,ჯენიფერ ენისტონის დაბადების დღეს.ეს არის ადამ სანდლერისა და ჯენიფერის პირველი ერთობლივი ნამუშევარი,თუმცა ორი მსახიობი უკვე ოცი წელია რაც უახლოესი მეგობრები არიან.
No Strings Attached - ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო "Fuck Buddies",თუმცა ამას MPAA (Motion Picture Association of America) უარყოფდა,ამიტომ გადაწყვიტეს ფილმისთვს "Friends With Benefits" დარქმევა,რადგანაც იმ დროისთვის უკვე იყო გამოსული ასეთი ფილმი მილა კუნისისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით ეს ვარიანტიც გამორიცხეს.ბოლოს არჩევანი იყო ორ სახელწოდებას შორის - No Strings Attached და Hooking Up.ნატალი პორტმანი ფილმს შეუერთდა როგორც პროდიუსერი და არა როგორც მსახიობი,თუმცა ემას როლის მიღების შემდეგ მაინც დარჩა პროდიუსერად.
Morning Glory - IBS სტუდიო სინამდვილეშიც არსებობს,ის საინფორმაციო და გასართობი არხია,ხოლო ფილმში ნაჩვენები ისტორიები სინამდვილეში მომხდარი ფაქტებია.
Love and Other Drugs - ერთ-ერთი სცენის გადაღებისას რეჟისორი ედვარდ ცვიკი ენს და ჯეიკს საწოლში ჩაუხტა სურათის გადაღებისთვის.ამ სურათიდან მოგვიანებით ცვიკი ამოჭრეს და გამოიყენეს პოსტერისათვის.თავიანთი პერსონაჟების ხასიათი კარგად რომ აეთვისებინათ ჯეიკ ჯილენჰეილმა რამოდენიმე ხანი სცენარის ავტორთან გაატარა,ენმა კი პარკინსონით დაავადებული ლუსი როუსისთან.მსახიობებს სექსის სცენების გადაღების დროს იმპროვიზირება მოუწიათ,მხოლოდ ჩაცმულებს.რეჟისორმა განაცხადა რომ მოედანზე "ციოდა" კამერებისა და უამრავი მაყურებლის გამო.
127 Hours - ფილმის სიუჟეტი ეყრდნობა რეალურ მოვლენებს.ნამდვილ აარონ რალსტონსაც მოუწია დღეები უწყლოდ უტას მთაზე ყოფნა,რადგანაც მას ხელზე დაეცა უზარმაზარი ლოდი.აარონმა მართლაც ჩაწერა ვიდეო,რომელიც მხოლოდ ოჯახის წევრებმა ნახეს.თუმცა ფილმის გადღებების დროს ჯეიმს ფრანკოს და რეჟისორს უფლება მიეცად ვიდეო ენახათ.კამერა რომლითაც ფრანკო იღებდა,არის სწორედ ის კამერა რომელიც ნამდვილ აარონს ჰქონდა.
Letters To Juliet - ვანესა რედგრეივი (კლერი) და ფრანკო ნერო (ლორენსო) სინამდვლეში ცოლ-ქმარი არიან.ეს არის ამანდა სეიფრიდის მეორე ფილმი სადაც მის პერსონაჟს სოფი ჰქვია.პირველი იყო მამა მია!.სცენაში სადაც ლორენსო სადღეგრძელოს ამბობს ის მოიხსენიებს ჯეკს და როუზს (ის ამბობს რომ კლერმა დაკარგა მისი ჯეკი,ხოლო მან მისი როუზი).ჯეკი და როუზი არიან "ტიტანიკის" პერსონაჟები.ფილმი არის გარი ვინკის (რეჟისორის) ბოლო ნამუშევარი.ის გარდაიცვალა ტვინის კიბოს გამო.

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

1


  • Firework თქვა:
    22 თებერვალი 2014 12:49 - ID: 1,
    ძალიან საინტერესო იყო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top