;

14 February 2012      AnnLennon1     0 Comments     Views 4204    
Category: Stars

ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც წლევანდელი გრემის უდავო
ტრიუმფატორია ტაიმ-აუტის აღებას აპირებს, რათა პირად ცხოვრებას მიხედოს.
ადელი ტაიმ-აუტის აღებას აპირებს >>

გრემის დაჯილდოებაზე მომღერალი მეგობარ ბიჭთან საიმონ კონეცკისთან ერთად იმყოფებოდა,
სწორედ მასთან აპირებს მომღერალი უახლოს მომავალში ოჯახი შექმნას. ადელიმ გადაწყვიტა პირადულ ცხოვრებას
მეტი დრო დაუთმოს, გააღრმავოს ურთიერთობა და ნამდვილი ოჯახი შექმნას, ხოლო შემდგომ კი ფანებს პირდება ახალ ალბომს, რომელიც სიხარულით, ბედნიერებითა და სიყვარულით იქნება გაჯერებული და არა სევდით.
ადელი ტაიმ-აუტის აღებას აპირებს >>

23 წლის ადელიმ ასევე აღნიშნა, რომ შეუძია იყოს კარგი პარტნიორი, რადგან უყვარს
სამზარეულოში ფუსფუსი და ძალიან მხიარულია. დიდი მოთმინებით გამოირჩევა და ამბობს, რომ საყვარელი მამაკაცისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ადელი ტაიმ-აუტის აღებას აპირებს >>

ადელი:
როდესაც გრემის დაჯილდოების შემდეგ მე და საიმონი სახლში დავბრუნდით, მან მითხრა,
რომ ძალიან ამაყობს ჩემით. მას ვუყვარვარ და მუდამ ზრუნავს ჩემზე. ვფიქრობ, ოპერაციის შემდეგ ასე მალე ვერ ჩავდგებოდი ფორმაში რომ არა ის.


შეგახსენებთ, რომ ადელის ცხოვრებაში წლევანდელი გრემი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენაა, რადგან
მან 6 გრემის მოპოვება მოახერხა. მის გადაწყვეტილებაზე უკვე ალაპარაკდნენ კრიტიკოსები. მათი აზრით ტაიმ-აუტის აღება ადელისთვის ამ ეტაპზე არასწორი გადაწყვეტილებაა, ამგვარი ტრიუმფის შემდეგ გაცილებით მეტი დრო უნდა დაუთმოს მუსიკალურ კარიერას ვიდრე ოდესმე. ვნახოთ, თუ რას გადაწყვეტს 23 წლის ბრიტანელი მომღერალი, რომელმაც 12 თებერვალს, გრემის რიგით 54-ე დაჯილდოებაზე ტრიუმფატორის ტიტული მოიპოვა.
ადელი ტაიმ-აუტის აღებას აპირებს >>


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top