;
13 აპრილი 2012      HotMess     30 კომენტარი     ნანახია 3349-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Pottermore- By J.K. Rowling

www.pottermore.com



პოტერმორი არის ვებ-საიტი, რომელიც ჰარი პოტერის ავტორმა ჯეი ქეი როულინგმა სამი წლის წინ შექმნა. როგორც ავტორი გვეუბნება, ეს იქნება ადგილი სადაც ჰარი პოტერის იმ ფანებს, რომლებსაც წიგნები და ჰარის თავგადასავლები მოენატრათ, შეეძლებათ გაწევრიანდნენ და თავადვე იგრძნონ თავი ამ წიგნის გმირად.

Pottermore- By J.K. Rowling

საიტის წევრი ტესტის მიხედვით ნაწილდება ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბში და ჩაერთვება სწავლაში, როგორც სკოლის ყველა მოსწავლე. იგი შეისწავლის შელოცვებს, შხამ-წამლების მომზადებას და ჯადოსნური დუელის გამართვის უფლებაც კი ექნება, ისევე, როგორც წიგნში, საიტზეც, წევრი თამაშების მიხედვით მიიღებს ან დაკარგავს ქულებს. წლის ბოლოს კი ის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, სკოლის თასს მიიღებს.

Pottermore- By J.K. Rowling

თუმცა საიტი მხოლოდ თამაშებს არ ეხება, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაათვალიეროთ ჰარი პოტერის სამყარო და გახდეთ მისი ნაწილი. ეწვიოთ ყველა იმ ადგილს, სადაც ჰარი ოდესმე ყოფილა.

Pottermore- By J.K. Rowling

როგორც ჯო გვპირდება, იგი დროდადრო დადებს ნაწარმოების იმ ნაწილებს, რომელიც წიგნში არ შესულა. ნაწილები ძირითადად მოიცავს გმირების წარსულს და მომავალს, საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ ისინი. ასევე იხსნება ონლაინ-მაღაზია საიტთან ერთად, სადაც გაიყიდება ჰარი პოტერის წიგნები დამატებით 80.000 სიტყვით.
საიტზე, ყოველ ნაბიჯზე ახალ საიდუმლოს აეხდება ფარდა.



საიტზე მუშაობა ავტორთან ერთად კომპანია სონიმ 2009 წლის აპრილში დაიწყო, თუმცა იგი მხოლოდ 2011 წლის 31 ივნისს, ავტორისა და თავად გმირის, ჰარი პოტერის დაბადების დღეზე გაიხსნა. თუმცა არა ყველასთვის. ეს იყო საცდელი, ბეტა ვერსია, სადაც მხოლოდ 1 მილიონი მომხმარებელი, სხვადასხვა შეკითხვების დახმარებით დარეგისტრირდა. ავტორმა ასე იმიტომ გადაწყვიტა, რომ დარეგისტრირების მსურველი ათობით მილიონს შეადგენს და საიტი საცდელი ვარიანტის გარეშე გახსნისთანავე გაითიშებოდა ან ძალიან ცუდად იმუშავებდა.
მიუხედავად იმ დაპირებისა, რომ საიტი 2011 წლის ოქტომბერში გაიხსნებოდა, თარიღი რამდენჯერმე გადაიდო და ვებ-საიტი ჯერაც არაა გახსნილი.

Pottermore- By J.K. Rowling

თუ ამ მისამართს ეწვევით, იგი ამბობს, რომ საიტი ყველა მომხლარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება ადრეულ აპრილში, თუმცა ახლა თითქმის აპრილის შუა რიცხვებია, საიტი კი არ გახსნილა. ამით ჰარი პოტერის სერიების ფანები ძალიან არიან განაწყენებულნი და ბუნტითაც კი იმუქრებიან. როგორც საიტის ტექნიკური ნაწილი აცხადებს, გახსნის ამდენჯერ გადადების მიზეზი ისაა, რომ სერვერი მილიონობით ფანის ერთად მისაღებად არაა მზად.

________________________________________________________________________________________

Pottermore- By J.K. Rowling

ჯოან როულინგი საიტის შექმნის პარარელურად ახალ წიგნზე მუშაობდა, რომელსაც Casual Vacancy ერქმევა. სულაც არავის გაკვირვებია, როდესაც გამოცხადდა, რომ წიგნი დეტექტიური ჟანრისაა.
წიგნი დაახლოებით 480 გვერდიანია და პატარა ქალაქ პაგფორდის მაცხოვრებლებს ეხება. როდესაც ქალაქის თავი, საკმაოდ ახალგაზრდა ბარი ფეირვეზერი იდუმალ გარემოში დაიღუპება, მისი სკამის მისათვისებლად ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს უპირისპირდებიან. წიგნის ბოლოს, არა მხოლოდ მკვლელობას ეხდება ფარდა, არამედ სკამისთვის მებრძოლი მაცხოვრებლების ბნელ წარსულაც ვიგებთ. ეს იქნება შავი იუმორით დაწერილი ნოველა უფროსთათვის.

Pottermore- By J.K. Rowling


წიგნი ჯერ არ გამოსულა და კრიტიკოსებმა აზრი უკვე გამოთქვეს. ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის რთულია საბავშვო მწერლის სახელის ჩამოცილება, თუმცა მათი აზრით ეს წიგნი შესაძლოა წლის ბესტსელერადაც იქცეს, რადგან ჰარი პოტერს არა მხოლოდ პატარა ფანები ჰყავს. თუმცა ეს არ გვიჩვენებს იმას, კარგი წიგნი დაწერა თუ არა ჯოანმა, რადგან იგი ჰარი პოტერის ლეგენდარული ავტორია და წიგნს მაინც შეიძენენ. მისი შემდეგი ნაწარმოები, კი ნამდვილად გვიჩვენებს, თუ როგორ წერს როულინგი ნოველებს უფროსთათვის.
წიგნი ამ წლის სექტემბერში გამოვა.

_______________________________________________________________________________________
Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

Pottermore- By J.K. Rowling

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

30


  • D a M o N თქვა:
    12 თებერვალი 2014 15:19 - ID: 30,
    აუუ მიშველეთ რა !! ვერ ვრეგისტრირდები (( ქვეყნის ამორჩევის შემდეგ continious რომ ვაჭერ ისევ დაბადების თარიღზე მაბრუნებს ((

  • Miss-Gomez♥) თქვა:
    6 ივნისი 2012 22:19 - ID: 29,
    ააააა..!!! გრიფინდორში ვარრ <333

  • vogue8 თქვა:
    23 აპრილი 2012 16:51 - ID: 28,
    მე მეორე კურსზე ავრ ჰოგვორტში ვგიჯდები ერტადერტი წიგნია ცჰემი ცხოვრების და ყველაპერზეა უმაგრესია უმაგიურესია და ცჰემისამყაროა!

  • danise თქვა:
    20 აპრილი 2012 16:36 - ID: 27,
    BludgerFrog22681

  • mkesho თქვა:
    17 აპრილი 2012 14:40 - ID: 26,
    ჰარიიი <3 <3 <3 <3

  • Miss Nirvana თქვა:
    16 აპრილი 2012 22:15 - ID: 25,
    ამ წიგნით დავიწყე მე კითხვა <3 ლეგენდაა როგორც წიგნი ასევე მისი ავტორი <3

  • rusa_rock თქვა:
    15 აპრილი 2012 21:19 - ID: 24,
    ამან შემაყვარა კითხვა მე ))) ზოგისთვის შეიძლება უაზრობა იყოს, მაგრამ ნამდვილად გენიალური მოფიქრებაა ეს ჰარი პოტერი ))

  • Gvantsa_m თქვა:
    15 აპრილი 2012 18:50 - ID: 23,
    როგორ მიყვარს ჰარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი love

  • ivi თქვა:
    15 აპრილი 2012 18:25 - ID: 22,


    gretta,
    არაა აღარ არის საჭირო, დღეს ვნახე, მომივიდა მეილზე ლინკი საბოლოოდ დასარეგისტრირებელი და გამოგიგზავნით და გაცნობებთ როდის შეგეძლებათ გამოიკვლიოთ პოტერმორიო. იმედია მალე მომივა. დიდი მადლობა მაინც, აღდგომას გილოცავ love

  • gretta თქვა:
    15 აპრილი 2012 16:39 - ID: 21,
    ivi,
    რადგან ვერ აკათებ გირჩევ ახალი ფოსტა გააკეთო GMAIL.COM-ზე , მე მაგას ვხმარობ fellow

  • ivi თქვა:
    15 აპრილი 2012 01:11 - ID: 20,
    gretta,
    არა ქართული არ მაქვს, mail.com -ია, თან ორ სხვადასხვა სახელზე და მეილზე დავრეგისტრირდი და მაინც არ მოდის წერილი. და სპამებში ნახვა რას ნიშნავს? :||((

  • gretta თქვა:
    15 აპრილი 2012 00:14 - ID: 19,
    nininica,
    www.pottermore.com ამ საიტზე , უფროსწორად ლეველებად კი არა წიგნის თავებად , chapter-ებად არის დაყოფილი
    HotMess,
    კი ბეტა აწერია თავზე
    ivi,
    წერილი 1 წუთში მომივიდა,კარგად ნახე არასწორად ხომ არ გაქვს მითითებული და სპამებშიც ნახე, ქართული ფოსტა თუ გაქვს მითუმეტეს

  • ivi თქვა:
    14 აპრილი 2012 23:51 - ID: 18,
    gretta,
    რომ დარეგისტრირდი მეილზე წერილი რამდენ ხანში მოგივიდა??

  • HotMess თქვა:
    14 აპრილი 2012 23:01 - ID: 17,
    gretta,
    Betta versia gqonda?

  • ivi თქვა:
    14 აპრილი 2012 21:54 - ID: 16,
    ვაიმე ეხა დავრეგისტრირდიი რა მაგარია ცუდად ვარ ესე არაფერი გამიხარდებდოა!Q!! :D

  • nininica თქვა:
    14 აპრილი 2012 18:54 - ID: 15,
    gretta,

    სად დახურე ლეველები?

  • Queen Q თქვა:
    14 აპრილი 2012 14:22 - ID: 14,
    ეხლა დავრეგისტრირდი! აა რამდენი ხანი ველოდი და ძალიან გამიხარდა რომ უკვე შესაძლებელი გახდა დარეგისტრირება... love ჰარი კი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე მასთან ერთად გავიზარდე და აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის ამ ქალის დასახასიათებლად! ჯომ დაწერა ლეგენდა რომელიც არასოდეს არ მორჩება! ჩემს გულში ჰარის ჯადოქრობა არ მომკვდარა!

  • kristi.love.selena თქვა:
    14 აპრილი 2012 14:11 - ID: 13,
    love მიყვარს love

  • mari.mr თქვა:
    14 აპრილი 2012 13:04 - ID: 12,
    მე გავიარე უკვე რეგისტრაციააააა

  • gretta თქვა:
    14 აპრილი 2012 13:04 - ID: 11,
    უმაგრესი საიტია, პირველი წიგნის ლეველები უკვე დავხურე , ძლიან სასაიმოვნო და საინტერესო იყო (ყურსასმენები გაიკეთეთ და ხმებს უფრო კრგი ეფექტი ექნება) fellow მეორე წიგნის ლეველები ჯერ არ არის გამოსული და ერთი სული მაქვს როდის გააკეთებენ, ვეღარ ვითმენ lol

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top