;

17 January 2012      MaRihanna     Views 2676    
Category: Stars

სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ქანთრი მომღერლის ტეილორ სვიფტის ფოტოები, ჟურნალ Vogue-ს ფოტოსესიიდან. ტეილორისთვის ეს #1 ქოვერია VOGUE-სთვის. ფოტოსესია ცნობილმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ გამართა, მან მომღერალი ახლო ხედით გადაიღო. ტეილორმა ჟურნალთან თავის მარტოხელა ცხოვრებაზე, მის კარიერაზე და ჩაცმის სტილზე ისაუბრა. სვიფტმა ამჯერადაც არ უღალატა თავის ჩვეულ სტილს და ფოტოსესიაშიც თავისი სტილის სამოსი მოირგო. აქტუალური იყო სამოსი Rodarte-ს კოლექციებიდან და ასევე ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც მომღერალს თითქმის ყველა ფოტოში ამშვენებდა. ნიუსში იხილავთ ფოტოსესიას, ინტერვიუს და ასევე ტეილორის ლუქების მცირედ აღწერას.
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

ფოტო ჟურნალ ვოგის ფოტოსესიიდან. კაბა, რომელიც ტეილორს აცვია Rodarte -ს 2012 წლის საგაზაფხულო კოლექციიდანაა. ხოლო ფეხსაცმელი კი Jil Sander-ის მიმდინარე წლის კოლექციიდან.
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

პიჯაკი Rodarte-ს 2009 წლის კოლექციიდან, ჯინსი ცნობილ ბრენდს Rag & Bone-ს ეკუთვნის.
ფეხსაცმელები კი Miu Miu-ს 2012 წლის საგაზაფხულო კოლექციიდანაა.
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

ტეილორის ურბანული ლუქი ვოგისთვის
ქუდი - Patricia Underwood
სათვალეები - Ray Ban
ჩანთა - Andrew Marc
ჯინსი - Levi’s: Made & Crafted
ფეხსაცმელი: Miu Miu-ს საგაზაფხულო კოლექციიდან
კაბა/ზედატანი - Rodarte-ს საგაზაფხულო კოლექციიდან
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

ტეილორს ამ ფოტოში, Rodarte -ს 2009 წლის კოლექციის კაბა აცვია, მოსაცმელი კი ამავე ბრენდის
2011 წლის კოლექციიდანაა. ფეხსაცმელი 2012 წლის Miu Miu -ს საგაზაფხულო კოლექციიდან, ხოლო
ჩანთა კი ბრაზილიელი ჩანთების და აქსესუარების დიზაინერის - Carlos Falchi-ის.
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

ეს კი ფოტოსესიის ბოლო შავთეთრი ფოტოა, სადაც ქერათმიანი მომღერალი თავის ბენდის
წევრებთან ერთადაა. მომღერლის ერთ-ერთმა ბენდის წევრმა თვითერის მეშვეობით ტეილორს
მადლობა გადაუხადა: დიდი მადლობა ტეილორ, ჩვენ ყველანი მოვხვდით ჟურნალ ვოგში! და
მადლობა ვოგსაც !


ტეილორს ამ ფოტოში Rodarte-ს 2008 წლის კოლექციის ფართოფარფლებიანი ქუდი ამშვენებს ,
ხოლო ფეხსაცმელი [გრძელი ჩექმა] კი მაიკლ კორსსს ეკუთვნის.
ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის

და ბოლოს, გთავაზობთ ამონარიდს იტერვიუდან:

"ვფიქრობ, რომ სკოლაში ვინც ხარ და როგორიც ხარ, ცხოვრების ბოლომდე მოგყვება" ამბობს ტეილორი. "მე არასდროს მიგრძვნია თავი მაგარ თინეიჯერად წვეულებებზე. ეს გავს იმას, რომ ყველას უღიმი, რადგან იქ არავის არ დაუპატიჟებიხარ".

„ვუყურებ ხოლმე ხალხის დიდ ბრბოს, რომელიც ჩემს კონცერტზეა და ვხედავ, რომ ჩემი სიმღერების ტექსტი ყველამ ზეპირად იცის“ - ამბობს სვიფტი. „მე ხშირად ვამჩნევ გოგონებს, რომლებსაც ჩემნაირი თმის ვარცხნილობა აქვთ. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ბავშვობაში სხვებისთვის მიმებაძა ვარცხნილობაში და ნამდვილად არ მეგონა თუ ოდესმე მომბაძავდნენ. ეს სასიხარულო და საოცარია.


-ტეილორ. როგორ ფიქრობ ხანდახან ძალიან ჟინიანი ხარ ხოლმე?
-ეს არის ალბათ ის, რამაც წარმატება მიმაღწევინა. მე არასდროს არ ვნებდები.

ტეილორ სვიფტი Vogue-სთვის


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top