;
3 იანვარი 2012      MaRihanna     0 კომენტარი     ნანახია 4372-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა


ტეილორ სვიფტი წარმატებული ახალგაზრდა მომღერალია ქანთრი ჟანრში, მაგრამ მას არც თუ ისე უმართლებს სიყვარულში და დღეს დღეობით მხოლოდ კარიერაზე ზრუნავს. წარმოგიდგენთ სიმღერებს, რომლებიც ტეილორ სვიფტმა მის ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა.

სიმღერა "Tim McGraw"-ს დაწერა ტეილორს შთააგონა ყოფილმა შეყვარებულმა Brandon Borello. სვიფტმა ამაზე განაცხადა: "მან იყიდა ალბომი და მითხრა, რომ მას მართლა მოსწონდა ეს სიმღერა. მისი იმდროინდელი Girlfriend კი არ იყო ამით კმაყოფილი". როგორც ცნობილია ტეილორის შეყვარებული (რომელიც რამოდენიმე წლით უფროსი იყო) კოლეჯში მიდიოდა და დაშორება გარდაუვალი იყო, ამიტომ სურდა დაეწერა ისეთი რამ რითაც დაამახსოვრებდა თავს ბრენდონს.

ტიმ მაკგრიუს სახელს კი ეს სიმღერა მუსიკალური გავლენის გამო ატარებს. სწორედ ამ სიმღერით შედგა ტეილორის დებიუტი დიდ სცენაზე. მისი პირველი სერიოზული განშორება ასევე სერიოზული მომავლის დასაბამი აღმოჩნდა.



სიმღერა "Should've Said No" შეყვარებულს 'ეძღვნება' რომელმაც ტეილორს უღალატა.




სიმღერა "Picture to Burn" : ტეილორმა მიუძღვნა თავის ყოფილ ბოიფრენდს, რომელსაც სოფლელსა და ჩამორჩენილს ეძახდა (redneck) და რომელიც არასდროს არ აძლევდა უფლებას რომ სვიფტს მისი მანქანა ეტარებინა..
სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა




‎"Teardrops on My Guitar" - ეს სიმღერა ტეილორმა დაწერა ბიჭზე, რომელიც ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ მისი შეყვარებული არასდროს ყოფილა. "დრიუ იყო ნამდვილი ადამიანი და არა გამოგონილი"-ამბობს მომღერალი. დრიუ იყო გაკვირვებული, როდესაც თავისი სახელი სიმღერაში გაიგო - "მე არ ვიცოდი მას თუ ოდესმე მოვწონდი" - თქვა დრიუმ.




ტეილორის შეყვარებული იყო ჯო ჯონასიც. ჯო და ტეილორი ერთმანეთს დაშორდნენ ტელეფონით.... ტეილორს სურდა ახალი სიმღერა ჩაეწერა ამის შესახებ ხმის ჩამწერ სტუდიაში და ბოლო წუთს დაემატებინა იგი ახალი ალბომისთვის. ამ სიმღერის სახელია "Forever & Always". მომღერალმა ასევე დაწერა "Last Kiss" და "Better than Revenge". ჯოს 'ექს-გირლფრენდის' -კამილა ბელის შესახებ.
სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა




სვიფტი და ტეილორ ლოტნერი ერთმანეთს პირველად ფილმ "Valentine's Day"-ს გადაღებაზე შეხვდნენ. მათ ურთიერთობას მალე უწოდეს "ტეილორი კვადრატში" :) ისინი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდნენ. სიმღერა "Back To December" სწორედ ტეილორ ლოტნერს ეძღვნება. ამ სიმღერით ტეილორ სვიფტმა ბოდიში მოუხადა მას.

სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა




ასევე გავრცელდა ხმები, რომ სიმღერა "Dear John" ეძღვნება ტეილორის ყოფილ შეყვარებულს-ჯონ მაიერს, ხოლო სიმღერა "Enchanted" დაწერილია ადამ იანგის შესახებ, რომლის შეყვარებულიც ტეილორი არასდროს ყოფილა.

სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა


ტეილორის შეყვარებული იყო Jake Gyllenhaal-იც, რომელმაც მისივე განცხადებით $160.000 დახარჯა, რომ პაემანი პერსონალურ რეაქტიულ საჰაერო ხომალდზე ჰქონოდათ. ისინი ერთმანეთს უბრალოდ წერილით დაშორდნენ. ( მასზე ტეილორს არ დაუწერია სიმღერა ).
სიმღერები, რომლებიც ტეილორ სვიფტმა ექს-ბოიფრენდებს მიუძღვნა

კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top