;
13 იანვარი 2012      Sofia ϟ ♥     0 კომენტარი     ნანახია 8079-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



Vera Wang (王薇薇)
მოციგურავე, მოდის რედაქტორი, დიზაინერი

ცნობილი დიზაინერი ვერა ვონი დაიბადა 1949 წელს ქალაქ ნიუ იორკში.
მისმა მშობლებნა ჩინეთი, შანხაია 40-წლებში დატოვეს და ამერიკაში გადავიდნენ. მამა სხვილ სამედიცინო კომპანიას ფლობდა. ოჯახი სოციალურად მაღალ ფენას მიეკუთვნებოდა და მათი შვილები: ვერა და კენეტი დიდ დაინტერესებას იჩენდნენ ხელოვნებისადმი.

”დედაჩემს ხშირად დავყავდი პარიზში მოდის ჩვენებებზე, ასე რომ პატარაობიდანვე მაჩვევდა გემოვნებიან ჩაცმას. ეს ისეთი ბუნებრივი რამ იყო მისთვის როგორც სამსახურში სიარული. სწორად შერჩეული ტანისამოსი ტანზე მოხდენილად უნდა ყოფილიყო მორგებული.”

”პატარაობიდანვე ვერას მოსწონდა და ითვისებდა სტილს, რომელიც მის გარშემო მყოფთათვის დამახასიათებელი იყო. პატარაობიდანვე მასში არსებობდა რაღაც განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც გაზრდასთან ერთად ტანსაცმლისადმი დიდ სიყვარულსა და ლტოლვაში გადაიზარდა” ამბობს ვერას ძმა.



ვერა კიდევ ერთი ესთეტიკური დარგით იყო გატაცებული, ეს იყო ფიგურული სრიალი, სადაც დეტალებს, არტისტულობას და აღნაგობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მეცადინეობა რვა წლის ასაკში დაიწყო და მასში მთელი გული და სული ჩააქსოვა, შედეგს არც დაუგვიანია, ის მოზარდთა კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ამ დროს იგი 12 წლის იყო.

”თავიდან მისი კოზირი არტისტულობაში მდგომარეობდა, მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო დაიხვეწა და შესანიშნავი ნახტომები გამოსდიოდა, ყველაზე მეტად მისი მოძრაობა მომწონდა,მასში რაღაც აღმოსავლური იგრძნობოდა.იგი განსაკუთრებულად დახვეწილი, მაცდური და ჰაეროვანი იყო” ამბობს მისი მასწავლებელი. ვერა სპორტულ ცხოვრებაში ჩაება. დილის ექვსი საათიდან ყინულზე იდგა, შემდეგ კი სკოლაში მიდიოდა.სკოლის დამთავრების შემდეგ მან სარა ლოურენის სკოლაში ჩააბარა, ეს იყო უმაღლესი კატეგორიის კოლეჯი, სადაც გაძლიერებული სწავლება მიმდინარეობდა.



20 წლის ასაკში იგი არჩევანის წინ დადგა, მისი თანატოლი სპორტსმენის პეგი ფლენინგსის მსგავსად იგი მსოფლიო ჩემპიონატების მოგებას ვერ ახერხებდა, ამიტომ გადაწყვიტა სპორტისთვის თავი დაენებებინა. უკან დარჩა თავგანწირვის შრომის და სიყვარულის 11 წელიწადი. ვერამ კოლეჯი მიატოვა და პარიზში გაემგზავრა, კულტურის და ხელოვნების მოყვარული გოგონა ნამდვილ სამოთხეში აღმოჩნდა. მან პარიზში 1 წელი დაჰყო და გადაწყვიტა კიდევ ერთი გატაცებისთვის დაეთმო დრო, ეს იყო ტანსაცმელი. ვერას მამა არ იწონებდა თავისი ერთადერთი ქალიშვილის არჩევანს.


ვერა ვონი დღეს 62 წლისაა და მისი საქორწილო კაბების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც 22 წლისაა მოწოდების სიმაღლეზეა და თამამად შეიძლება ითქვას განაგებს საქორწილო კაბების მოდის ინდუსტრიას.

16 წლის განმავლობაში ვერა უმცროსი მოდის რედაქტორის პოსტს იკავებდა Vogue-ის ჟურნალში. ვერამ Vogue-ში 23 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა, მაშინ დამხმარედ მუშაობდა და როდესაც შენიშნეს მისი გემოვნება და ენთუზიაზმი ვერა ყველაზე ახალგაზრდა მოდის რედაქტორი აღმოჩნდა Vogue-ის ისტორიაში! ვერამ Vogue 1985 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც მთავარი რედაქტორის პოსტი ანა ვინტუს მიანიჭეს. ვერა Ralph Lauren-თან გადავიდა და იქ 2 წელი დაყო. 1990 წელს მივიდა გადაწყვეტილებამდე და საკუთარი სალონი გახსნა ნიუ იორკში, მისი სავაჭრო ნიშანი კი საქორწილო კაბები გახდა. კაბები, რომელთა არჩევაშიც თავადაც უდიდესი დრო დაკარგა, როდესაც ერთი წლით ადრე 1989 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა Arthur Becker-ზე დაქორწინება.



ვერა ხშირად აღნიშნავს, რომ საქორწილო კაბების დიზაინის და ბიზნესის წარმოების გადაწყვეტილებამდე სწორედ მისმა ქორწინებამ მიიყვანა. (იქორწინა 40 წლის ასაკში). ვერას ბავშვი არ უჩნდებოდა, მკურნალობა ვერას ენერგიაზე უარყოფითად მოქმედებდა და ეს მკურნალობაც იმედისმომცემი არ იყო. 1990 წელს იშვილა გოგონა სესილია, ხოლო 1993 წელს ასევე გოგონა ჟოზეფინა.


ვერას უნაკლო, სადა და მოკრძალებული გემოვნება აქვს. მან დიზაინერობა საქორწილო კაბებით დაიწყო, ვერა ვონი საქორწილო ტანსაცმლის ბიზნესში გამოჩნდა და ძირფესვიანათ შეცვალა ის. ვერამ მოდას სადღესასწაულო ელფერი შესძინა. მისი წარმატების საიდუმლო სტილის სრული შეგრძნება და თვით დაჯერებულობაა. იგი ინსტიქტურად გრძნობს ქალის სხეულს , ზუსტად იცის , რა არის მისთვის მისაღები და მოხერხებული. ვერას სამოსი ქალებს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას მატებს. მას შემდეგ რაც ვერა საქორწილო ბიზნესში ლიდერი გახდა, მან წითელ ხალიჩაზე გადაინაცვლა, პირველი კაბა მან მსახიობ შარლიზ ტერონისთვის შექმნა.


”მახსოვს კაბა რომ ჩავიცვი თავი ჯინჯერ როჯერსის და ფრედ ასტერის ფილმის მსახიობად წარმოვიდგინე, ვერამ ზუსტად იცოდა რა მინდოდა, მან სამუშაო ძალიან იოლად შეასრულა ” ამბობს შარლი სტერონი. დღესდღეობით ვერა სუნამოებს და სამკაულებსაც აწარმოებს. საქორწილო კაბებში კი ცდილობს ჩარჩოების დარღვევას და მოდის ტენდენციების დანერგვას. ახალი ჰიტი ვერა ვონისგან ფერადი ლენტების სარტყელების შემდეგ შავი კაბებია.

ალბათ დამეთანხმებით რომ, ვერა ვონი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დიზაინერია საქორწილო კაბების ბიზნესში.





კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top