;
16 მარტი 2012      Britain     69 კომენტარი     ნანახია 5946-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

როკი - მუსიკის პოპულარული ჟანრია, რომელიც ძირითადად 1960-იანების შემდეგ განვითარდა განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები1940-50 იანი წლების როკ 'ნ' როლში აქვს. როკ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ქანთრიმ და R&B-მ. მუსიკალურად, როკის მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დრამი.


როკ სამყარო


პოპის მსგავსად, სიმღერების ტექსტი ხშირად ასახავს რომანტიულ სიყვარულს, მაგრამ ზოგიერთ მათგანში მოიხსენიება სხვა, სრულიად განსხვავებული თემები. როკში უფრო დიდი აქცენტია გაკეთებული ლაივ შესრულებაზე ვიდრე პოპ მუსიკაში. 1960-იანი წლების ბოლოს გამოიკვეთა როკის ძირითადი ქვეჟანრები - ბლუზ როკი, ფოლკ როკი, ქანთრი როკი და ჯაზ როკი. დროთა განმავლობაში შეიქმნა დღესდღეობით ძალიან პოპულარული და დაფასებული ჯგუფები - ნირვანა, განზ 'ნ' როუზი, ბიტლზი, პინკ ფლოიდი, ქუინი, როლინგ სტოუნზი. დიფ ფარფლ და კიდევ უამრავი სხვა.


როკ სამყარო

დღევანდელ მსოფლიოში, როკის მოყვარულები გასულ საუკუნეში მოღვაწე ჯგუფებს მისტირიან, სხვები კი ამტკიცებენ რომ დღევანდელ როკ მუსიკოსებსაც შეუძლიათ რამე ახლის და დასაფასებლის შექმნა. სანამ თანამედროვე ჯგუფებს განვიხილავთ, ძველები გავიხსენოთ.

Nirvana


1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის გამოშვების წყალობით, ნირვანამ ფეხი შედგა როკის უდიდეს სამყაროში.1989 წელს ნირვანამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach.1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს.
Nirvana-ს პოპულარობა ყოველ წამს იზრდებოდა. მათ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს. ჯგუფს დადებითად აფასებდნენ კრიტიკოსებიც. ბიჭების ფანების რაოდენობა მილიონებს აჭარბებდა. ნირვანას სოლისტის, კურტ კობეინის გარდაცვალებამ 1994 წელს, მსოფლიო მუსიკალური (და არამარტო) სამყარო შეძრა. ყველა შეშფოთებული იყო. მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსი...მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია.. ნირვანამ მოღვაწეობა შეწყვიტა. მაგრამ ლეგენდები არასდროს კვდებიან ასე რომ, ნირვანასებური სულისკვეთება ნამდვილი მუსიკის დამფასებლებს ახლაც აქვთ გულში.

როკ სამყარო

როკ სამყარო

Guns 'n' Roses

განზ 'ნ' როუზი 1985 წელს ლოს ანჟელესში ჩამოყალიბდა. ესაა ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი აქვს გაყიდული. მათმა პირველმა ალბომმა, გამოსვლის დღიდანვე დაიკავა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში.
ჯგუფის განსხვავებულმა და უნიკალურად ინდივიდუალურმა სტილმა, ხელი შეუწყოტ დაეპყროთ 80-იანების ჰარდ როკი. განზ 'ნ' როუზმა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა.
როკ სამყარო

როკ სამყარო

The Beatles

1960 წელს ოთხმა ბრიტანელმა ბიჭმა ჩამოაყალიბა როკ ენ როლ ჯგუფი. ოთხივე ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან იყო,
ოთხივეს ერთი და იგივე ოცნება ჰქონდა და ოთხივეს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ ცხოვრებაში. ბითლზი დღესაც კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარისგან, გასული საუკუნის მუსიკაში დიდი გარდატეხა მოახდინა. ბითლომანია ძალიან ცოტა ხანში მთელ მსოფიოს მოედო. 1963 წელს ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 1966 წლამდე აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლიდან 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. ჯგუფის ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. 1980 წელს ჯონ ლენონი ნიუ-იორკში მოკლეს. 2001 წელს გარდაიცვალა ჯორჯ ჰარისონი. მათმა გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. დღესდღებით ბითლზის ორი წევრი მაკარტნი და სტარი მოღვაწეობენ მუსიკალურ სამყაროში. მიუხედავად ჯგუფის დაშლისა, ბითლზი დღემდე პოპულარულია, მათ უდიდეს ღვაწლს ყველა აღიარებს. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჯგუფად. ბითლზი მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია.

როკ სამყარო

როკ სამყარო

Pink Floyd

პინკ ფლოიდი ასევე ინგლისური როკ-ჯგუფია რომელიც 1965 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი. ჯგუფი დღესაც დიდი პოპუარობიტ სარგებლობს. თავიდან ჯგუფში შედიოდნენ სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. მოგვიანებით, სიდ ბარეტმა ჯგუფი დატოვა მისი გაუარესებული გაუარესებული გონებრივი მდგომარეობის გამო. ბარეტი სიმღერების მთავარი ავტორი გახლდათ, მისი წასვლის შემდეგ სიმღერების წერა უოტერსმა დაიწყო.1985 წელს 'პინკ ფლოიდი' როჯერ უოტერსმაც დატოვა. დარჩენილმა გილმორმა და მეისონმა განაგრძეს (რაიტის დაბრუნების შემდეგ) მუსიკალური მოღვაწეობა "პინკ ფლოიდის" სახელით. რაზეც უოტერსი გაღიზიანდა და მათი მისამართით სარჩელი შეიტანა სასამართლოში. განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი... დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“.

როკ სამყარო

როკ სამყარო

Rolling Stones

როლინგ სტოუნზი ინგლისური როკ-ჯგუფია. ჩამოყალიბდა 1962 წელს, თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ - ბრაიან ჯონსი, იენ სტიუარტი, მიკ ჯაგერი,
ით რიჩარდსი, ბილ უაიმენი და ჩარლი უოტსი. ჯაგერი და რიჩარდსი იყვნენ სიმღერების ავტორები. 1969 წელს, ბრაიანმა გიტარის ინტერესი სრულებით დაკარგა. მსოფლიო მუსიკაში მისი წვლილი მცირდებოდა. მოგვიანებით ჯონსმა დატოვა ჯგუფი, მის მაგივრად "როლინგ სტოუნზ" - ში მიკ ტეილორი მოვიდა. თუმცა არც ტეილორი დარჩენილა ჯგუფში ბოლომდე. იგი 1974 წელს კოლექტივიდან წავიდა. ჯგუფის პოპულაროა იზრდებოდა როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში.მსოფლიოს მასშტაბით მათ მიერ გაყიდული დისკების რაოდენობა 200 მილიონს აღემატება. რეიტინგების მიხედვით, ბილბორდში ჯგუფი იკავებს რიგით მეორე ადგილს ყველაზე წარმატებული ჯგუფების სიაში.უდაოა რომ როლინგ სტოუნზმა შექმნა უდიდესი ეპოქა მუსიკის ისტორიაში.

როკ სამყარო

როკ სამყარო

გასული საუკუნის ჯგუფებს რათქმაუნდა სრულად არა მაგრამ გარკვეულ წილად მაინც გადავხედეთ. ახლა კი განვიხილოთ 21-ე საუკუნის როკ-ჯგუფებს...თინეიჯერების ნაწილისთვის ისინი კერპები არიან, დანარჩენები კი მათ ნიჭიერებას სრულიად უარყოფენ.

The Pretty Reckless

The Pretty Reckless არის ამერიკული ალტერნატიულ როკში მოღვაწე ბენდი. ამჟამინდეი წევრები არიან ტეილორ მომსენი, ბენ ფილიპსი, მარკ დემონი და ჯემი პერკინსი. მათი პირველი სადებიუტო ალბომი გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა. ტეილორის სტილს უამრავი თინეიჯერი მისდევს. დღეს ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კრიტიკოსების აზრი ორადაა გაყოფილი. ჯერ არავინ იცის დატოვებს თუ არა კვალს The Pretty Reckless კვალს მუსიკალურ სამყაროში.
როკ სამყარო

როკ სამყარო

Muse

მიუზი 1994 წელს ჩამოყალიბდა ინგლისში. მისი წევრები სკოლის ჯგუფებში უკრავდნენ. შემდეგ ერთად შეიკრიბნენ და შექმნეს ჯგუფი რომელსაც თავიდან სხვადასხვა სახელი, საბოლოოდ კი მიუზი შეურჩიეს. გასულ საუკუნეში ჯგუფი წარმატებით მოღვაწეობდა მაგრამ მსოფლიო აღიარება 2003 წელს გამოსული ალბომი Absolution - ით მოიპოვა. 2008 წელს დემო–კასეტა Newton Abbot Demo Tape გამოვიდა, რომელშიც 1996 –97 წლების პერიოდის მუსიკაა ჩაწერილი. 2009 წელს კი გამოვიდა ალბომი The Resistance რომელმაც ჯგუფის პოპულარობა ერთი ორად გაზარდა.
როკ სამყარო

როკ სამყარო

Coldplay

ქოლდფლეი ესაა ინგლისური როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარება დაიმსახურა 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“. ჯგუფის წევრები არიან კრის მარტინი, ჯონი ბაკლენდი, გაი ბერიმენი და უილ ჩემპიონი. ქოლდფლეის მსოფლიო მასშტაბით ალბომების 30 მილიონამდე ასლი აქვს გაყიდული. ჯგუფის ადრეულ ნამუშევრებს ადარებდნენ რედიოჰედის შემოქმედებას. ქოლდფლეი მხარს უჭერს სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, მათ შორის, ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
როკ სამყარო

როკ სამყარო

Linkin Park

ლინკინ პარკი ამერიკული როკ-ჯგუფია.დაარსდა 1996 წელს ლოს-ანჯელესში. ჯგუფის შიგნით პირადი კონფლიქტების გამო ბენინგტონმა მისი დატოვება გადაწყვიტა. 1999 წელს, უორნერ ბრაზერსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჯგუფის სახელი შიცვალა, არსებობდა წინადადება რომ მისთვის დაერქმიათ ლინკოლნ პარკი, რადგან ჯგუფს ყოველ დღე უხდებოდა ლინკოლნ პარკის წინ გავლა, მაგრამ რადგან დომენი lincolnpark.com უკვე არსებობდა და ჯგუფი მის ყიდვას ვერ შეძლებდა. ასე რომ, ლინკოლნი შეცვალეს ლინკინით. ასე გაჩნდა მისი დღევანდელი სახელწოდება. 2003 წელს აბლბომი Meteora-ს გამოშვების პირველივე კვირას, მისი 810 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2004 წელს MTV-ს მოთხოვნით მათ დაიწყეს თანამშრომლობა ჯეი-ზისთან და მათი ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად გამოვიდა ალბომი Collision Course. ლინკინ პარკი დღესაც არ კარგავს პოპულარობას, პირიქით მას ყოველდღიურად ემატება თაყვანისმცემლები
.

როკ სამყარო

როკ სამყარო

კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

69


  • DarkPassionPlay თქვა:
    26 ივლისი 2014 23:44 - ID: 69,
    ბოლო 4 ჯგუფს არ ვიმჩნევთ

  • momsenbitch თქვა:
    23 აგვისტო 2013 18:46 - ID: 68,
    რაკაი სტატიაა ^_^ love

  • zizi თქვა:
    6 ივნისი 2013 12:39 - ID: 67,
    VgijDeeBii ♥♥
    YvelazeEee MaagReebii AriiaNnn
    VabbShee YveLaPersss JoBiaa Rock ^_^

    LeEeGeNDeeBii AraSdRoosss KvdeBiaaAaaNNNNN .. !!!! :)))

  • Anch_Bey თქვა:
    23 ივნისი 2012 16:59 - ID: 66,
    ხალხოოოოო, აქ ქოლდფლეი უნდა იყოს და დიფ ფარფლი და ზეპელინი არაა? თფუუუუუუუ

  • Anch_Bey თქვა:
    22 ივნისი 2012 20:29 - ID: 65,
    დაითვალე შენი ასაკი მეგობრებით,და არა წლებით.დაითვალე შენი ასაკი ღიმილით, და არა ცრემლებით

  • Lela ) თქვა:
    21 მაი 2012 19:36 - ID: 64,
    ვაიმეე მიუზიი გავაფრეენ ყველას ჯობიიაა!!! ♥♥♥♥

  • Muse(Dea) თქვა:
    17 მაი 2012 19:15 - ID: 63,
    ჩემიი მიუუუსიიი love ჩეემიიიიი ყველას მირჩევნიია ^_^

  • D-) თქვა:
    14 აპრილი 2012 13:21 - ID: 62,
    ვერ გავუგე ამ რიკს და რა ვქნა

  • artist10 თქვა:
    14 აპრილი 2012 11:38 - ID: 61,
    love love

  • anuka-gaga თქვა:
    8 აპრილი 2012 12:09 - ID: 60,
    მე Red Hot Chilli Pepers -ზე ვგიჟდებიი... love

  • annita.... თქვა:
    21 მარტი 2012 17:38 - ID: 59,
    მადლობა ავტორო ასეთი კარგი ნიუსისთვის! <3 სამწუხაროა რომ დღეს უმეტესობა მაინც პოპს უსმენს, როკს აი არაფერი მირჩევნია <3 ლედ ზეპელინი ნირვანა <3

  • _somebody_ თქვა:
    18 მარტი 2012 22:13 - ID: 58,
    nirvana, guns n roses love და საერთოდაც როკიი love მიყვარს love

    30sTm უნდა ყოფილიყო fellow კიდევ ლეგენდარული Rammstein love

  • T_T.amuna თქვა:
    18 მარტი 2012 14:20 - ID: 57,
    mari)),
    :))) ყველა კაია

  • marskilljoy თქვა:
    18 მარტი 2012 00:35 - ID: 56,
    კაი იყო მაგრამ ჩემი მარსი არ უნდა გამოგრჩენოდა:)coldplays aq ra unda, roca led zeppelinebi da aseti legendaruli jgpebi gamotove

  • Britain თქვა:
    17 მარტი 2012 22:41 - ID: 55,
    ხო ხვდებით რო ყველას ვერ ჩავატევდი? თან აღვნიშნე კიდეც რომ სრულად ვერ გადავხედეთთქო!

  • Greene თქვა:
    17 მარტი 2012 17:16 - ID: 54,
    აქ 30 Seconds To Mars-იც უნდა ყოფილიყო ;ხხ ეს რაა ჯანდაბაა :ხ

  • happy-dreamer თქვა:
    17 მარტი 2012 17:08 - ID: 53,
    ბევრი აკლია,ზეპელინები,ქუინი,ეისიდისი,ბონ ჯოვი,იგლეზ,ჰელოუინი და რავი კიდევ ბევრი.. ფრეტი რექლეს კიდევ რა შუაში იყო..

  • krusuna თქვა:
    17 მარტი 2012 13:15 - ID: 52,
    მე Eagles-ს დავამატებდი და Queen-ს :)) The Beatles ჩემი ხოჭოები wink love

  • Xatia_00 თქვა:
    17 მარტი 2012 11:34 - ID: 51,
    სამყარო რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია..რატომ გამოტოვე ბევრიი?? მაინც ძალიან კარგი იყოო :** love love

  • Effy თქვა:
    17 მარტი 2012 00:21 - ID: 50,
    ჩემი სამყარო.
    ლედ ზეპპელინი რატო გამოგრჩა/გამოტოვე ვერ ვხვდები ოღონდ no

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top