;

9 January 2012      Anch_Bey     Views 2694    
Category: Stars

კირსტენ დანტსი Lucky-სთვის.
29 წლის ულამაზესი მსახიობი, კირსტენ დანტსი ჟურნალ Lucky-ს თებერვლის ნომრის გარეკანზე გვევლინება. ფოტოსესია ფოტოგრაფ James White-მა გამართა. მსახიობმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა თავის მშობლებზე, ბავშვობაზე, წითელ ხალიჩაზე, თავის სტილსა და სხეულის საყვარელ ნაკვთზე.
კირსტენ დანტსი Lucky-სთვის.
ბოლო გაზაფხულზე კირსტენმა საუკეთესო მსახიობის ტიტული აიღო, კანის კინო ფესტივალზე. ის ამ ამბით ძალზედ აღფრთოვანებულია.
,, მიყვარს მოკლე კაბები და მათ ყოველთვის ვიცვამ. ეს არის ჩემი სტილი. ამ დროს სხეულის ყველა ნაწილი ორიგინალურად გამოიყურება.''-აცხადებს ვარსკვლავი თავის სტილზე.
კირსტენ დანტსი Lucky-სთვის.
,, მძულს წითელი ხალიჩის ფოტოგრაფები! წითელ ხალიჩაზე გადაღებული ფოტოსურათები მძულს, რადგან მე ყოველთვის საშინლად გამოვიყურები! მე ვერ ვიტან მათ''-განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.
ვარსკვალვის საყვარელ სხეულის ნაწილზე საუბრისასდ მან თქვა: ..მე მიყვარს ჩემი ფეხები. ყოველთვის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე კაბებს ვატარებ. ვფიქრობ, რომ მაქვს კარგი თმა. შეჭრილ ტმაში ჩემმა ბოიფრენდმა ასეთი ვარცხნილობა მოიწონა და მითხრა, რომ ასე ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდი. მე ახლა ოდნავ გრძელ თმას ვატარებ, რაც ჩემ სახეს უფრო ლამაზს აჩენს!''-განაცხადა მსახიობმა ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კირსტენ დანტსი Lucky-სთვის.
მსახიობმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მომავალი წლისთვის უფრო გახდომას და ფიგურაში ჩაჯდომას აპირებს. მას სურს იპოვოს შესაფერისი პარტნიორი.
რაც შეეხება საკუთარ ოჯახზე კრისტენმა თქვა: ,, მე ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. დედ-მამა ყოველთვის ჩემთან ერთად იყო. სასცილო და ხალისიანი ბავშვობა მქონდა''-თქვა ვარსკვლავმა.
კირსტენ დანტსი Lucky-სთვის.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top