;

11 February 2012      Nanuka.     Views 10329    
Category: Stars

"ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი, ქენდის აკოლა, რომელიც სერიალში კეროლაინ ფორბსის
როლს ასრულებს "TVLine"-თან ინტერვიუში მისი პერსონაჟის გრძნობებზე ალაპარაკდა. სერიალის
უკანასკნელ სერიაში კეროლაინი და კლაუსი უფრო დაახლოვდნენ, რამაც ფანების ინტერესი
გააორმაგა ამ ორი პერსონაჟის მიმართ. სწორედ ამიტომ, "TVLine"-მ ქენდის აკოლასთან ამ
თემაზე ინტერვიუ ჩაწერა, რომლის განმავლობაშიც ტაილერ ლოკვუდის პერსონაჟსაც შეეხო.


-როდესაც გადახედეთ მე-15 სერიის "ჩვენი ქალაქის" სცენარს და ამოიკითხეთ
კეროლაინისა და კლაუსის სცენის შესახებ, რა რეაქცია გქონდათ?


-მიუხედავად იმისა, რომ უკვე მიჩვეულები ვართ, რომ წინასწარ ვერაფერს ვიგებთ, ზოგჯერ
იმდენად ბუნდოვანია სიუჟეტი, რომ მაინც გვირთულდება გაუგებრობაში ყოფნა. ათასობით
ყოფილა ისეთი ჩანაფიქრი, რომელიც არ განხორციელებულა, მაგრამ კეროლაინისა და კლაუსის
ურთიერთობა სჩანს, რომ უნდა განვითარდეს. ამ გმირების ერთად ყოფნა ალბათ მაყურებლისთვის
მოულოდნელი იქნება, მაგრამ პირადად მე რაც მხიბლავს მათში არის ის, რომ კეროლაინმა როგორც
იქნა მიიპყრო სიმპატიური ბიჭის ყურადღება. გავიხსენოთ პირველი სეზონი, როდესაც კეროლაინი
ესაუბრება ბონის: "რატომ ხდება ისე, რომ ყოველთვის ელენა აბამს ბიჭს? მე ყველანაირად ვცდილობ,
მაგრამ რატომ არასდროს გამომდის?"
ახლა, კეროლაინმა მიიპყრო ბიჭის ყურადღება, მაგრამ ის
ბოროტი, სასტიკი ბიჭია. მან საბოლოოდ მიიღო რაც სურდა, მაგრამ არა ზუსტად ისე როგორც სურდა.


ქენდის აკოლა საუბრობს კეროლაინის გრძნობებზე კლაუსის მიმართ

-რას გრძნობს კეროლაინი კლაუსის მიმართ ამჟამად?


-კეროლაინს აქვს გულისწყრომა კლაუსის მიმართ, რადგან მან ტაილერი ჰიბრიდად აქცია.
მან კეროლაინს წაართვა ის, რაც მართლა უყვარდა და სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, ის
ძალიან გაბრაზებულია მასზე. ვფიქრობ, კეროლაინს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული
რამდენად ძლიერია კლაუსი. ახლა, როდესაც ის ასეთი გულნატკენია ტაილერის გამო,
თვითონაც აქვს მიზნები, რომ გული ატკინოს კლაუსს.



-მაგრამ მათ ერთად იცეკვეს ამ კვირის სერიაში.


-დიახ მათ იცეკვეს, მაგრამ რამ მიიყვანა ისინი ამ ცეკვამდე, ჯერ არ გვინახავს. რა შედეგი გამოიღო
ამ ცეკვამ, ჯერ არ გვინახავს და აქვს თუ არა ფარული მოტივები კეროლაინს კლაუსის მიმართ
ცეკვის დროს, არც ეს გვინახავს.


-ხედავთ თუ არა შესაძლებლობას იმისა, რომ კეროლაინისა და კლაუსის
ურთიერთობა ნამდვილ რომანში გადაიზრდება?


-არსებობს აბსოლიტურად ყველაფრის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ სცენარისტებმა კეროლაინი
და კლაუსი ერთ წრეში მოათავსეს, არაფრის გამორიცხვის საშუალებას არ გვაძლევს.

-ერთ-ერთი დაბრკოლება კლაუსისა და კეროლაინის ურთიერთობაში არის ის, თუ რას
იტყვიან სხვები კეროლაინზე, მაშინ როცა კლაუსი მის ოჯახსა და მეგობრებს აშანტაჟებდა.
არის თუ არა ეს ის, რაც აბრკოლებს კეროლაინს?


-კეროლაინი ნამდვილად არ უყურებს კლაუსს როგორც კარგ ბიჭს. მან იცის, რომ ის
განსაკუთრებულად ბოროტი მკვლელია. მაგრამ ამავე დროს, კეროლაინი აცნობიერებს,
რომ უკან დახევის დრო არ არის, აცნობიერებს, რომ არ უნდა გამოხატოს შიში, რომ
უნდა იყოს ძლიერი. მას ჰქონდა ურთიერთობა ისეთ გმირებთან, როგორებიც არიან
დეიმონი, სტეფანი თუ კეტრინი და დაინახა, როგორი სიმტკიცე გააჩნიათ მათ. შენ
უნდა იმოქმედო, მიუხედავად იმისა, რომ გეშინია - ესაა ის, რასაც კეროლაინში დაინახავთ.


ქენდის აკოლა საუბრობს კეროლაინის გრძნობებზე კლაუსის მიმართ


-გექნება თუ არა საერთო სცენები სხვა პირვანდელ პერსონაჟებთან?


-მმმ (ფიქრობს)... დიახ!

-გაგვიმხელ ამ სცენებთან დაკავშირებით რაიმეს?

-არა. (იცინის)

-სად არის ტაილერი? ჩვენ არ გვინახავს ის უკვე ორი სერიაა.

-ის წავიდა, რომ იმუშაოს საუკთარ თავზე, ისწავლოს საკუთარი ცხოვრების კონტროლი. რომ
იბრძოლოს კეროლაინისა და საკუთარი თავის გადასარჩენად და აღარ მოექცეს კლაუსის
გავლენის ქვეშ, ტაილერს ამისთვის დრო სჭირდება.

ქენდის აკოლა საუბრობს კეროლაინის გრძნობებზე კლაუსის მიმართ


-რა გაღელვებს ყველაზე მეტად მომდევნო სერიებთან დაკავშირებით?


-მაღელვებს ის, თუ რა რეაქცია ექნებათ ფანებს იმაზე, რასაც სცენარისტები მათთვის ინახავენ.
მაღელვებს გრანდიოზული მეჯლისი... აგრეთვე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაიცნოთ
რამდენიმე ახალი პერსონაჟი, უყუროთ სერიას, რომელშიც ძალზე მნიშვნელოვანი ფლეშბეკი
იქნება...
უამრავი გასაგიჟებელი რამ გელით, მათ შორის სეზონის ფინალი, რომელსაც წარმოდგენა
არ მაქვს სცენარისტები როგორ დადგამენ...







Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top