;

11 March 2012      MaRihanna     Views 3934    
Category: Stars

ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

ტარია ტურუნენი არის ფინელი მომღერალი და კომპოზიტორი. დაიბადა 1977 წლის
17 აგვისტოს პატარა სოფელ Puhos-ში, ფინეთი. მას ჰყავს უფროსი ძმა - Timo და უმცროსი ძმა - Toni.
დედამისი Marjatta Turunen მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციაში, ხოლო მამამისი Teuvo
Turunen
არის დურგალი. სამი წლის ასაკში, ეკლესიის დარბაზში პირველად აღმოაჩინეს ტარიას
მუსიკალური ნიჭი, როდესაც მან იმღერა "Enkeli taivaan". ამის შემდეგ იგი ტაძრის გუნდს
შეუერთდა, ხოლო 6 წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. სკოლაში მას ჰქონდა მძიმე
პერიოდი, რადგანაც ზოგიერთი გოგონა მას აშინებდა, რადგან ტარიას შესაშური ხმა ჰქონდა.
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

15 წლის ასაკში ტურუნენის ჰქონდა პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა, როგორც სოლისტს,
როდესაც მან ეკლესიებში შეასრულა რამოდენიმე სიმღერა ათასობით მსმენელის წინაშე. 1993 წელს
ტარია მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში შევიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ტურუნენი
ასრულებდა სხვადასხვა სიმღერებს, მათ შორის უიტნი ჰიუსტონისა და არეტა ფრანკლინის სოულ
მუსიკას. 18 წლის ასაკში კუოპიოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა სიბელიუსის აკადემიაში
ესწავლა. 2001 წლიდან 2003 წლამდე სწავლობდა მუსიკალურ აკადემიაში Hochschule für Musik
Karlsruhe-ში. Mitsuko Shirai-ის დახმარებით კი მან აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

ტარია ტურუნენი საოპერო სოპრანოა (სრული ლირიკული სოპრანო) 3 ოქტავის დიაპაზონით.
ტურუნენი სიმღერას სწავლობდა მუსიკალურ სკოლა Sibelius Academy-ში. იგი ცნობილია, როგორც
პროფესიონალი კლასიკური მომღერალი, მაგრამ ყველაზე ცნობილია, როგორც მეტალ ჯგუფ
Nightwish-ის ყოფილი ვოკალისტი, რომელიც მან დააარსა 1996 წელს Tuomas Holopainen-ს და
Erno Vuorinen-სთან ერთად.

ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

ჯგუფის რთული და სწრაფი გიტარის და ტარიას კლასიკური ხმის კომბინაციამ მათი პოპულარობა
განაპირობა. ჯგუფიდან ტარია გაათავისუფლეს 2005 წლის 21 ოქტომბერს პირადი მიზეზების გამო.
მან 2006 წელს დაიწყო სოლო კარიერა, ამავე წელს მან გამოუშვა საშობაო ალბომი Henkäys
Ikuisuudesta.
2007 წელს ტარიამ My Winter Storm გამოუშვა, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს
მოიცავდა. 2010 წელს ტარიას მესამე სოლო ალბომი What Lies Beneath გამოვიდა .
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

სოლო კარიერა:

ალბომები

Henkäys Ikuisuudesta (2006)
My Winter Storm (2007)
What Lies Beneath (2010)
მომავალი ალბომი (2013)


სინგლები:

You Would Have Loved This (2006)
I Walk Alone (2007)
Die Alive (2008)
Enough (2009)
Falling Awake (2010)
I Feel Immortal (2010)
Until My Last Breath (2010)

Underneath (2011)
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

Nightwish-თან ერთად

ალბომები

Angels Fall First (1997, Spinefarm)
Oceanborn (1998, Spinefarm)
Wishmaster (2000, Spinefarm)
Century Child (2002, Spinefarm)
Once (2004, Nuclear Blast)


სინგლები

The Carpenter (1997)
Sacrament of Wilderness (1998)
Passion and the Opera (1998)
Walking in the Air’‘ (1999)
Sleeping Sun (Four Ballads of the Eclipse)’‘ (1999)
The Kinslayer (2000)
Deep Silent Complete (2000)
Ever Dream (2002)
Bless the Child (2002)
Nemo (2004)
Wish I Had an Angel (2004)
Kuolema Tekee Taiteilijan (2004)
The Siren (2005)
Sleeping Sun (2005)

ტარია ტურუნენი/Tarja Turunen

ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen
ტარია ტურუნენი/Tarja Turunen










Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top