;

1 March 2012      lady_tamo     Views 3849    
Category: Stars

მეგან ფოქსი Cosmopolitan აპრილის ნომრის ყდაზე

25 წლის მსახიობი - მეგან ფოქსი ამშვენებს ჟურნალ Cosmopolitan აპრილის ნომრის გარეკანს. ულამაზესი ქალბატონი ჟურნალთან ინტერვიუში საუბრობს მისი 'ცუდი გოგოს' იმიჯზე, მეუღლეზე, სამსახიობო როლებზე და სიყვარულზე. გთავაზობთ მცირე ინტერვიუსა და ფოტოებს.

მეგანი 'ცუდი გოგოს' იმიჯზე: "ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბევრი ტატუ მაქვს და ხშირად ვამბობ უზრდელურ სიტყვებს და ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩემი შინაგანი მე ძალიან შორსაა ამისგან. მე არ ვარ ველური, ხშირად მეცინება, როდესაც ჟურნალისტები 'ცუდი გოგოს' იმჯის მომაწერენ. ეს მე არ ვარ, მე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ძალიან მეოჯახე ვარ."
Megan Fox In Cosmopolitan April 2012

კარიერის დასაწყისში, მეგანი ხშირად თამაშობდა სექსუალური გოგონას როლს, მაგრამ მსახიობი ჟურნალს გამოუტყდა კომედიებისადმი სიყვარულში: " სულაც არ მინდოდა მსგავსი როლებით კარიერის დაწყება, მაგრამ ეს ასე მოხდა. ეხლა კი მინდა კომედიებში ვითამაშო, მინდა რომ ჩემს ირგვლივ მხიარული ხალხი იყოს"
Megan Fox In Cosmopolitan April 2012

საუბრობს მეუღლეზე, ბრაიან გრინზე: " არ ვიცოდი ის ვინ იყო, მაგრამ როგორც კი დავინახე, მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. და როდესაც პირველად შემეხო? თითქოს დენმა დამარტყა"
Megan Fox In Cosmopolitan April 2012



Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top