;
16 აპრილი 2012      TAMO _ ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 1687-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

HUGH HEFNER


დაბადება და ოჯახი


1926 წლის 9 აპრილს ჩიკაგოში დაიბადა ჰიუ ჰეფნერი.მისი მშობლები,გლენ და გრეის ჰეფნერები იყვნენ უკიდურესად კონსერვატული აზროვნების ხალხი,ამიტომაც თავის შვილებს უმკაცრესად ზრდიდნენ.მათ ეკრძალებოდათ მოწევა,ალკოჰოლური სასმელების მიღება და კინო-თეატრში სიარულიც კი.ყოველ კვირა დღეს კი,ნებისმიერი ამინდის მიუხედავად,ოჯახი აუცილებლად ეკლესიაში მიდიოდა.რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას,ეს "სამარცხვინო" საკითხი ოჯახში დახურულ თემად ითვლებოდა.იქნებ ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი იყო ჰიუს იდეა შეექმნა პორნოგრაფიული ჟურნალი <<PLAYBOY>>.

HUGH HEFNER



ცხოვრების გზის ძიება


სანამ ჰიუ წარმატებას მიაღწევდა,მან დიდი გზა გაიარა.ჩიკაგოს სკოლაში სწავლისას ის საერთოდ არ ითვლებოდა კარგ მოსწავლედ.მიუხედავად ამისა,ჰიუს პედაგოგები აღნიშნავდნენ მის მაღალ ინტელექტსა და დიდ გონებრივ პოტენციალს ხელოვნების სფეროში.კარგ ნიშნებს კი ჰეფნერი არ მიიჩნევდა აუცილებლობად.თუმცა,კლასის გარეთ ის მომენტალურად სხვა პიროვნებად იქცეოდა:ტექსტებს ამზადებდა სკოლის გაზეთისათვის და საკმაოდ კარგად ხატავდა კარიკატურებს.გარშემომყოფები თვლიდნენ,რომ ადრე თუ გვიან,ის აუცილებლად ჟურნალისტი გახდებოდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ,1944 წელს,ჰიუ ჰეფნერი მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.მიუხედავად ამისა,მან თავისი ჰობი მაინც არ მიატოვა:ის ამერიკულ გაზეთებთან თანამშრომლობდა და მათთვის კარიკატურებს ხატავდა.ამის შემდგომ,დემობილიზებული ჰიუ მოკლევადიან ხატვის კურსებს გადის და იმის გამო,რომ არ აკმაყოფილებს სწავლების დონე, საბუთები გადააქვს ფილოსოფიის ფაკულტეტზე.უნივერსიტეტში სწავლისას,ის იღებს გადაწყვეტილებას,დაჩქარებული კურსით გაიაროს პროგრამა,რაც უდავოდ მის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს.საყვარელ საქმიანობას ის არც აქ ტოვებს:ის სტუდენტური გამოცემლობებისთვის აკეთებს შესანიშნავ კარიკატურებს და ამას გარდა,ჟურნალისტიკით კავდება.მისი რუბრიკა <<თვის სტუდენტი გოგონა>> ,რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა უნივერსიტეტის იუმორისტულ ჟურნალში,ფლეიბოის დაარსებისაკენ გადაგმული პირველი ნაბიჯი გახდა.
HUGH HEFNER

პირველი ქორწინება

23 წლის ასაკში ჰიუმ ცოლად მოიყვანა მილდრედ უილიამსი.ჯარში ყოფნისას მას გოგონამ უღალატა,თუმცა ჰიუმ მას ყველაფერი აპატია.ამ ქორწინებაში დაიბადა ორი ბავშვი:დევიდი და კრისტი.მიუხედად ამისა,10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოჯახი დაინგრა.
HUGH HEFNER
(პირველ მეუღლესთნ ერთად)


დაქორწინებული ჰეფნერი აცნობიერებდა იმ ფაქტს,რომ ოჯახი მამაკაცს უნდა გამოეკვება.მან რამდენჯერმე შეიცვალა სამსახური,მაგრამ ვერაფრით შეძლო მოეძებნა ის სამსახური,რომელიც მის გულსაც გაუხარდებოდა და ჯიბესაც.თავის ბოლო სამუშაო ადგილზე,ჟურნალ <<ესკვეირში>> ჰიუს ჰქონდა საკუთარი სარეკლამო ადგილი და კვირაში იღებდა 60 დოლარს.ის უკვე თავს გამოცდილ ჟურნალისტად თვლიდა და გეგმებს აწყობდა საკუთარი ჟურნალის დასაარსებლად.თუმცა იმ მომენტში მას ხელფასის მომატება უფრო აინტერესებდა და უფროსთან მივიდა იმ მოთხოვნით,რომ მისთვის ხელფასი 5 დოლარით მოემატათ.თუმცა,უფროსმა მას უარი უთხრა და შეურაწყოფილი ჰიუ სამსახურიდან წამოვიდა.
HUGH HEFNER


ბრძოლა წარმატებისთვის


ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი იყო კაპიტალი.ჰეფნერმა ბანკში მთელი თავისი ავეჯის ჩადებით,კრედიტით 700 დოლარი გამოიტანა.იქიდან გამომდინარე,რომ ეს ზღვაში წვეთი იყო,მან ინვესტორების ძიება დაიწყო.45 ინვესტორმა ჰიუს 8 000 დოლარი გადასცა.მიუხედავად იმისა,რომ თანხა არ იყო დიდი,ჰიუმ მისი სწორად გამოყენება მოახერხა.უმეტესი წილი ჰიუს საბოლოო თანხიდან ეკუთვნოდა დედამისს,გრეის ჰეფნერს,რომელმაც მიუხედავად იმისა,რომ შვილის იდეა არ მოიწონა,მაინც დააფინანსა ის.
HUGH HEFNER


მოულოდნელი წარმატება

<<PLAYBOY>>_ის თავდაპირველი სახელი იყო <<STAG PARTY>>.თუმცა ჰიუმ გადაიფიქრა და მას ფლეიბოი უწოდა.ჰეფნერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად თვლიდა ჟურნალის პირველ საპილოტო ნომერს,რომელსაც ბუმი უნდა გამოეწვია.საბოლოოდ მან არჩევანი შეაჩერა იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილ,დამწყებ მსახიობზე,მერლინ მონროზე,რომლის ფოტომაც ჟურნალის პირველი ნომერი დაამშვენა.თავდაპირველი ტირაჟი 50 000 ეგზემპლარი იყო,რომელიც თვალის დახამხამებაში გაიყიდა.
თანამედროვე მკვლევარები ამტკიცებენ,რომ ჰიუ არ იყო დარწმუნებული ჟურნალის წარმატებაში.ამის მტკიცებულებად მათ ის ფაქტი მოჰყავთ,რომ ჟურნალის პირველ ნომერს მისი შესაბამისი ნუმერაცია არ ჰქონდა.ჰიუ არ იყო დარწმუნებული,რომ შემდეგ ნომერს გამოუშვებდა.თუმცა,ის მალევე დარწმუნდა საწინააღმდეგოში და ჟურნალის მეორე ნომრის გამოშვებაზე დაიწყო ზრუნვა.
ითვლება,რომ წარმატების გასაღები არამარტო მერლინ მონროს ცნობილი ფოტო გარეკანზე და ჟურნალის ლოგო,არამედ ჰიუს მოხერხებულობა და გამოცდილებაც იყო: მან კარგად იცოდა როგორ მიექცია მკითხველთა ყურადღება.საქმე შესანიშნავად მიდიოდა.ახლა ჟურნალის გამოსვლას არამარტო მამაკაცები,არამედ დამწყები მოდელები და მსახიობებიც ელოდნენ,მეოცნებენი იმაზე,რომ საკუთარი ფოტო ჟურნალის გარეკანზე ეხილათ.ჟურნალი საკმაოდ დემოკრატიული იყო.ფლეიბოის გარეკანზე გამოჩენა ნებისმიერ ლამაზ გოგოს შეეძლო,მიუხედავად სტატუსისა.ჰიუმ თავიდანვე განაცხადა,რომ არ აპირებდა ცნობილი ქალბატონების კუდში დევნას.
ჟურნალი არ იყო მხოლოდ ცარიელი პორნოგრაფია:აქ ქვეყნდებოდა სხვადასხვა თემატიკის სტატიები.დიდი სიამოვნებით აქვეყნებდნენ ფლეიბოიში თავიანთ ნაწარმოებებს ისეთი ცნობილი ხელოვანები,როგორებიც იყვნენ:ერნესტ ჰემინგუეი,ტომ კლენსი,ჯონ ალდაიკი,კურტ ვონეგუტი.აქვე იყო ინტერვიუები ცნობილ მსახიობებთან,მუსიკოსებთან,პოლიტიკოსებთან,მეცნიერებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან.შედეგად მივიღეთ ის,რომ ჟურნალი აღმოჩნდა საკმაოდ ინტელექტუალური და სოლიდური გამოცემა,რომელიც მაღალინტელექტუალი და სერიოზული მკითხველისთვის იყო განკუთვნილი.
HUGH HEFNER



ბიზნესი ჟურნალის მიღმა\ მოულოდნელი ჩავარდნა და აღზევება

ფლეიბოის ტირაჟთან ერთად,ბუნებრივია იზრდებოდა ჰიუს კაპიტალიც და უძრავი ქონებაც.1971 წელს მასში უკვე შედიოდა კაზინოები,ღამის კლუბები,სტამბები,სასტუმროები,ტელეკომპანიები,ხმის ჩამწერი სტუდიები და სამოდელო სააგენტოები.ამას გარდა,ჰეფნერმა ტირაჟი 7 მილიონამდე გაზარდა და ამით მხოლოდ მოგება მიიღო.თუმცა ფლეიბოის კორპორაციას მძიმე დარტყმა ელოდა-შეიცვალა მოდა.
ჰიუმ ახალ მოდას ვერ აუღო ალღო.ის ისევ ერთ სტილში განაგრძობდა ჟურნალის გამოცემას და ბუნებრივია ამან მოდის ცვლილების პირობებში,გამოიწვია ის,რომ ჰიუს ღამის კლუბებში სტუმრებმა იკლეს,რამდენიმე დაწესებულება კლიენტების განსაკუთრებული ნაკლებობის გამო დაიხურა და რაც მთავარია,ჟურნალის ტირაჟიც 4 მილიონამდე დაეცა.მ ყველაფერს ჰიუს ინსულტი და ლოგინად ჩავარდნა მოჰყვა,რამაც ბიზნესის მდგომარეობა უფრო დაამძიმა.ამ ცვლილებების ფონზე,ჰიუმ ბიზნესის სადავეები თავის ქალიშვილს,კრისტის ჩააბარა და არც უნანია.მან ბიზნესი არამარტო გაამყარა,არამედ გააფართოვა კიდეც და კაპიტალი კიდევ რამდენიმე მილიონით გაზარდა.
HUGH HEFNER



მეორე ქორწინება


1989 წელს ჰიუ ჰეფნერი მეორედ დაქორწინდა:ცნობილ და წარმატებულ მოდელზე,კიმბერლი კონრადზე.მათ ორი შვილი ეყოლათ,თუმცა ეს ოჯახიც 10 წელში დაინგრა.ამის შემდგომ,ჰიუ თავისუფალი კაცის ცხოვრებით ცხოვრობს.
HUGH HEFNER
(მეორე მეუღლესთან ერთად)



აწმყო


დღესდღეისობით,ჰიუ ჰეფნერი ამტკიცებს,რომ მას დაახლოებით 2 000 ქალთან ჰქონია ურთიერთობა.2010 წელს მან გამოაცხადა,რომ კრისტალ ჰარისზე ქორწინდებოდა,თუმცა ქორწილი გოგონას სურვილით ჩაიშალა.ჰიუს ეს ბენებრივია,დიდად არ უდარდია:ის დღესაც თავისუფალი კაცის ცხოვრებით ცხოვრობს,ნებისმიერ კაპრიზს ისრულებს რაც კი თავში მოადგება და იქცევა ისე როგორც უნდა!ჟურნალ <<PLAYBOY>>-ის იმპერია კი ისევ განაგრძობს არსებობას და მის პატრონს კიდევ უამრავ მილიონს ჰპირდება.

HUGH HEFNER
(2 წლის ჰიუ)
HUGH HEFNER
(ჰიუს ბიოგრაფია კომიქსებში)
HUGH HEFNER
(ჩიკაგოს კლუბში.1960.)
HUGH HEFNER
(ჰეფნერი ძმასთან და მშობლებთან ერთად.1967.)
HUGH HEFNER
(მაიამიში)
HUGH HEFNER
(მუშაობისას)
HUGH HEFNER
(არნოლდ შვარცნეიგერი,ჰიუ ჰეფნერი და უილ ჩემბერპეინი Playboy Mansion-ში.1977.)

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

4


  • TAMO _ ANGEL თქვა:
    17 აპრილი 2012 12:43 - ID: 4,
    natia91
    barjakuzu
    გმადლობთ:)

  • barjakuzu თქვა:
    17 აპრილი 2012 11:15 - ID: 3,
    კარგი ნიუსია ,მადლობა ავტორს

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    17 აპრილი 2012 09:21 - ID: 2,
    keetaa დიდი მადლობა love ხო დიდი ხანი ვაკეთებდი :) სულ მაინტერესებდ ამ კაცს საიდან ჰქონდა ამდენი ფული და საერთოდ საიდან გაუჩნდა ასეთი ჟურნალის გაკეთების იდეა.ნუ როგორც ტიპი არ მევასება,მაგრამ მართლა ჭკვიანი კაცი ყოფილა:)) არა რა თუ გინდა ორი ამდენი დამიტოვოს,ასეთ ბებრუხანას ვერც ვაკოცებ ფუ crying lol

  • keetaa თქვა:
    16 აპრილი 2012 23:39 - ID: 1,
    ძალიან კარგი ნიუსია თამო ბევრი გიშრომია <3 მინდოდა რო მეთხოვა ვინმესტვის ამ კაცზე ნიუსი :D და აჰა ისიც love იქით მარტო რო დგას ის გოგო ჰოლი მედისონია აი მაგას უტოვებს 3 მილიონს ადრე გითხარი მემგონი და ეგ გამოდიოდა ცეკვავენ ვარსკვლავებში :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top