;
7 აპრილი 2012      ANGEL     24 კომენტარი     ნანახია 11032-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

შვილად აყვანა თუ გაშვილება ახალი ამბავი არ არის, თუმცა დღეს ეს უფრო გახსნილი თემაა
და სტერეოტიპების ნგრევას ხელი შეუწყო იმ მრავალმა სელებრითმა, რომელთაც აქტიურად დაიწყეს შვილების აყვანა მრავალი მიზეზისდა გამო, თუმცა მთავარი მიზეზი კი ერთია, მათ სურთ გახდნენ მშობლები!

თუმცა ჩვენ არა ამ თემას შევეხებით, არამედ... ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავად ნაშვილები არიან! ეს თემა ძალიან პირადულია, თუმცა ისინი დღეს თავისუფლად გვიზიარებენ თავიანთ ისტორიას, რათა ანახონ სხვა ბავშვებს, რომ მათ გამოიყენეს ახალი მშობლებისგან ბოძებული ის ერთი შესანიშნავი შანსი - ყოფილიყვნენ ღირსეული შვილები ან... იბრძოლეს და დამოუკიდებლად მიაღწიეს წარმატებას.



იღბლიანი მშობლები!

ფეიტ ჰილი - ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამერიკელი ქანთრი მომღერალი მისისიპიში იშვილეს როდესაც ჩვილი იყო. 1990 წელს დაიწყო ბიოლოგიური მშობლების ძიება და იპოვა დედა, რომელსაც ერთხელ შეხვდა. ფეიტის მეუღლეა ტიმ მაკგრიუ, რომელიც სანახევროდ ნაშვილებია. (ასევე ქანთრი მომღერალი) მისი მამა ცნობილი ბეისბოლისტი ტაგ მაკგრიუა, თუმცა ეს მხოლოდ 11 წლისამ აღმოაჩინა. ტაგი უარყოფა მის მამობას, სანამ ტიმი 19 წლის არ გახდა და აშკარა არ იყო მამა-შვილს შორის მსგავსება. ფეიტი და ტიმის მუსიკალური ტურნე ქანთრი ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან და წარმატებულ ტურად ითვლება.



იღბლიანი გოგონა

ნიკოლ რიჩი - გოგონა იმ იღბლიანთა სიაშია, რომელიც მილიონერი მემკვიდრეა! ცნობილმა მომღერალმა ლაიონელ რიჩმა და მისმა მეუღლემ ნიკოლი იშვილეს როდესაც ის 3 წლის იყო. გოგონას მამა პიტერ მაიკლ ესკოვედო ლაიონელის ბენდის წევრის მუსიკოსი იყო, ნიკოლის ბიოლოგიურ დედასთან ერთად მათ გოგონას აღზრდა ვერ შეძლეს და გაშვილება გადაწყვიტეს, სწორედ ეს შანსი არ გაუშვა ლაიონმა და ნიკოლი იშვილა. ნიკოლის ნათლიები მაიკლ ჯექსონი და ქუინსი ჯონსი გახდნენ. ოფიციალურად შვილად აყვანა მაშინ გაფორმდა, როდესაც ნიკოლი 9 წლის იყო.



მრავალფეროვანი ხედვის ჩამოყალიბება

ჯონ ლენონი - იზრდებოდა დეიდა და ბიძასთან, რადგან მშობლებს არ ქონდათ საშუალება აღეზარდათ შემდგომში The Beatles -ის ლეგენდარული მუსიკოსი. ჯონი ინგლისში ომის პერიოდში დაიბადა, მაშინ, როდესაც მამამისი გემზე იყო. (მეზღვაური) და მას საერთოდაც ხშირად უწევდა მოგზაურობა. ჯონი ლივერპულში ცხოვრობდა დედასთან ერთად და პერიოდულად იღებდნენ მამის გზავნილს - ფულს, თუმცა 1944 წლის თებერვალს მასთან კონტაქტი გაწყდა 6 თვით და როდესაც დაბრუნდა მეუღლე ორსული დახვდა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია და ჯონიზე მზრუნველობა დეიდამ და მისმა მეუღლემ აიღეს, რომელთაც თავად არ ყავდათ შვილები. 5 წლის ჯონს მამამ მოაკითხა და ბლექპულში წაიყვანა თავისთან. მამას იდეაში ქონდა ჯონთან ერთად ახალ ზელანდიაში გაპარვა-გადასახლება. დედა ახალ მეუღლესთან ერთად დაედევნა მათ და ჯონს არჩევანის გაკეთება მოსთხოვა - დარჩებოდა მასთან თუ მამასთან. ჯონმა მამა აირჩია, თუმცა დედის ტირილის გამო საბოლოოდ დედას გაყვა. მამასთან კონტაქტი მხოლოდ 20 წლის შემდეგ აღადგინა. საბოლოოდ ჯონი მაინც დეიდა და ბიძასთან იზრდებოდა.

► ასევე ოჯახური გაუგებრობის გამო გააშვილეს ნელსონ მენდელა, ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
ედგარ ალან პო ცნობილი პოეტი, მწერალი და კრიტიკოსი, რომელიც მისტიკას ეტრფოდა ადრეულ ასაკში დაობლდა და მისი აღზრდა (არაოფიციალურად) ფრენსის და ჯონ ალანებმა იკისრეს.




გენიოსი და ნაყოფიერი საზრდო

სტივ ჯობსი - თანამედროვე ტექნოლოგიების გენიოსი 1955 წელს დაიბადა სან ფრანცისკოში და დაბადებისთანავე გააშვილა მარტოხელა დედამ. მისი მშობლები სტუდენტი გახლდნენ იმ დროისათვის. ბიოლოგიური მამა წარმოშობით სირიელი იყო - აბდულფატა ჯანდალი. სტივი პოლ რეინოლდს ჯობსმა და კლარა აკოპიანმა იშვილეს - სომეხ-ამერიკულმა ოჯახმა. პოლი ყოველთვის უარყოფდა შეკითხვას მის ე.წ. ნამდვილ მშობლებზე და მუდამ ამბობდა, რომ 1,000% -ით მისი მშობლები მხოლოდ და მხოლოდ ჯობსები იყვნენ. მოგვიანებით მისმა მშობლებმა გოგონა პატიც იშვილეს. ტექნიკისადმი დაინტერესება სწორედ მამის გავლენას უკავშირდება.



ცნობილია რომ მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც იქორწინეს და ეყოლათ გოგონა მონა (სიმპსონი - მონა ჯანდალი). მონა სტივის დაბადებიდან/გაშვილებიდან 2 წელიწადში გაჩნდა. ოჯახი მალევე დაინგრა. გასაოცარია, რომ მონაც სტივივით საკმაოდ წარმატებული პიროვნება გახდა. მონა მწერალია და ინგლისურის პროფესორია კალიფორნიის უნივერსიტეტში. მონა მრავალი ჯილდოს მფლობელია და მისი ნოველის Anywhere But Here მიხედვით 1999 წელს გადაიღეს ფილმი სუზან სარანდონის და ნატალი პორტმანის მონაწილეობით. ასევე წარმატებული კარიერით გამოირჩევა მათი დედა. სტივმა და მონამ ერთმანეთი მაშინ ნახეს, როდესაც სტივი 25 წლის იყო.



თვითდამკივრების დაუოკებელი სურვილი და აუცილებლობა!

მერლინ მონროს კი არ გაუმართლა მშობლებში. დედას არ შეეძლო ქალიშვილის აღზრდა. 6 წლამდე ბავშვთა სახლში იზრდებოდა, 6 წლისა დედამ წამოიყვანა და მასთან ერთად 7 წლამდე ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ვერ გაართვა თავი მის აღზრდას რადგან ფსიქიკური პრობლემები ქონდა და მერლინი ანუ ნორმა ჯინი კვლავ თავშესაფარში დააბრუნეს. როდესაც 11 წლის გახდა ოჯახის მეგობარ გრეის მაკენზისთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელმაც იშვილა. თუმცა გრეისი და მისი მეუღლე ფინანსურ პრობლემებს განიცდიდნენ და 15 წლის ასაკში მერლინი იძულებული გახდა გათხოვილიყო, ან დაბრუნებულიყო თავშესაფარში. მერლინი მისთხოვდა ბიჭს, რომელიც მას ეტრფოდა.



წარმატება დამოუკიდებლად

დები ჰერი - ანუ Blondie იშვილა წყვილმა ნიუ ჯერსიდან. 16 წლისას დებიმ - ქარიზმატულმა და მომხიბვლელმა გოგონამ დამოუკიდებლად ნიუ იორკში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც პირველ ხანებში ყველანაირი სამუშაოს შესრულება უწევდა თავის გასატანად: პლეიბოისთვის პოზიორობა თუ მიმტანობა... მალე მუსიკით დაინტერესდა და როდესაც გაიცნო კრის სტენი ერთად ჩამოაყალიბეს ჯგუფი Blondie.



ცუდი მაგალითი

► ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯოან კროუფორდი 4 ქორწინების მიუხედავად ბიოლოგიურად დედა ვერცერთხელ ვერ გახდა, ამიტომაც იშვილა რამოდენიმე ბავშვი. ერთერთი მათგანი იყო კრისტინა კროუფორდი, რომელიც 1940 წელს იშვილა. კრისტინა კროუფორდიც მსახიობი გახდა. მათი ოჯახის ისტორიები გამოშკარავდა მაშინ, როდესაც კრისტინამ დედის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვყენა წიგნი Mommie Dearest (1981), სადაც აღწერდა თუ როგორ ძალადობდნენ და რიყავდნენ მას და მის ძმას (ძმობილს) კრისტოფერს, რომლებიც ჯოანმა ანდერძშიც კი არ მოიხსენია. ეს ყოველივე ფილმადაც გადაიღეს და გამოაშკარავდა, რომ ჯოანი ფსიქიკურად მერყევი, ალკოჰოლიკი და მოძალადე გახლდათ შვილების მიმართ.



"სხვა" პრობლემები

► ახალი თაობის მსახიობებიდან ცნობილია, რომ ნაშვილებია ჰიტერ მატარაზო. მსახიობი ცნობილი ფილმიდან "პრინცესას დღიურები", სადაც ენ ჰეტეუეის პერსონაჟის საუეკეთესო მეგობრის ლილი მოსკოვიცის როლს ასრულებს. ჰიტერი ამერიკულ-იტალიურმა ოჯახმა იშვილა (გვარად: მატარაზო). თუმცა თავად წარმოშობით ირლანდიელია. ჰიტერის მძიმე ბავშვობა როგორც თავად ამბობს სრულიადაც არ უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ნაშვილები იყო. მის მთავარ პრობლემას მისი ორიენტაცია წარმოადგენდა - ჰიტერი ლესბოსელია

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

24


  • Brooklyn baby თქვა:
    27 აგვისტო 2014 17:18 - ID: 24,
    მონროს უმძიმესი ცხოვრება ქონდა... no

  • Ggvantsa თქვა:
    9 აპრილი 2012 19:35 - ID: 23,
    ლენონი love მონრო love

  • Mari.♫ თქვა:
    7 აპრილი 2012 16:23 - ID: 22,
    ნიკოლ რიჩზე ვიცოდი მარტო.
    საინტერესო იყო

  • Queen. თქვა:
    7 აპრილი 2012 15:45 - ID: 21,
    elenuca44,
    ნეტა,ერთი დიდი ამაბავი ლესბოსელი თუა lol

  • elenuca44 თქვა:
    7 აპრილი 2012 15:09 - ID: 20,
    ჰიტერი თუ ლესბოსელი იყო ეს ნამდვილად არ ვიცოდიიი belay

  • TeeAkoOoo თქვა:
    7 აპრილი 2012 14:58 - ID: 19,
    საინტერესო ისტორიებია :)

  • ბაჭია♥ თქვა:
    7 აპრილი 2012 14:47 - ID: 18,
    არ ვიცოდი ამათზე... recourse

  • amanda თქვა:
    7 აპრილი 2012 14:08 - ID: 17,
    ნიკოლ რიჩზე ვიცოდიი,დანარჩენებზე არა ,კარგი ნიუსია :) მერილინი შემეცოდა :(

    ხარებას გილოცავთ smile

  • kristi_ თქვა:
    7 აპრილი 2012 13:56 - ID: 16,
    ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანს რომელსაც ბავშვი ნაშვილები ჰყავს love გილოცავთ ბავშვებო love

  • ninikoo თქვა:
    7 აპრილი 2012 13:37 - ID: 15,
    მონრო love

  • aNaNo_O თქვა:
    7 აპრილი 2012 13:25 - ID: 14,
    მონროს უმძიმესი ცხოვრება რომ ქონდა ვიცოდი და აი ეხლაც დამტკიცდა.. :( ნაშვილები თუ იყო არვიცოდი
    ნამდვილი მშობლები ალბათ როგორ ნანობდნენ მერე.. ალბათ ზოგიერთი უკვე ცნობილ და მდიდარ შვილს მიადგებოდა და და მერე გაახსენდებოდა რომ მშობელი იყო :D თუმცა ყველაზე ვერ იტყვი რა თქმა უნდა !

  • demuka თქვა:
    7 აპრილი 2012 12:58 - ID: 13,
    salome55555,
    მეც გილოცავთ ყველას love

  • FuckYourMother თქვა:
    7 აპრილი 2012 12:40 - ID: 12,
    smile

  • QiQiTo:):) თქვა:
    7 აპრილი 2012 12:37 - ID: 11,
    სტივ ჯობსი smile

  • salome55555 თქვა:
    7 აპრილი 2012 11:49 - ID: 10,
    საინტერესო ნიუსია love ბავშვებო ხარებას გილოცავთ love love

  • D-) თქვა:
    7 აპრილი 2012 11:37 - ID: 9,
    love მერლინი

  • Kapa თქვა:
    7 აპრილი 2012 10:28 - ID: 8,
    feel

  • bichuna : ) თქვა:
    7 აპრილი 2012 10:21 - ID: 7,
    მერლინ მონრო როგორ უნდა გაეშვილებინათ wassat

  • SuSan-Anna თქვა:
    7 აპრილი 2012 10:16 - ID: 6,
    ვაააა მერლინ მონროზე ამას ვერც წარმოვიდგენდი! belay

  • Thamo თქვა:
    7 აპრილი 2012 09:35 - ID: 5,
    ლენონიი winked

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top