;

22 March 2012      lady_tamo     Views 12366    
Category: Stars

რიანა და ეშტონ კატჩერი ერთად არიან?

ვრცელდება ჭორები რიანასა და ეშტონის რომანზე

რიანასა და ეშტონ კატჩერს ბევრი საერთო აქვთ: ორივე მათგანის პირადი ცხოვრება გახდა ფართო საზოგადოების განხილვის თემა, მათ შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა, რომლებიც ისევ და ისევ პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა, რიანამ განიცადა მტკივნეული (ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით) დაშორება კრის ბრაუნთან, არანაკლებ სკანდალური იყო დემი მურისა და ეშტონ კატჩერის დაშორებაც.

გუშინ, 21 მარტს რიანა დააფიქსირეს დილის 4 საათზე ლოს-ანჟელესში მდებარე ეშტონ კატჩერის სახლის დატოვებისას, რამაც ბუნებრივია, ეჭვები აღძრა.

რიანა და ეშტონ კატჩერი ერთად არიან?

სულ ახლახანს ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ რიანამ აპატია კრის ბრაუნს წარსულის შეცდომები და ისინი ურთიერთობის განახლებას აპირებდნენ, თუმცა იმ ფაქტმა, რომ რირი დილის 4 საათზე ეშტონის სახლს ტოვებდა, სულ სხვა ჭორები წამოწია წინა პლანზე.

რიანა და ეშტონ კატჩერი ერთად არიან?


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 6 7 8 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top