;

6 January 2012      Nanuka.     Views 13670    
Category: Stars

ჯასტინ ბიბერი იმ ვარსკვლავთა სიას მიეკუთვნება, რომელთაც სხეულზე არაერთი ტატუ აქვთ.
ამჯერად, 17 წლის პოპვარსკვლავმა ფეხზე ახალი ტატუ ამოისვირინგა, იესო ქრისტეს გამოსახულებით.
სავარაუდოდ, ტატუ მაშინ გაკეთდა, როდესაც ჯასტინი მექსიკაში იმყოფებოდა შეყვარებულთან
ერთად, რადგან მაშინ სწორედ ამ ადგილას შეხვეული ჰქონდა ფეხი.

მოდით ერთად გადავხედოთ ბიბერის ყველა ტატუს და მათ მნიშვნელობებს.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ

პირველი ტატუ ჯასტინმა 16 წლის ასაკში გაიკეთა, თოლიის გამოსახულებით. მან
თოლიის ამოსვირინგება იმიტომ გადაწყვიტა, რომ თითქმის მის ყველა ოჯახის
წევრს აქვს სხეულზე თოლია და ყველა მათგანმა პირველი ტატუ 16 წლის ასაკში გაიკეთა.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ

მე-2 ტატუ ჯასტინმა რამდენიმე თვის წინ გაიკეთა, როდესაც შეყვარებულთან ერთად ჰავაიზე
ისვენებდა. მან როგორც კათოლიკე მორწმუნემ ივრითულ ენაზე ამოისვირინგა
სიტყვა, რაც ნიშნავს იესო ქრისტეს.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტატუ ჯასტინმა მამისთან ერთად გაიკეთა.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ

მე-2 ტატუს ამოსვირინგებიდან ძალიან მოკლე ხანში, პაპარაცებმა ჯასტინის ხელზე
ახალი ტატუ შენიშნეს ვარსკვლავის გამოსახულებით. ეს ტატუ იდენტურია ბიბერის
მამის ტატუსი, რომელსაც შვილის მსგავსად ის იდაყვზე აქვს ამოსვირინგებული.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ

რაც შეეხება ჯასტინის უკანასკნელ, მე-4 ტატუს მისი მნიშვნელობა დანახვისთანავე
ცხადია, რადგან ვარსკვლავს ფეხზე დიდად აქვს ამოსვირინგებული იესო ქრისტე. მისთვის
ეს მე-2 ტატუა, რომელიც იესო ქრისტესთანაა კავშირში.

ჯასტინ ბიბერის ახალი ტატუ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top