;

4 January 2012      MaRihanna     Views 4716    
Category: Stars

Model Profile - Zuzanna Bijoch


მოდელი - Zuzanna Bijoch

სიმაღლე - 1.75 მ.
თმის ფერი - ყავისფერი
თვალის ფერი - მწვანე/ცისფერი
სააგენტო - Next

Zuzanna Bijoch პოლონელი მოდელი, ახალი სახე ამ ბიზნესში. დაიბადა 1994 წელს კატოვიცეში. ტოპ 50 მოდელებს
შორის ის მე-15 ადგილს იკავებს. მეგობრობს ისეთ მოდელებთან, როგორებიც არიან Jac, Kasia Wrobel, Daga Ziober,
Ros Georgiou და Karolina Waz.

Model Profile - Zuzanna Bijoch

კარიერა

2007 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სამოდელო სააგენტო Next-თან. 2010 წლის ივლისს მოდელმა მონაწილეობა მიიღო Georges Chakra-ს და Lee Young Hee-ს შოუზე პარიზში, ამავე წლის სექტემბერში მარნის, პრადას, ჯეისონ ვუს და სხვა დიზაინერების შოუებზე ნიუ იორკში, ლონდონში და პარიზში, ხოლო ოქტომბერში კი Miu Miu-ს შოუზე პარიზში. 2011 წელს პრადას სახე გახდა. 2011 წლის თებერვალში კი მან გახსნა Carlos Miele-ს, Rue du Mail-ის, Thakoon-ისა და Victoria Beckham-ის შოუები ნიუ იორკში და პარიზში, ხოლო Balenciaga-ს J.Mendel-ის და Victoria Beckham-ის შოუები დახურა. ამის შემდეგ მან ითანამშრომლა ისეთ ჟურნალებთან, როგორებიცაა : ფრანგული და მექსიკური Vogue, Love და Dazed & Confused. 2011 წლის სექტემბერში მან გახსნა გაზაფხულის ჩვენებები ნინა რიჩის/დერეკ ლემის ნიუ იორკსა და პარიზში, დახურა მარკ ჯეიკობსის, ნინა რიჩის, ქლოის და სხვა დიზაინერების ჩვენებები. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ლუი ვუტონისა და ქლოის სარეკლამო კამპანიებში.მოდელმა მონაწილეობა მიიღო ვერსაჩეს 2012 წლის გაზაფხულისთვის განკუთვნილი RTW კოლექციით, რომელიც მილანში გაიმართა. ჩვენებაზე ის ნაზად გასწორებული თმით და ბუნებრივი მაკიაჟით წარდგა.

Model Profile - Zuzanna Bijoch

ამონარიდი ვოგის ინტერვიუდან :

რა არის ის სამი ნივთი, რომელსაც ყოველთვის ინახავ თქვენს საფულეში?
- ჩემი მობილური ტელეფონი, ნოუთბუქი და აიპადი.

როგორ/სად აღმოგაჩინეს ?
- მე მონაწილეობა მივიღე სამოდელო კონკურსში, პოლონეთში. მე ეს მხოლოდ გასართობად გავაკეთე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემი ცხოვრებაში.

Model Profile - Zuzanna Bijoch


ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი:
პრადას კამპანიაში მონაწილეობის შემოთავაზება - მე ვაკეთებდი ჩემი მათემატიკის საშინაო დავალებას სახლში, პოლონეთში, როდესაც ტელეფონით დამიკავშირდნენ...

ყველა დროის საყვარელი მოდელი: Karen Elson.
მოდელმა ასევე განაცხადა, რომ სწავლობს ენებს და მომავალში უნდა ეკონომიკის შესწავლა.

Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch
Model Profile - Zuzanna Bijoch


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top