;
11 იანვარი 2012      Nanuka.     1 კომენტარი     ნანახია 3707-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

"Marie Claire"-ს ახალი დივა - კრისტინა აგილერა
კრისტინა აგილერა "Marie Claire"-ს ახალ ნომერში

"Marie Claire"-ს ახალ ნომერში ყველასთვის ცნობილი მომღერალი, კრისტინა აგილერა გვევლინება,
რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დიდი წარუმატებლობა გამოცადა. 2010 წელს მომღერალი
5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა მეუღლეს, ჯორდან ბრეტმენს, ამავე წელს მის ახალ ალბომს
"Bionic"-ს კრიტიკა და კომერციული წარუმატებლობა ხვდა წილად. მოგვიანებით, როდესაც აგილერა მეთ რატლერს ხვდებოდა ბედნიერება არ დასცალდა და ის გადაჭარბებული სიმთვრალის გამო დააპატიმრეს.

"ეს იყო ცუდი წელი" - იხსენებს კრისტინა. "ქმართან გაშორებისა და სხვა ბევრი რაღაცის შემდეგ,
უამრავი რამ გადამხდა. ეს რთულია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ 58 მილიონჯერ რთულია
სელებრითისთვის, რომლის თითოეულ ნაბიჯს მიკროსკოპით აკვირდებიან
"

"Marie Claire"-ს ახალი დივა - კრისტინა აგილერა "Marie Claire"-ს ახალი დივა - კრისტინა აგილერა

ბოლო დროის განმავლობაში აგილერას ტაბლოიდები წონის გამო აკრიტიკებდნენ, რაზეც აგილერამ
"Marie Claire"-თან ინტერვიუში ისაუბრა: "მე მიფრენია ცაში, დავცემულვარ მიწზე, ვყოფილვარ
ყველანაირ მდგომარეობაში, რაშიც კი ადამიანი შეიძლება იყოს. ვყოფილვარ მსუქანი, გამხდარიც.
გავუკრიტიკებივარ სხვებს, როდესაც ვიყავი სასწორის ორივე მხარეს. მე მომწონს ჩემი სხეული.
ჩემი ბოიფრენდი გიჟდება ჩემს სხეულზე. ჩემი ბიჭუნა ბედნიერი და ჯანმრთელია, ეს კი
ყველაფერია რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის
"

"მე არ ვწონი ჩემს თავს - წონას ვაკონტროლებ იმის მიხედვით, თუ როგორ ვგრძნობ თავს
ტანისამოსში. სამოსი, რომელიც უხდება ერთ ადამიანს, შესაძლოა არ უხდებოდეს სხვა
ტიპის სხეულს. მიხარია, რომ ჩემს სხეულში საკმაოდ თავდაჯერებული ვარ. დრო ჭირდება, რომ
ამ აზრამდე მიხვიდე თუმცა აქამდე მისვლას, უბრალოდ შენი სხეულის შეყვარებაც შველის"

აგილერა არამარტო თავდაჯერებულია თავის სხეულში არამედ, მუსიკალურ კონკურსში "The Voice",
როგორც ჟიური ადამ ლევინთან და ბლეიკ შელტონთან ერთად მინი-იუბკასა და ბიუსტჰალტერში
გვევლინება. "The Voice"-ს ჟიურიში ყოფნა როგორც კრისტინა ამბობს, მისი ცხოვრების ახალი
ეტაპია, სადაც ეხმარება პოპის ინდუსტრიაში მიმავალ დამწყებ მომღერლებს და საკუთარ
გამოცდილებას უზიარებს მათ. ამ ამპლუაში, კარგად ხედავს მაყურებელი, თუ რამხელა
გამოცდილება და ტკივილი გადახდენია ერთი შეხედვით უდარდელ ქალს, ქალს, რომელსაც
კრისტინა აგილერა ჰქვია.

"Marie Claire"-ს ახალი დივა - კრისტინა აგილერა

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

1


  • anne თქვა:
    8 ივლისი 2012 21:26 - ID: 1,
    უუუუძლიერესიი ვოკალი აქვს ვგიჟდები პროსტაა!!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top