;
21 აპრილი 2012      maria.143     11 კომენტარი     ნანახია 5139-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



მოლდაველი მსახიობი სვეტლანა თომა, რომელიც საბჭოთა კავშირში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
რასაც ხელი შეუწყო მისმა ფილმმა "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"

სვეტლანა ანდრეევნა თომა (ფომიჩევა) 1947 წლის 24 მაისს დაიბადა კიშინევში,მოლდოვაში. ის ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო და ამიტომაც მისი მრავალრიცხოვანი ნათასავების და დეიდა-მამიდების ყურადღება მასზე იყო გამახვილებული. მას გამუდმებით უნდა ეკითხა რუსი კლასიკოსები და მკაცრი ეტიკეტი დაეცვა. სვეტლანას ყოველთვის იზიდავდა თეატრი და კინო მაგრამ მის ამ გატაცებას დასცინოდნენ და იურიდიულზე ჩაბარებას ურჩევდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ სვეტლანამ კიშინევის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა მაგრამ იქ მხოლოდ წელი ისწავლა
მისი მომავალი ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ შეცვალა.


"ახლაც არ ვიცი რითი მივიქციე მიხეილ ბადიკოვის ყურადღება-მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი რომელიც დიდ,უშნო სათვალეებს ატარებდა.ახლა ვფიქრობ - მას ხომ შეეძლო მოსწონებოდა რომელიმე სხვა ლამაზი გოგონა."


სვეტლანა ტრამვაის გაჩერებაზე იდგა როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და დაინტერესებული მზერით მიაჩერდა.ცოტა ხნის შემდეგ ის უკან მიბრუნდა და ხმამაღლა დაიყვირა - "ემილ,ემილ მოდი აქ! მე ის ვიპოვე! "


ემილ ლოტანაუ 29 წლის იყო, ის თავისი რიგით მეორე ფილმის გადასაღებად ემზადებოდა. ამ ფილმზე ემილი დიდ იმედებს ამყარებდა. სვეტლანამ მას თავისი ნომერი მისცა და მეორე დღეს ის კინოსტუდიაში დაპატიჟეს.

"მახსოვს,მთელი გზა როგორ ბუზღუნებდა ჩემი დეიდა: "რაში გჭირდება ეს ყველაფერი?! სჯობს უნივერსიტეტზე იფიქრო!"]


ლოტანაუ დიდ მუხის მაგიდასთან იჯდა.მე კი მის წინ ვიდექი - თავს ისე ვგრძნობდი თითქოს გამოცდაზე ვიყავი.
"- რაიმე ლექსი იცი?" მკითხა ემილმა.
მე აგდებით ვუპასუხე "- კი"
მან კამერების ჩართვა ბრძანა...ერთი კვირის შემდეგ როლზე დამტკიცებული ვიყავი."




სვეტლანამ სწავლა მიატოვა რასაც მამამისის ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა,მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისიც დაითანხმეს და გოგონამ კონტრაქტი გააფორმა. მისი პირველი როლი იყო ფილმში "წითელი მინდვრები".ის გარდაისახა ახალგაზრდა მწყემს გოგონად რომელსაც იოანნა ერქვა.



შემდეგ იყო "ეს მომდენტი","ცოცხალი გვამი","ლაუტარი" და "ძამიკო" - მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა
და ხალხის სიყვარული მას "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"- მა მოუტანა.



"ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" 1976 წლის ფილმია რომელიც მოგვითხრობს ბოშათა ბანაკის (ტაბორის) ამბავს.

სვეტლანა თომა ჯადოქარი ბოშა ქალის, რადას როლს ასრულებს.



რადა თავისუფლების მოყვარე,დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია.ეს გასაკვირიც არაა - ის ხომ მაგიის საიდუმლოებებს სრულად ფლობს! ის შემთხვევით შეხვდება მეზობელი ბანაკის მამაც ბარონს -ზაბარს და მას სიკვდილისაგან იხსნის,შემდეგ კი გაუჩინარდება.მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით... ზაბარს მოსვენება ეკარგება და ის რადას ახლომდებარე ტაბორში აგნებს.რადა საბოლოოდ და თავდავიწყებით უყვარდება და მისთვის საშიშ საქმესაც - ცხენების მოპარვასაც კი არ ერიდება.






მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.რადაც და ზაბარიც ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანების რიცხვში შედიან.ბოშა ქალი ხვდება თავის ძალას და როდესაც ზაბარი მას ცოლობას სთხოვს - მტკიცე პასუხს სცემს. რადას უნდა რომ ზაბარმა მას მთელი ბანაკის წინ დაუჩოქოს და უფროსად აღიაროს.მას არ სურს ქმრის დამორჩილება და ზაბარიც რთული არჩევნის წინაა დამდგარი.





საბედისწერო დღეც დადგა.ზაბარი რადას მამას შვილის მითხოვებას სთხოვს მაგრამ ქალის მამამისსაც კი ეშინია და ბარონს ურჩევს თავად ჰკითხოს რადას - გაჰყვება თუ არა მას ცოლად. რადა კი ისევ თავისზე დგას - "ან დამიჩოქებ ან უჩემოდ წადი!"

ზაბარი ხვდება რომ თუ კი ქალს დაუჩოქებს მისთვის ეს უდიდესი შურაწყოფა იქნება და კაცად აღარ ჩათვლიან.ბარონი ამაყ რადას კიდევ ერთხალ სთავაზობს ცოლობას მაგრამ არ იჩოქავს.ქალი დასცინის მას და მთელი ბანაკის წინ აბუჩად იგდებს,ზაბარი სირცვილს სისხლით ირეცხავს და რადას კლავს. არც ზაბარს დასცალდება დიდხანს ცხოვრება რადგან რადას მამა შურს იძიებს და ზედ ქალს დააკლავს მას.









ამ ფილმმა სვეტლანა თომა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია და მისცა საშუალება მთელ მსოფლიოში ემოგზაურა.

თომას რომანი ჰქონდა ემილ ლოტანაუსთან და ისიც სპეციალურად მისთვის წერდა სცენარებს.
სვეტლანა თომა მანამდე გათხოვილი იყო.1971 წელს ის თავის თანაკურსელს, ოლეგ ლაჩინს გაჰყვა ცოლად - თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა: 1973 წელს ოლეგი ტრაგიკულად დაუღუპა. სვეტლანას კი 1 წლის გოგონა შერჩა ხელს.

"დილაობით მისი ხმა მესმოდა ხოლმე.ის მეძხდა - სვეტა! სვეტა!
ამან კინაღამ სიგიჟემდე მიმიყვანა მაგრამ ისევ და ისევ სამუშაომ გადამარჩინა."


სამწუხაროდ სვეტლანას და ემილს ურთიერთობის შენარჩუნება გაუჭირდათ და ისინი დაშორდნენ.
თომა ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იყო გათხოვილი მაგრამ შვილი აღარ შესძენია.

სვეტლანა ახლაც მოღვაწეობს თეატრში და თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.



კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

11


  • zula თქვა:
    23 აპრილი 2012 00:02 - ID: 11,
    ბოშები ცაში მიდიან love და ბოშები ნოდარ დუმბაძესი ზაან მიყვარს ორივეში

  • maria.143 თქვა:
    22 აპრილი 2012 22:19 - ID: 10,
    მადლობააა love

  • PEPINSI თქვა:
    22 აპრილი 2012 18:01 - ID: 9,
    love

  • MaRihanna თქვა:
    22 აპრილი 2012 14:36 - ID: 8,
    არაჩვეულებრივი ნიუსია

  • Anch_Bey თქვა:
    22 აპრილი 2012 10:23 - ID: 7,
    ვრცელი და კარგი ნიუსი იყო.

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    22 აპრილი 2012 09:58 - ID: 6,
    მიყვარს ასეთი სტილის ნიუსები,კარგია love

  • amanda თქვა:
    22 აპრილი 2012 01:27 - ID: 5,
    ყოჩაღ ძალიან კარგი ნიუსია ამომწურავი ;) გამიხარდა,ლამაზი ქალია love

  • Perfection❣ თქვა:
    22 აპრილი 2012 00:09 - ID: 4,
    კარგი სიახლეა feel ამ ქალზე პირველად მესმის:)))

  • Nii♥ თქვა:
    22 აპრილი 2012 00:05 - ID: 3,
    ნანახი მაქვს ეს ფილმი ბავშვობაში

    "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"- მა .. უფრო სწორი იქნებოდა : ფილმმა "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"

  • xSmiley თქვა:
    22 აპრილი 2012 00:03 - ID: 2,

    l

  • Ancho. თქვა:
    22 აპრილი 2012 00:02 - ID: 1,
    კარგი ნიუსი იყო
    ეს ფილმი ბოშებზე ფანტასტიკურია!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top