;

13 January 2012      Trouble_Maker     Views 15615    
Category: Stars

მაილი საირუსმა ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო


მაილი საირუსი მოხვდა People’s choice awards-ის საუკეთესოდ ჩაცმულების სიაში,
კაბით დიზაინერისგან David Koma.

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დავით კომახიძის (იგივე David Koma) კაბამ გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მოდის კრიტიკოსებისგან.

მაილი საირუსმა ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო


დავით კომახიძეს კაბებში ბიონსე, ლედი გაგა , კაილი მინოუგი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები არაერთხელ შემოსილან, თუმცა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი სწორედ მაილი საირუსის ლუქმა გამოიწვია. კრიტიკოსებმა თამამად განაცხადეს რომ ეს არამხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყო დაჯილდოვებაზე არამედ საუკეთესო კაბა მაილი საირუსის მრავალფეროვანი გარდერობიდან. თავად დავითი ძალიან კმაყოფილი დარჩა, მისი ბრენდის სახელი ხომ ფიგურირებდა ყველა ცნობილ მოდისა თუ ვარსკვლავურ საიტზე:

„მაილი არის ახალგაზრდა, მშვენიერი და ძალიან ნიჭიერი არტისტი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ მან ასე კარგად მოირგო ჩემი კაბა-და ფეხსაცმელისა და აქსესუარების შეხამებით ასეთი ელეგანტური ლუქი შექმნა.“

მაილი საირუსმა ქართველი დიზაინერის კაბა მოირგო


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top