;

14 January 2012      Ancho.     Views 3876    
Category: Stars

Best Male Actor in a Drama category
Brad Pitt, George Clooney, Leonardo DiCaprio, Michael Fassbender, Ryan Gosling

15 იანვარს, 69-ე საერთაშორისო დაჯილდოება GOLDEN GLOBE გაიმართება.
2011 წელი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა კინო-ინდუსტრიისათვის. თითოეულ
ნომინაციაში საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეობაა. ყველაფერი სულ მალე გადაწყდება.

მანამდე, კი წარმოგიდგენთ ნომინაციას: საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
ნომინირებულნი არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ბრედ პიტი, ჯორჯ კლუნი,
ლეონარდო დიკაპრიო. მაიკლ ფესბენდერი და რაიან გოსლინგი. როგორც ხედავთ, არჩევანის
გაკეთება საკმაოდ ძნელია და დამეთანხმებით თითოეული მათგანი იმსახურებს ტიტულს.

George Clooney
ნომინირებულია ფილმისათვის: The Descendants.

Best Male Actor in a Drama category

1985 წლიდან კლუნი ქალების გულს იპყრობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
ის 50 წლისაა, თუმცა ჰოლივუდში ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ ითვლება. მასზე სულ
ამბობენ, რომ ის თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.

Leonardo DiCaprio
ნომინირებულია ფილმისათვის: J. Edgar.

Best Male Actor in a Drama category

ლეონარდომ კინო ასპარეზზე თავი 1996 წ. რომეოთი("რომეო და ჯულიეტა") და ფილმი
ტიტანიკით დაიმკვიდრა. ის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია ჰოლივუდში და ყველას
აკვირვებდ ქამელეონი ხასიათით, რადიკალურად განსხვავებული როლებით.

Michael Fassbender
ნომინირებულია ფილმისათვის: Shame.

Best Male Actor in a Drama category

მისი წარმატება კი 2001 წლიდან იწყება, მინი-სერიალით Band of Brothers.

Ryan Gosling
ნომინირებულია ფილმისათვის: The Ides of March.

Best Male Actor in a Drama category

რაიანი დიდი ხანია მოღვაწეობს კინოს სფეროში, მაგრამ 2004 წელს გამოსული
ფილმით "The Notebook", ყველა გოგოს შეაყვარა თავი. ის წლევანდელი წლის
სექსუალურ მამაკაცად აღიარეს. მას ყოველთვის არაჩვეულებრივი სტილი აქვს
და ყველა ქალს უნდა დაიკავოს ემა სტოუნის ადგილი ფილმში: Crazy, Stupid Love.

Brad Pitt
ნომინირებულია ფილმისათვის: Moneyball.

Best Male Actor in a Drama category

მისი კარიერული წინსვლა კი 1991 წლიდან იწყება ფილმით Thelma and Louise.
მას შემდეგ მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს! ის ყველა სფეროში იდეალურია.
აღიარების ღირსია როგორ მსახიობი, დასაფასებელია როგორც მამა 6 შვილისათვის
და აღსანიშნავია როგორ არაჩვეულებრივი ქმარი ანჯელინასათვის.

თქვენი აზრით, რომელი იმსახურებს ტიტულს?

Brad Pitt
George Clooney
Leonardo DiCaprio
Michael Fassbender
Ryan Gosling

Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top