;

5 April 2012      Ann_J     Views 4021    
Category: Stars

☁ birdy Composition ☂

მორცხვი გოგონა ოქროსფერი თმითა და ქათქათა ნაზი კანით -ის ცოტათი მაინც თუ განსხვავდება ბრიტანელი თანატოლებისაგან, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს რომ, ამ გოგონამ 15 წლის ასაკში იმაზე გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მის გარშემო მყოფმა უფროსებმა მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. 2011 წლის 7 ნოემბერს მან მსოფლიოს აჩუქა თავისი პირველი მუსიკალური ნამუშევარი.

ჟასმინ ბან დენ ბოგაერდი - სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Birdy, არის ახალგაზრდა უნიჭიერესი, ბრიტანელი მუსიკოსი. ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში Open Mic UK 2008 წელს. მაშინ ის იყო 12 წლის. მან შეასრულა ბონ ივერის «Skinny Love» მისებური ვერსიით, რის შემდგომაც ამ სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი ბრიტანეთის ჩარტებში.
☁ birdy Composition ☂

ბიორდი დაიბადა 1996 წლის 15 მაისს ლიმინგტონში. მისი დედა იყო საკონცერტო პიანისტი, სწორედ ამიტომ ბიორდი უკვე 6 წლის ასაკში უკრავდა ფორტეპიანოზე, ხოლო 7 წლისამ დაიწყო მუსიკის შექმნა. ის სწავლობდა ლიმინგტონის ხელოვნების სკოლაში. სკოლა სპეციალიზირებული იყო სპექტაკლებსა და სახვით ხელოვნებაზე. ბიორდი ხშირად გამოდიოდა და უკრავდა ფორტეპიანოზე.

ჟასმინის სადებიუტო ალბომი შედგება 10 სხვადასხვა ქავერ ვერსიისგან. შესრულებული აქვს ისეთი ცნობილი შემსრულებლებისა და მომღერლების სიმღერები,რომლებიცააა : ბონ ივერი, The xx და ჩერი გოსტი. ყველა ინდი როკ ბენდის ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი, ახალგაზრდა გოგონას ვოკალმა. გარდა იმისა რომ ბიორდი გამოირჩევა არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნებით, მას ასევე აქვს შთამბეჭდავი ვოკალური შესაძლებლობები..
☁ birdy Composition ☂

მისი ქავერ ვერსია სიმღერაზე “Skinny Love” გახდა სენსაცია საიტ "Last.fm"-ის ვიზიტორებისათვის. საიტმა მისი სახელი შეიტანა " ყველაზე პერსპექტიული შემსრულებლების" სიაში. ამის შემდეგ მისი მსმენელების რიცხვმა ელვის სისწრაფით დაიწყო ზრდა. მაგრამ ნამდვილი წარმატება მოვიდა მას შემდეგ, როდესაც ეს სიმღერა იქნა ამორჩეული "ვამპირის დღიურების" საუნდრეკად. ბიორდის კომპოზიციამ მიაღწია მოულოდნელ შედეგებს და დაიკავა ღირსეული ადგილი ინგლისის 20-ეულის ტოპ ჩარტებში. რის შედგომაც სიმღერა უფრო პოპულარული გახდა. მუსიკის ახლანდელი ვერსია გახდა უფრო პოპულარული ვიდრე თავდაპირველი.





მეორე სინგლი გახდა “Shelter”-ი. ლონდონის როკ ჯგუფის The xx-ის ცნობილი ჰიტი. ამ სიმღერას ისევე როგორც Skinny Love- ს ერგო პატივი გამხდარიყო "ვამპირის დრიურების" ოფიციალური საუნდრეკი. Shelter-მა რადიოში უფრო მოკძალებული შედეგები აჩვენა, თუმცა გამოავლინა ბიორდის უნაზესი ხმა.



ამავე წლის ოქტომბრის ბოლოს, საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნა მესამე სინგლი სახელწოდებით “People Help People”. . გასაკვირია მაგრამ სიმღერამ ოფიციალურ პრემიერამდე, მიიღო მაღალი შეფასება. ასეცე ეს მუსიკა თითოეულ მსემენელს აიძულებს დაფიქრდეს ცხოვრებისეულ ღირებულებეზე.



ასევე ბიორდის კომპოზიციის განხილვისას, მე არ შემიძლია ყურადღება არ მივაქციო ბიორდის ყველაზე ორიგინალურ სიმღერას "White Winter Hymnal" . ამ მუსიკით ბოირდი სულ რაღაც ორ წუთსა და 14 წამის განმავლობაში ახერხებს დამუხტოს მსმენელი პოზიტიური ემოციით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის სიმღერა საუკეთესო მუსიკალური თანხლებით



ერთადერთი სიმღერა “Without A Word” რომელიც თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ჟასმინს გახდა ამაღელვებელი, გულის ამაჩუყებელი, და გულში ჩამწვდომი ბალადა. ბრწყინვალედ დაწერილი ტექსტი და ექსპერტულად შესრულებული სიმღერა გახდა ალბომის თვალი. თითქოს ჯასმინი ცხოვრობს მის თითოეულ სიტყვას. რა თქმა უნდა ეს არის ალბომის ყველაზე ემოციური სიმღერა. ის არის სავსე სიყვარულით, ტკივილითა და იმედით. ბიორდიმ სწორედ ამ სიმღერის საშუალებით გვიჩვენა მისი არაჩვეულებრივი ხმის ძალა.



ბიორდის 15 წლის ასაკში ჩაწერილი აქვს ძალიან სერიოზული ალბომი. ბევრი ვარსკვლავისაგან განსხვავებით ბიორდი თავისი მუსიკალური კარიერის დასაწყისში პოპულარული არ გამხდარა სექსუალურობითა და პროვოკაციული სიმღერების ტექსტებით. ჩვენს წინაშე არის წმინდა შემოქმედება. არ შეიძლება არ შეგიყვარდეს მისი ცოცხალი და წმინდა ხმა!


☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂
☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂

☁ birdy Composition ☂
☁ birdy Composition ☂
☁ birdy Composition ☂
☁ birdy Composition ☂


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top