;

23 January 2012      salomesalomesalome     Views 6232    
Category: Stars

რჩევები, რომლებიც ვარსკვლავებს წარმატების მიღწევაში დაემხარნენ

ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა კეტი კურიკმა გადაწყვიტა, გაერკვია,
ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში რა რჩევები ეხმარებოდათ ცნობილ ადამიანებს
გადაელახათ რთული დაბრკოლებები.




მერილ სტრიპი - ”იცხოვრეთ ღია გულით”

”იმდენი რამე ვიცი პოპულარობაზე და ვარსკვლავურ ცხოვრებაზე, რომ შემიძლია რამდენიმე ტომი დავწერო. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ, აღიარება, ჯოლდოები, პატივისცემა ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ მიზნით და ტკივილის გადატანა იციან, აქვთ უნარი, სხვა ადამიანის ცხოვრება გულთან ახლოს მიიტანოს, სხვისი ტკივილი გაიზიარონ. ეს საშუალებას მაძლევს ვიცხოვრო ღია გულით”



ქრისტინა ეპლგეიტი - ”იფიქრეთ პოზიტიურად”

”2005 წლის 11 მარტს, ბროდვეიზე გამოსვლისას, სერიოზულად ვიტკინე ფეხი. ექიმის ვერდიქტი დაუნდობელი იყო - მოტეხილობა. საშინელ მდგომარეობაში ავღმოჩნდი, ძალიან დიდხანს ვმუშაობდი იმისთვის, რომ სცენაზე გამოვსულიყავი და ყველაფერი წყალში არ ჩამეყარა. გარდა ამისა, ჩემ გამო მთელი ჯგუფი მოიხსნა სპექტაკლიდან, რადგან ჩემი შემცვლელი არ ჰყავდათ. მაშინ მეგობარმა მითხრა: ”რატომ ფიქრობ, რომ ყველაფერი ასე ცუდად იქნება, რატომ ეთანხმები ექიმის ვარაუდს?” ამან დამარწმუნა, რომ კონცენტრირება პოზიტიურზე უნდა გამეკეთებინა. ცოტა ხანში ისევ მივედი ექიმთან, რომელმაც გაოცებულმა მითხრა, ასეთი არაფერი მინახავს, ძვლის ასე უცებ გამთელება ნამდვილი სასწაულიაო”



ჰიუ ჯეკმანი - ”შეუთავსეთ ერთმანეთს სურვილები და გადაწყვეტილებები”

”შემიძლია 2 რჩევა გაგიზიაროთ. პირველი, ჩამოწერეთ ერთ ფურცელზე ყველა ის საქმე, რომლის გაკეთებაც გსიამოვნებთ. გვერდზე კი ის 5 რამ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. შეეცადეთ, ამ ორ სვეტს შორის რაიმე საერთო იპოვოთ. წელიწადში ერთხელ ამ სიის რევიზია ჩაატარეთ, რათა დარწმუნდეთ, სწორ გზას ადგახართ თუ არა. მეორე, იცოდეთ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იცოდეთ ყველაფერი. ეს არავის შეუძლია.”



შერილ ქროუ - ”პასუხისმგებლობა საკუთარ ნაბიჯზე”

”ყველაზე სასარგებლო რჩევები მე ვიპოვნე დონა მიგელა რუისის წიგნში ”ოთხი თანხმობა”. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ აიღოთ საკუთარ თავზე ბევრი. მეორე, არასოდეს ივარაუდოთ. მესამე, ყოველთვის ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრები, რომ სხვებმა გაგიგონ რა გინდათ. მეოთხე, ეცადეთ ყველაფერი რასაც ხელს მოკიდებთ ხუთიანზე გააკეთოთ. ეს რჩევები ძალიან დამეხმარა.”



ბიონსე - ”იპოვეთ დრო ცხოვრებაზე საფიქრელად”

”ერთხელ მამაჩემმა მითხრა, არ შეიძლება ყოველთვის იყო ყოველთვის პირველი, ხანდახან უნდა დათმო ლიდერობა, იმისათვის რომ დაფიქრდე და ახალი მოტივაციები იპოვო. ეს ყველაზე კარგი რჩევაა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ რაც წესად გავიხადე, დღეში 20 წუთი სრულ სიმშვიდესა და სიწყნარეში გავატარო, რათა დავფიქრდე რა მინდა, ჩემს შეცდომებს ჩავუღრმავდე, ეს წარმატებულს ხდის ჩემს ცხოვრებას. შეიძლება ითქვას, ყოველდღე ვბრძენდები”


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top