;

16 March 2012      anna_ anna     Views 7436    
Category: Stars



ჯულია რობერტსმა აიშვარია რაის მსოფლიოს ულამაზესი ქალი უწოდა. შემდეგ კანის ფესტივალზე ინდოელი მსახიობი უკვე ჟიურის წევრად მოგვევლინა. მისი სახე რეგულარულად ჩნდება პრესტიჯული ჯურნალების ყდაზე დავ პოპულარული ჯურნალების მიერ ჩატარებულ რეიტინგების სათავეებში ექცევა მისი ბუნებრივი სილამაზის წყალობით. იშვარია პირველი ინდოელი ვარსკვლავია, ვისი ცვილის ფიგურაც ამშვენებს მადამ ტიუსოს მუზეუმს.


Aishvarya Rai
აიშვარიას ფილმის 'სამარადისოდ შენი' რეჟისორი ბოლივუდის მეგავარსკვლავი სალმან კხანი იყო, ცნობილი მექალთანე. მის ხიბლს ვერც აიშვარიამ გაუძლო, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. პრესაში ინდოეთისთვის სენსაციური ამბავი გამოქვეყნდა - აიშვარია და სალმანი ერთად ცხოვრობენ! ჟურნალისტებმა ისინი ინდური კინოს ულამაზეს წყვილად დაასახელა, მაგრამ ამ მოჩვენებით კეთილდღეობისა და ჰარმონიის უკან აიშვარიას დარდი და ტკივილი იმალებოდა. მისი თავქარიანი შეყვარებული ყოველ ნაბიჯზე ღალატობდა, თანაც ძლიერ ეჭვიანი გახლდათ და აიშვარიას სრულიად უმიზეზოდ ცემასაც არ აკლებდა. ყველაზე მეტად სალმანი იმან გაამწარა, რომ ქალიშვილს მშობლებმა უარი უთხრეს გათხოვებაზე. ინდური ტრადიციის თანახმად მშობლების ნებართვის გარეშე ქორწინება არ შედგება. როგორც ყოველთვის, სალმანმა ამჯერადაც ჯავრი აიშვარიაზე იყარა და სასტიკად სცემა. ქალს მოთმინების ფიალა აევსო, სალმანს დაშორდა და ყველა პროექტზე უარი განაცხადა, სადაც მასთან ერთად სალმანსაც უნდა ეთამაშა.



აშივარიას მის ამჟამინდელ მეუღლე აბიშეკ ბაჩანთან ერთად მრავალ ფილმში მიუღია მონაწილეობა,
რომელიც ცნობილი და დაფასებული ინდოელი მსახიობია. ამიტაბჰ ბაჩანი შვილი. Aishvarya Rai ერთამეთი 1997 წელს გაიცნეს, მაშინ აიშვარია სალმანს ხვდებოდა. აიშვარია და აბიშეკმა ერთად რამოდენიმე ფილმში ითამაშეს. მათ შორის "სიმამრ" ამიტაბჰთან ერთადაც, თუმცა კი რომანის გაბმაზე მაშინ აიშვარია არც კი ფიქრობდა.

აბიშეკმა და აიშვარიამ 2007 წელს გამოაცხადეს თავიანთი რომანის შესახებ და ყველა ტრადიციის დაცვით დაინიშნენ. ინდოეთი აღფრთოვანებით შეხვდა ასეთ ღირსეულ ქორწინებას. ქორწილი 2007 წლის აპრილში გაიმართა ჰინდუს და ბანტის ტრადიციების დაცვით. Aishvarya Rai

2009 წელს ინდოეთის მთავრობამ საპატიო Padma Shri ჯილდო გადასცა გაწეული დამსახურებებისთვის.
2011 წელს გოგონა შეეძინა, რომლის დაბადებაც ბაბუამ აბიშეკმა დაადასტურა თვითერის საშუალებით. გოგონა სახელია Aaradhya.




Aishvarya Rai

აიშვარია თავაუღებლად შრომობდა. მას განუწყვეტლივ იღებდნენ ფილმებში და არა მარტო ინდოელი რეჟისორები. სილამაზესთან ერთად აიშვარიას ღმერთმა ძლიერი ნებისყოფის უნარიც მიანიჭა. სამუშაოს გამო არაერთხელ გაიღო მსხვერპლი, რაც სასიცოცხლო რისკთანაც იყო დაკავშირებული. მიუხედავად უზარმაზარი ჰონორარებისა, ბოლივუდელი ვარსკვლავები სახიფათო ეპიზოდებში თავად თამაშობს, დუბლიორის გარეშე. თუმცა კი ეროტიულ სცენებზე მკაცრ უარს ამბობს და დუბლიორის გამოყენებასაც კრძალავს.
Aishvarya Rai
არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ჟურნალისტის შეკითხვას - გსურს თუ არა ჰოლივუდში გადაღება, იგი მორცხვად პასუხობდა

"არ მგონია ინდოელი ქალი საჭირო გახდეს ამერიკული კინოსთვის"
ახლა კი თამამად აცხადებს "მე მათ კიდევ ვაჩვენებ რა შეუძლია სამხრეთულ ტემპერამენტს"






Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top