;
2 თებერვალი 2012      Nanuka.     57 კომენტარი     ნანახია 4920-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

5 ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი შესრულება ფეხბურთის ეროვნული ჰიმნისა

ფეხბურთის ეროვნული ჰიმნის შესრულება დამეთანხმებით, მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, მით
უმეტეს მაშინ, როდესაც შენს წინაშე მილიონობით მაყურებელი ზის. არსებობენ ვარსკვლავები,
რომელთა შესრულებამაც ყველა გულშემატკივრის გულამდე ჩააღწია, თუმცა არიან ისეთებიც,
რომლების შესრულება კრიტიკოსებმა საკმაოდ უარყოფითად შეაფასეს და უპატიებელიც კი უწოდეს მას.
გადავხედოთ 5 ყველაზე კარგ და 5 ყველაზე ცუდ შესრულებას ფეხბურთის ეროვნული ჰიმნისა.


5 საუკეთესო

1. ბიონსე ნოულზი

2004 წელს, სუპერთასის 37-ე დაჯილდოვებაზე ბიონსემ ნამდვილი ფურორი მოახდინა.
მისი ნამღერი მაგალითია ყველა მომღერლისათვის, რომელიც ფეხბურთის მინდორზე,
მილიონობით გულშემატკივრის წინაშე აპირებს სიმღერას. უყურეთ მის შესრულებას
და ყველაზე ცოტა, ერთ ფეხბურთელს მაინც იპოვნით, რომელსაც ცრემლები ერევა.




2. კელი კლარკსონი

კელი კლარკსონმა, ორგზის გრემის მფლობელმა ფეხბურთის მოედანზე მსხდომი
პუბლიკა 2006 წელს, "Thanksgiving" (ქართ: მადლიერების დღე)-ზე აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, კელის ხმა და დახვეწილი შესრულების მანერა, რაც ამ გამოსვლას
ნამდვილად არ აკლდა.




3. ფეიტ ჰილი

სუპერთასის 34-ე დაჯილდოვებაზე, 2001 წელს ფეიტ ჰილმა უბრალოდ
არაჩვეულებრივად წარმოაჩინა მისი ვოკალური მონაცემები მწვანე მინდორზე.




4. დიქსი ჩიკსი

საუკეთესო ხუთეულში დიქსი ჩიკსიც მოხვდა, რომელმაც სახელი თავისი
ხმით გაითქვა. მას სუპერთასზე სიმღერის პატივი 2003 წელს, ერგო, სწორედ
იმ დროს, როდესაც ის ჯორჯ ბუშის საწინააღმდეგოდ აკეთებდა კომენტარებს.




5. უიტნი ჰიუსტონი

ერთადერთი სიტყვა, რომელსაც შეუძლია აღწეროს უიტნი ჰიუსტონის ეს გამოსვლა არის
"უნაკლო". მან ჰიმნი შეასრულა 1991 წელს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ამერიკა ომში იყო.
მოგვიანებით, სინგლი საქველმოქმედო სიმღერად გადაიქცა, რომლიდანაც მოპოვებული
ფული ჯარისკაცების სამშლობლოში დაბრუნებას უწყობდა ხელს. 10 წლის შემდეგ,
(2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ), სიმღერა კვლავ საქველმოქმედო მიზნით გამოვიდა
და "ბილბორდის" ტოპ ასეულში, მე-6 ადგილის დაკავება შეძლო.




ფეხბურთის ეროვნული ჰიმნის 5 ყველაზე ცუდი შესრულება


1. კრისტინა აგილერა

კრისტინა აგილერას ხმა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა
კრიტიკოსებმა ის მაინც ეროვნული ჰიმნის 5 ყველაზე ცუდ შემსრულებელთა სიაში
გაიყვანეს, რადგან როგორც იცით, მას სიმღერისას ტექსტი დაავიწყდა და 2 ტაეპი
2-ჯერ ზედიზედ გაიმეორა თავისივე შეცვლილი სიტყვებით.




2. ლორენ ალანია

"American Idol"-ის მე-10 სეზონის გამარჯვებული, ლორენ ალანია ჰიმნს თითქოს
მოთხრობასავით ასრულებს, რადგან მისი შესრულების მანერა გენიალურ კომპოზიციას
მელოდიურობას უკარგავს. შესრულების დროს ლორენი კრიტიკოსებმა ზედმეტად
მოსაწყენად შეაფასეს და ერთ-ერთმა ასეთი კომოენტარიც კი გააკეთა: "კიდევ კარგი
ფეხზე მყარად იდგა, თორემ უთუოდ ჩაეძინებოდაო".




3. სტივენ ტაილერი

ჰიმნის ყველაზე ცუდ შემსრულებელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
ჯგუფის, "Aerosmith"-ის სოლისტი, სტივენ ტაილერიც მოხვდა, რომელმაც სიმღერის
მდარედ შესრულებისათვის საკმაოდ უარყოფითი შეფასება მიიღო.




4. ჯოშ გრობანი

ჯოშ გრობანი ჰიმნის წამრატებულ შემსრულებლად მოიაზრებოდა, თუმცა მისი
შეთავსება არანაკლებ წარმატებული ჯგუფის, "Red Hot Chilli Peppers"-ის გიტარისტის,
ფლეასთან, აშკარად არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა.




5. კეტ დელუნა

კეტ დელუნას შესრულება 2008 წლის სექტემბერში იმდენად წარუმატებელი
გამოდგა, რომ მისი გამოსვლის ვიდეოს "Youtube"-ზე "Worst National Anthem"
(ქართ: ყველაზე ცუდი ეროვნული ჰიმნი)-ს სახელი აქვს. კრიტიკოსების აზრით,
20 წლის გოგონას არ მოუხდა დივას როლის თამაში.




კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

57


  • elena -elena თქვა:
    9 აპრილი 2012 09:16 - ID: 57,
    ვიტნი ვიტნი ვიტნი love laughing love

  • Lollipop♥ თქვა:
    26 თებერვალი 2012 16:45 - ID: 56,
    ბიონსე და უიტნი love

  • Thamo თქვა:
    12 თებერვალი 2012 18:34 - ID: 55,
    აუ ქრისტინნამ ყველაზე მაგრად თუ არ იმღერა და ტაილერმა კიდე თავის პონტში შეასრულა და რას ერჩიან . love

  • cloud თქვა:
    12 თებერვალი 2012 13:32 - ID: 54,
    უიტნის შესრულება პირველია...უიტნისგან უნდა ისწავლონ ყველამ თუ როგორ იმღერონ....მას გასააოცარი ხმა აქვს!!!....ასე ამერიკის ჰიმნი არავის უმღერია,ბრავო!!!!უიტნი!!!!

  • Susan თქვა:
    10 თებერვალი 2012 13:32 - ID: 53,
    კარგ ხუთეულში ყველა ძალიან კარგიაა + ქრისტინაა. ძალიანნ კარგი ვოკალისტია და სუოლ რომ ვებხისტყაოსნის სიტყვებით შეეცვალა ჰიმნი მაინც კარგი იქნებოდა.. (არადა არ მიყვარს)
    ჩემი ბიონსეე <3

  • Pretty Little Liar თქვა:
    7 თებერვალი 2012 17:29 - ID: 52,
    beyoncee <3 love

  • fuck selena თქვა:
    4 თებერვალი 2012 22:28 - ID: 51,
    sofiaa,
    :D სად დემი და სად ბიონსე ცუდად ხო არ ხარ ;D
    kristinam magra imRera Zaliiaaaaaan <3 da cudad rato chatvales ver gavvviige ? :X

  • do somethin თქვა:
    4 თებერვალი 2012 13:33 - ID: 50,
    ბიონსეე love

  • smiley :)) თქვა:
    3 თებერვალი 2012 20:29 - ID: 49,
    უიტნი საუკეთესოა!!!! ძალიან მაგრად იმღერა love

  • ice თქვა:
    3 თებერვალი 2012 20:01 - ID: 48,
    მერე ზოგი რო იტყვის ბიონსე ცოცხლად ვერ მგერისო wink wink

  • sopo232 თქვა:
    3 თებერვალი 2012 14:18 - ID: 47,
    ჩემი ბიონსეე როგორ მიყვარს love ნუ უიტნი ტავსტავად love და კრისტინამაც კარგად იმღერა love

  • sofiaa თქვა:
    3 თებერვალი 2012 14:01 - ID: 46,
    demim chemi azrit beyonce ze kargad sheasrula da yvelaze kargad ramxelaze wevda prosta xmas piri damrcha giaa da rato ar moaxvedres am xuteulshi?

  • marimariami თქვა:
    3 თებერვალი 2012 13:16 - ID: 45,
    აქ ჯენიფერ ჰადსონიც უნდა იყოს უმაგრესად იმღერა

  • m_a_n_ch_o თქვა:
    3 თებერვალი 2012 12:51 - ID: 44,
    აგილერა და ბი love

  • salome)))) თქვა:
    3 თებერვალი 2012 11:33 - ID: 43,
    ბიონსეე love

  • Mari Glonti თქვა:
    3 თებერვალი 2012 00:03 - ID: 41,
    beyonce whitney da christina love demi lovatomac kargad imgera 16 wlisrom iyo da ratom ar aris siashi? ver arian eseni steven tyleri da christina rogro moaxvedres cud xuteulshi uime

  • Nii♥ თქვა:
    2 თებერვალი 2012 23:49 - ID: 40,
    ბიონსეს და ვიტნი ჰიუსტონი აი არ ვიცი რა ვთქვა ფურორი მოახდინეს love მაგრამნ ვიტნი მაინც რაღაც სასაწაული ხმის პატრონია

  • DuuDa:)♥ თქვა:
    2 თებერვალი 2012 23:43 - ID: 39,
    უიტნიიიი აიი ყველაზე მაგარიი ქალიაააა <3
    ლეგენდააააა <3 უძლიერესიია <3


    ბიონსეეეე უმაგრესიიი <3
    ვგიჟდებიიიიიიიიი <3

  • amanda თქვა:
    2 თებერვალი 2012 23:24 - ID: 38,
    სტივენი მაინც მაგარი კაციაა:D:D თავის პონტში იმღერა რაა:D:D აბა სხვა რა ეგონათ:D მართალია ლოვატო არ მევასება მაგრამ მაგანაც საკმაოდ კარგად იმღერა მახსოვს,აი რაც შეეხება ბიონსეს დაგლიჯა რაა მე გამაჟრჟოლა მაგის ნამღერზე და წარმომიდგენია იმათ რა დაემართებოდათ,მაგრამ,მაგრამ ნომერ პირველი მაინც ვიტნია,ოქროს ხმის მფლობელი ქალი აი ვგიჟდები ვიტნიზეე ესაა ლეგენდააა love და ნერვები მეშლება იმ ოქროს ხმიდან რაღა დარჩა:(

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top