;
13 აპრილი 2012      TAMO _ ANGEL     19 კომენტარი     ნანახია 4471-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ANNA NICOLE SMITH


ანა ნიკოლ სმიტის ბიოგრაფია


ამერიკელი სუპერმოდელი და მსახიობი ანა ნიკოლ სმიტი (ვიკი ლინი ხოგანი-ვარსკვლავის ნამდვილი სახელი) დაიბადა ჰიუსტონის შტატში,ტეხასში 1967 წლის 28 ნოემბერს.მომავალი ვარსკვლავის ოჯახი ძალიან ჩვეულებრივი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო.მამა,დონალ იუჯინ ხოგანი იყო მუშა,ხოლო დედა,ვიჯი ტებერსი იყო ოფიცერი.ანას მშობლები შვილის გაჩენისთანავე გაშორდნენ ერთმანეთს.
მამა გაუჩინარდა,ხოლო დედამ,იმისათვის რომ მუშაობა შეძლებოდა, გოგონა თავის დეიდას,კეი ბეალს მიაშვილა დროებით.ვიკი ლინი დიდი სიამოვნებით ცხოვრობდა დეიდასთან ერთად და მას მეორე დედასაც კი უწოდებდა.სხვათაშორის,მას შემდეგ რაც გოგონა ცნობილი გახდა,მან მოძებნა მამამისი და ჟურნალისტებს გამოუცხადა,რომ მისით ძალიან ამაყობს.იუჯინმა კი თავის მხრივ,არყოფნის განმავლობაში 5 შვილის ყოლა მოასწრო.
ANNA NICOLE SMITH


გოგონა გარეკნიდან


22 წლის ასაკში ანა ნიკოლ სმიტმა მოიგო კონკურსი "გოგონა გარეკნიდან" და ის შეამჩნია თვით პოლ მარსიანომ,ბრენდ «GUESS»-ს პრეზიდენტმა.1992 წელს გოგონა გადაიღეს ამ მარკის სარეკლამო რგოლში,ხოლო ამის შემდეგ კი მან მონაწილეობა მიიღო სარეკლამო კამპანიებში-სან-ანტონიოში,ნიუ-იორკსა და მაიამიში.და ზუსტად ამ დროს გახდა ქერა გოგონა ცნობილი ანა ნიკოლ სმიტი.ფსევდონიმი ანა ნიკოლი იყო მოგონილი,ხოლო გვარი სმიტი კი მას ერგო პირველი ქმრისაგან.
«GUESS»-მა გოგონა ყველასათვის ცნობილ პერსონად აქცია.ამ სარეკლამო კამპანიის შემდეგ,გოგონა კიდევ ბევრ რეკლამაში გამოჩნდა.
1993 წელს ანა ნიკოლ სმიტმა მიიღო «Playboy»-ის გოგონას პრესტიჟული ტიტული.-ის გახდა <<წლის ყველაზე სექსუალური ქალი>>.უნდა აღვნიშნოთ,რომ გოგონას ფლეიბოის გარეკანზე გამოჩენის შესაძლებლობა ამ მოვლენამდე 1 წლით ადრეც ჰქონდა,თუმცა ბოლო მომენტში ანამ უარი განაცხადა და მიზეზად ავტო-ავარია დაასახელა.როგორც მოგვიანებით გაირკვა,ის მართლაც მოხვდა ავტო-ავარიაში და ის დაპატიმრეს კიდეც იმის გამო,რომ მანქანას ნასვამ მდგომარეობაში ატარებდა.
პირველი სამსახიობო გამოცდილება მან მიიღო 1994 წელს,როცა ითამაშა ტიმ რობინსონის კომედიაში "შიშველი თოფი 33 და 1/3".
90-ანი წლებიდან 2000 წლამდე ანა ნიკოლს მიჰყავდა საკუთარი შოუ და ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში.
1998 წელს მაყურებელმა იხილა ფილმი <<ანა ნიკოლ სმიტის საიდუმლოებანი>>.გოგონა ამ ფილმში არამარტო მსახიობის,არამედ სცენარისტის როლშიც კი მოგვევლინა.
ANNA NICOLE SMITH


სკანდალური მსუქანა



2002 წლის მიწურულს ანა ნიკოლ სმიტი უკვე სკანდალებში ცურავდა.საზოგადოება ძირითადად მის გარეგნობას განიხილავდა.ბრენდმა «GUESS»-მა და სხვა სააგენტოებმა,რომლებმაც ანა ნიკოლის სხეული გამოიყენეს თავის სარეკლამო აქციებში,გამოაცხადეს,რომ ანა ნიკოლ სმიტი არამარტო სავსე სხეულის მქონე გახდა,არამედ ნამდვილ მსუქანად გადაიქცა.სწორედ ამ მიზეზების გამო დატოვა ნიკოლმა თავისი შოუ.
ANNA NICOLE SMITH


პირადი ცხოვრება


სუპერმოდელი 3-ჯერ იყო გათხოვილი და 2 ბავშვი ჰყავდა.ანას პირველი მეუღლე იყო ბილი სმიტი,რომელიც პროფესიით მზარეული გახლდათ.ანამ მასთან ერთად იცხოვრა 1985-დან 1993 წლამდე.მან ის იაფფასიან რესტორნში გაიცნო.ახალგაზრდა მამაკაცი ამ რესტორანში მზარეულად მუშაობდა,ანა კი ქათმებს წვავდა.ისინი 1985 წლის აპრილში დაქორწინდნენ,8 თვის შემდეგ კი მათ შეეძინათ ბიჭი-დენიელ უეინ სმიტი.

(პირველ ქმართან და შვილთან ერთად)
ANNA NICOLE SMITH

ბიჭი მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა 2006 წლის სექტემბერში.მან შემთხვევით იმ წამლების ჭარბი დოზა მიიღო,რომლებითაც ის მკურნალობდა.მეორე ვერსიით კი,ბიჭი ანტიდეპრესანტების ჭარბი რაოდენობით მიღების გამო გარდაიცვალა.სხვათაშორის,დენიელი პალატაში გარდაიცვალა და დედას ჩააკვდა ხელებში,რომელიც მის გვერდით იყო ახალდაბადებულ გოგონასთან ერთად.სმიტების ოჯახი მალევე დაინგრა.დენიელის დაბადებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ,სმიტების ოჯახი უკვე აღარ არსებობდა.თუმცა,განქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 1993 წელს გაფორმდა.
ანა ნიკოლის მეორე ქმარი გახდა ჯეიმს გოვარდ მარშალ II.მამაკაცი 88 წლის იყო დ მთელი 58 წლით უფროსი ანაზე!მომავალი მეუღლეები ერთმანეთს 90-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ სტრიპტიზ-კლუბში.იქ სუპერმოდელი სტრიპტიზიორად მუშაობდა,რადგან ძალიან უჭირდა.1994 წლის ივნისში ანა ნიკოლი და ჯეიმს გოვარდი დაქოწინდნენ,თუმცა 1 წლის შემდეგ 89 წლის ჯეიმსი გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი მისი ქონების გაყოფის თაობაზე 11 წელი გრძელდებოდა.ანა ნიკოლი ქონებას თავის გერთან,პირსთან იყოფდა.თუმცა პირსი 2006 წელს გარდაიცვალა ინფარქტით და შესაბამისად გარდაცვლილი მეუღლის მილიარდები ანა ნიკოლ სმიტს დარჩა.


(ანა ნიკოლი მეორე მეუღლესთან ერთად)
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH

ნიკოლის მესამე მეუღლე იყო გოვარდ სტერნი.ის ანაზე 1 წლით უმცროსი იყო.სტერნი სასამართლო პროცესზე ანას ადვოკატს წარმოადგენდა და შესაბამისად მის ინტერესებს იცავდა.სხვათაშორის,როდესაც მან ანა ნიკოლი ცოლად მოიყვანა,ახალგაზრდა ქალს უკვე ჰყავდა გოგონა-ყოფილი საქმროსგან,ლარი ბირკხედისგან.მათი ქორწინება ხანმოკლე გამოდგა.ის 5 თვე გაგრძელდა,სმიტის სიკვდილამდე-2007 წლის თებერვლამდე.
ANNA NICOLE SMITH


გარდაცვალება


ცხოვრების უკანასკნელი წლები ანა ნიკოლმა ბაჰამის კუნძულებზე გაატარა.ზუსტად იქ მოკვდა მისი ბიჭი და დაიბადა გოგონა.2007 წლის თებერვლის დასაწყისში სმიტი სტერნთან ერთად წავიდა ფლორიდაში საქმეების გამო.თუ დავუჯერებთ მოარულ ხმებს,ანამ 4 დღე _5-დან 8 თებერვლამდე გრიპით იყო ავად და სასტუმროდან არ გამოდიოდა.
8 თებერვალს,ანას მეუღლე გოვარდი საქმეებზე წავიდა.თუმცა,ის უცებ მოაბრუნეს იმ ცნობით,რომ მისი ცოლი მოულოდნელად ძალიან ცუდად გახდა.სასწრაფო დახმარების სამსახური ყველანაირად ცდილობდა,რომ ქალი გონს მოეყვანა,თუმცა ის მალე გარდაიცვალა.თავდაპირველი ვერსიით,ანა ნიკოლ სმიტი ანტიდეპრესანტების გადაჭარბებით გარდაიცვალა,თუმცა მოგვიანებით გაირკვა,რომ მას პნევმონიის მძიმე ფორმა ჰქონდა და სწორედ ამან გამოიწვია სიკვდილი.ორგანიზმის სისუსტის ფონზე,შვილის გაჩენის შემდეგ და ასევე პლასტიკური ოპერაციებისა და პლუს ხანგრძლივი დეპრესიის ფონზე,დაავადება უფრო გამწვავდა.ხოლო საბოლოოდ სიკვდილი კი გამოიწვია იმ ანტიდეპრესდანტებმა,რომლებსაც ვარსკვლავი დეპრესიისგან თავის დასახსნელად სვამდა.ასევე არის კიდევ ვერსია,რომ საბოლოოდ ქალის სიკვდილი ტუბერკულიოზმა გამოიწვია.
ანას სიკვდილის შემდეგ,მის მეუღლესა და დედას ვერაფრით გადაეწყვიტათ თუ სად დაესაფლავებინათ ის.საბოლოოდ დასაფლავების ადგილის შერჩევა სასამართლოს მოუხდა.შედეგად კი,ანა ნიკოლ სმიტი დაკრძალეს გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ,ბაჰამის კუნძულებზე მისი შვილის,დენიელის გვერდით.ამას გარდა,გამოთხოვების პროცესიც კი არ ყოფილა -ვიკის ცხედარს დახურულ სარკოფაგში ინახავდნენ,რომ სხეული არ გახრწნილიყო.


(გარდაცვლილი ანა ნიკოლ სმიტი)

ANNA NICOLE SMITH


საინტერესო ფაქტები

1)1995 წელს ანამ დედასთან და შვილთან,დენიელთან ერთად ითამაშა ფილმში <<To The Limit>>.
2)2003 წელს ანა და მისი მეუღლე გოვარდ სტერნი ერთად მუშაობდნენ ფილმზე <<Wasabi Tuna>>.
3)ანა ნიკოლ სმიტის სხეულზე იყო 6 ტატუ და 8 პირსინგი.
4)ვიკის ჰქონდა ტატუ მისი და მისი შვილების გამოსახულებით.
5)სმიტს მუცლის ქვემოთ ჰქონდა ტატუ ფლეიბოის ემბლემით.
6)ანა ნიკოლ სმიტი უყვართ,ახსოვთ და აფასებენ სიკვდილის შემდეგაც კი:2007 წელს ანას ნახევარდამ,ვიკი დონნა ხოგანმა წიგნი დაწერა თავის დაზე სახელწოდებით <<rain Wreck: The Life and Death of Anna Nicole Smith>>
7)იმავე წლის აგვისტოში გამოვიდა ფილმი <<ANNA NICOLE>>.ამ ფილმში ანას როლი შეასრულა უილა ფორდმა.
8)2008 წელს კონევტ-გადენის სამეფო თეატრში გაიმართა მარკ-ენტონი ტერნეჯის ოპერის პრემიერა,სახელწოდებით <<ANNA NICOLE>>


ფოტოები
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH
ANNA NICOLE SMITH

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

19


  • ta-ta თქვა:
    19 აპრილი 2012 00:56 - ID: 19,
    ცოდო :(
    ისე ეს 3 ზომა მკერდი თუ მეტი კაცო ამათ სილამაზე გონიათ ძაან ვულგალურია უზარზმაზარი მკერდ იყურადღებას მიიპყრობს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ლამაზია ეგრე ყურადღებას მწვანე თმაც კი მიიპყრობს wink
    ისე კაი მრგვალი გამოყვანილი თეძოები და ლამაზი ფორმები ქონდა ერთი პერიოდი

  • saliii თქვა:
    17 აპრილი 2012 13:44 - ID: 18,
    ჩემ დგეს ქონია დაბადების დგე :DD კაი ნიუს იყოო winked

  • barjakuzu თქვა:
    17 აპრილი 2012 12:27 - ID: 17,
    ძროხა

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    14 აპრილი 2012 09:12 - ID: 16,
    Lucy მადლობა love :**

  • FuNnYbUnNy თქვა:
    13 აპრილი 2012 18:08 - ID: 15,
    ფილმი ნანახი მაქვს,კი ფლეიბოი და რაღაც იყო მარა საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა

  • natty_B თქვა:
    13 აპრილი 2012 15:09 - ID: 14,
    dzaan magari filmiaa : (( feel

  • anano-anano თქვა:
    13 აპრილი 2012 14:08 - ID: 13,
    ნანახი მაქვს ამ ქალზე გადაღებული ფილმი. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა,შემეცოდა :((

  • helen თქვა:
    13 აპრილი 2012 14:01 - ID: 12,
    ფილმიც მაქვს ნანახი. როგორც ბევრმა ქერა ლამაზმანმა ისე დაამთავრა ცხოვრება
    My BLOG

  • gretta თქვა:
    13 აპრილი 2012 13:59 - ID: 11,
    გარეგნულად ლამაზია მაგრამ შინაგანად- am

  • Ani_pupsika15 თქვა:
    13 აპრილი 2012 12:59 - ID: 10,
    ანუ ერთი ბავშვი ბიჭი მოუკვდა და ერთი დარჩა ხო გოგონა?! ისე ამის ფილმი ნანახი მაქვს და ასე მახსოვს რომ ბისექსუალიც იყო..და მკერდიც დაიკეთა..მოკლედ მაგარი არეული ცხოვრება ქონდა რაა am ისე ლამაზიაა

    Lynne,
    აუ ლინკი დადეე რააა ..თუ გახსოვს, :)

  • viktoria თქვა:
    13 აპრილი 2012 12:47 - ID: 9,
    ყველა ქმარი ამის ხელში როგორ კვდება და პლიუს ბავშვი...

  • 13 აპრილი 2012 12:45 - ID: 8,
    ვაახ ალბათ დამცონებთ მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცოდი თუ კარდაიცვალა
    ვინმე მეტყის რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა??
    ისე ჩემი აზრით იმ მოხუც გაცს მხოლოდ ფულის გამო გაყვა აბა როგორ უნდა შეიყვარო
    ესეთი კაცი???

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    13 აპრილი 2012 12:45 - ID: 7,
    keetaa
    rihanna
    kuskusela777
    ta_mo
    გმადლობთ winked
    ფლეიბოის ქალები არც მე მევასება :D მაგრამ ამის ცხოვრებამ დამაინტერესა:) მერლინ მონროს ვამსგავსებ ბევრ ფოტოში.

  • Lynne თქვა:
    13 აპრილი 2012 12:10 - ID: 6,
    ფუ :| ამის სურათი მაქვს ნანახი მკვდარი რომ არის.. გული ამერია კინაღამ :| აქ რო დევს ის არა,მეორე :|

  • Little N თქვა:
    13 აპრილი 2012 11:59 - ID: 5,
    ძაან ლამაზია

  • kuskusela777 თქვა:
    13 აპრილი 2012 11:36 - ID: 4,
    ძალიან კარგი ნიუსიაა..მაგარი ქალია.ამაზე ფილმიცაა გადაღებული და ძალიან მიყვარს <3

  • Perfection❣ თქვა:
    13 აპრილი 2012 11:24 - ID: 3,
    ვაიმეე ასეთ მოხუც კაცს როგორ გაყვა ცოლად?! wassat
    კარგი სიახლეა feel

  • baobab თქვა:
    13 აპრილი 2012 11:14 - ID: 2,
    ვერ იყო

  • keetaa თქვა:
    13 აპრილი 2012 11:11 - ID: 1,
    აი ძაააან მაგარი ნიუსია ვგიჟდები ამ ქალზე სულ მინდოდა ამაზე ნიუსი და ძაიან გამიხარდა love love ულამაზესია ეს ქალი !! love ფავორიტებში love

    ის მე-2 ქალი ვინ არის? ვიქტორია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top