;

4 February 2012      lady_tamo     Views 5501    
Category: Stars

სელენა გომეზი Cosmopolitan მარტის ნომრის გარეკანზე

19 წლის მომხიბვლელი მომღერალი, სელენა გომეზია Cosmopolitan მარტის ნორმის ყდაზე. ჟურნალტან ინტერვიუში ის საუბრობს რთულ ბავშვობაზე, დიდ ოცნებებზე და დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე, მეგობარ დემი ლოვატოზე და ჯასტინ ბიბერზე. გთავაზობთ მის მცირე ინტერვიუსა და ფოტოებს.

როდესაც მომავალი ვარსკვლავი, სელენა დაიბადა ტეხასში, დედამისი 16 წლის იყო, მამამისი კი 17ის. "ახლა 3 წლის შვილი მეყოლებოდა, დედაჩემის კვალს რომ გავყოლოდი და მის ასაკში გავთხოვილიყავი, ეს ძალიან მაშინებს."

Selena Gomez Covers Cosmopolitan March 2012

სელენა იხსენებს მის მეგობარ, დემი ლოვატოსთან პირველ შეხვედრას. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სელენას ოჯახი ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლა, მათ ფული არ ქონდათ ცალკე სახლის შესაძენად, ამიტომაც ერთად ცხოვრობდნენ, პატარა სარდაფის ტიპის ოთახში სულ 7 გოგონა ცხოვრობდა.

საუბრობს დემიზე: "იყო დრო როდესაც ჩვენი გზები გაიყარა, რადგანაც ვერკვეოდით საკუთარ თავში, თუ რას წარმოვადგენდით. ეხლა იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე წარმოვიდგენდით"
Selena Gomez Covers Cosmopolitan March 2012
სელენა ყოფილ ბოიფრენდებზე: " ადრე მქონდა ურთიერთობები, როდესაც ყველაფერი ძალიან რთული იყო, მე მომიწია კომპრომისებზე წასვლა, სიგიჟეებს ჩავდიოდი, ეხლა კი ვხვდები რომ თითქმის ერთი წელი ტყუილად გავფლანგე"

სიყვარულზე: " ეს უძლიერესი გრძნობაა, ურთიერთობა, ოჯახი... ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ ამიტომაც მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ბოლოს ვიამაყო."


Selena Gomez Covers Cosmopolitan March 2012


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top