;
16 იანვარი 2012      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 2405-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები



ვოგიმ 2012 წლის #2 ნომრისთვის, თებერვლის თვის ქოვერისთვის ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფთი მოიწვია!
რომელიც არც მეტი არც ნაკლები მარიო ტესტინომ გადაიღო.

Vogue US ; February 2012
Cover Star: Taylor Swift / Photographer: Mario Testino

ტეილორის ვოგის მთავარი გამოცემის (ამერიკული) წლის #2-ე ნომრის ყდაზე მოხვედრა საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო, რადგან პოპულარული და მრავალი ჯილდოების მფლობელი 21 წლის ტეილორ სვიფტი დიდი წარმატებებით არ სარგებლობდა ჟურნალის ყდების დამშვენებისას. 2010 წელს ტეილორი ყველაზე ცუდად გაყიდვად სელებრითად დაასახელეს ჟურნალის ყდისთვის. ამის მიზეზი გახდათ აპრილის Elle, რომელიც ჟურნალისთვის წლის ყველაზე არაგაყიდვადი ნომერი აღმოჩნდა, შემდგომში ასეთივე ბედი გაიზიარა ნოემბრის Glamour-მა და Marie Claire. სვიფტს შემდგომ მოსდევდა ბლეიკ ლაივლის უიღბლო ქოვერები (არა ფოტოები, არამედ გაყიდვების მაჩვენებლები).

და რას ერჩოდნენ ამ ქერათმიან ცნობილ გოგონებს გამორჩეული ჩაცმის სტილით? რაღა თქმა უნდა ეს მიზეზი მათი არასკანდალურობა და მოკრძალებულობაა. (განსხვავებით რიანა და ლედი გაგასთან რომლებიც სანახევროდ შიშვლად პოზიორობას და "ცხელ" სათაურებს სთავაზობდნენ ჟურნალებს რითიც მათ წლის ყველაზე გაყიდვად ნომრებად ხდიდნენ)

თუმცა ყველაზე პრესტიჟული ჟურნალ VOGUE-სთვის ეს რა თქმა უნდა ნაკლებად მნიშნველოვანი ფაქტორებია,
ტეილორისთვის ეს #1 ქოვერია VOGUE-სთვის. ქერათმიანი მომღერალი და მსახიობი მარიო ტესტინომ ახლო ხედით გადაიღო, სადაც მისი გასწორებულ თმა და ფართოფარფლებიანი ქუდი აქცენტს ტეილორის სახისკენ მიმართავს, ხოლო არტიკლი მას America's Sweetheart -ად მოიხსენიებს.

როგორც გავრცელებული ფოტოდან ჩანს ინტერვიუში ტეილორი მის მარტოხელა ცხოვრებაზე ისაუბრებს.
საუბარი მის კარიერასა და ჩაცმის სტილზე იქნება და არა ცნობილ ექს-შეყვარებულებზე.



იანვრის, ანუ #1 ნომერი მერილ სტრიპმა დაამშვენა, რომელიც საუბრობდა ოჯახსა და კარიერაზე, მის ბოლო როლზე, სადაც მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა.
ხოლო ამბობენ, რომ მომდევნო, ანუ მარტის თვის ქავერზე ადელი იქნება!

ტეილორი უკვე ორჯერ მოხვდა ახალგაზრდული VOGUE-ის გარეკანზე:
2011 წლის აგვისტოში და 2009 წლის მარტში (პირველად)



ტეილორ სვიფტის ქოვერები VOGUE-მდე


























კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top