;

24 March 2012      janejanejane     Views 3180    
Category: Stars



EDWARD NORTON
Shy Guy In Hollywood

დაიბადა 1969 წლის 18 აგვისტოს, ამერიკაში.
სწავლობდა YALE-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მისი ძირითადი პროფესია - ისტორია იყო.
2-ჯერ ცადა უნივერსიტეტის თეატრალურ კლასში მოხვედრა, თუმცა ორივეჯერ დაიწუნეს და ერთხელ იეილის დრამის სკოლის კასტინგზეც გავიდა თუმცა იქიდანაც გამოუშვეს. ამბობს, რომ მსახიობობა სიმორცხვის დაძლევისთვის უნდოდა.

მისი პირველი ფილმი არის Primal Fear, რომელიც თავდაპირველად დიკაპრიოსს შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა. ედვარდმა 2000 სხვა მონაწილეს აჯობა და როლზე დაამტკიცეს. პირველ ფილმს მოყვა პირველი ოქროს გლობუსი და ასევე ოსკარის ნომინაციაც.

ამ წარმატების შემდეგ მონაწილეობას იღებს ფილმებში : Rounders, ვუდი ალენის Everyone Says I Love You
და The People vs. Larry Flynt .

1998 წელს გამოდის ფილმი AMERICAN HISTORY X
და ედვარდს მეორეჯერ წარადგენენ ოსკარზე.
და რა თქმა უნდა მისი გენიალური როლი, ასევე გენიალურ ფილმში "FIGHT CLUB".

< ის არ ეწევა სიგარეტს და სასტიკად ეწინააღმდეგება სიგარეტის მოწევას ფილმებში.
< მიუხედავად იმისა რომ მან უარი განაცხადა სიგარეტის მოწევაზე ფილმისთვის Rounders,
მაინც ეწევა ფილმში "FIGHT CLUB".
< Fight Club-ის სცენა სადაც ის და ბრედ პიტი მთვრალები არიან სინამდვილეა, ისინი რეალურად არიან მთვრალები.
< ბრედ პიტთან ერთად ის ბოქსის გაკვეთილებზე დადიოდა.
ორივე მათგანმა რეალურად ისწავლა საპნის დამზადება :D





2000 წელს გადაიღო ფილმი Keeping the faith, რომელიც დედამისს მიუძღვნა.
ფილმში 25-ე საათი(25th hour), თქვენ ევარდთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ დავით უჩანეიშვილი.



ედვარდი ცოტა ხნის წინ დაინიშნა ამ ქალბატონზე, რომელსაც ზედა სურათში ხედავთ.







Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top