;

16 April 2012      Shori_Me     Views 2582    
Category: Stars, Fun, Interesting

ალფრედ ჰიჩკოკი

საინტერესო ფაქტები რეჟისორებზე


ყველაზე ცნობილი მსახიობები მის ფილმებში (ძირითადად მთავარ როლებში) იყვნენ Anny Ondra, Madeleine Carroll, Joan Fontaine, Ingrid Bergman, Grace Kelly, Eva Marie Saint, Kim Novak, Vera Miles, Janet Leigh, Tippi Hedren.

ყოველთვის ოფიციალურად ჩაცმული ჩნდებოდა ფილმის გადაღებებზე, ძირითადად კოსტუმს ატარებდა.

სძულდა გარეთ გადაღებები. ერჩივნა ფილმი სტუდიაში გადაეღო სადაც უკეთ შეეძლო ყველაფრის კონტროლი, მათ შორის განათება და სხვა ფაქტორები.

მის ფილმებში მკვლელებს აქვთ შავი იუმორი და გამჭრიახი გონება.

ჰქონდა დამახასიათებელი ნელა საუბრის მანერა.

მისი ბევრი ნაცნობის თანახმად, მას არ შეეძლო ეყურებინა ცოლისთვის, ალმა რევილესთვის, როდესაც ორსულად იყო.

ჰიჩკოკი იხსენებდა, რომ ის ყოველ დღე დედის საწოლზე დგებოდა და უყვებოდა იმ დღის ამბებს.

დაიბადა ცოლზე, ალმაზე ერთი დღით ადრე 13 აგვისტოს, ალმა კი 14 აგვისტოს.

არასდროს მოუღია ოსკარი რეჯისურისთვის. მხოლოდ 1967 წლს Irving Thalberg_ის მემორიალური ჯილდო გადასცეს.

მისი სიტყვა ოსკარზე იყო ყველაზე მოკლე ოსკარის ისტორიაში, როდესაც ჯილდო გადასცეს მან უბრალოდ თქვა "მადლობა".

ალმასა და ალფრედის შვილი, პატრიცია ჰიჩკოკი რამდენიმე ფილმში გამოჩნდა: Stage Fright, Strangers on a Train, Psycho.

გადაღების პერიოდში, როდესაც ჩაის სმას დაამთავრებდა ფინჯანს ისვრიდა.

ის იყო რეჟისორ ვილიამ გირბლერის კერპი და მისი ფილმიდან "ჩიტები" ვილიამმა რამდენიმე ელემენტიც ისესხა.

როდესაც 1979 წელს გადასცეს 'ცხოვრების მთავარი მიღწევისათვის' პრემია, მეგობრებთან იხუმრა მგონი მალე მოვკვდებიო. დაახლოებით ერთი წლის მერე გარდაიცვალა.

ხშირად ამბობდა, რომ თავისი ფილმებიდან ფავორიტი იყო "Shadow of a Doubt".

Steven Spielberg, Brian De Palma, John Carpenter, Sam Raimi, M. Night Shyamalan, Martin Scorsese, George A. Romero, Peter Bogdanovich, Dario Argento, William Friedkin, David Cronenberg, Quentin Tarantino
_ ესენი ყველა ჰიჩკოკს ასახელებდნენ ადამიანად, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მათზე.

როდესაც ფილმებს არ იღებდა საზოგადოებაში თითქმის არ ჩნდებოდა და დროს მეუღლესთან ერთად შინ ატარებდა.

Luis Buñuel დაასახელა საუკეთესო რეჟისორად.

ფილმიდან "ფსიქო" მისი ჰონორარი ფილმის შემოსავლის 60% ანუ 15 მილიონი იყო, რაც 2006 წელზე რომ გადმოვაანგარიშოთ 150 მილიონია.

ის თავის ყველა ფილმში ჩნდება რამდენიმე წამით.



სტენლი კუბრიკი

საინტერესო ფაქტები რეჟისორებზე


მისი ყველა ფილმი რომანის ადაპტირებული ვერსიებია გარდა ორი ფილმისა Killer's Kiss და Fear and Desire.

მისი ფილმები ძირითადად ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებზე მოგვითხრობს.

სტენლი კუბრიკის ფილმებში ცნობილი კულმინაციური სცენები ხდება აბაზანაში.

ყოველთვის იყენებდა უკვე შექმნილ კომპოზიციებს მუსიკალური გაფორმებისთვის.

მისი ყველა ფილმი მთავრდებოდა ასე "The End" , რაც შენდეგ მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა.

გარდაიცვალა 1999 წლის 66_ე დღეს, როდესაც 2001 წლამდე დარჩენილი იყო 666 დღე.

იშვიათად აძლევდა ინტერვიუებს.

არასოდეს ლაპარაკობდა იმაზე თუ როგორ იღებდა ფილმებს და არასოდეს უყურებდა ფილმის დასრულებულ ვერსიებს.


დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ფილმის "Eyes Wide Shut" შემდეგ რომელიც 1999 წელს გამოვიდა, მას უნდა ემუშავა ფილმზე "A.I. Artificial Intelligence", თუმცა 1999 წელს გარდაიცვალა და პროექტი სტივენ სპილბერგმა აიღო. ეს ფილმი სტენლი კუბრიკის ხსოვნას ეძღვნება.

საშინლად არ მოსწონდა ფილმი Fear and Desire და როდესაც ეს ფილმი გამოვიდა მისი ყველა ეგზემპლარი შეიძინა რათა არავის არ ენახა.

კუბრიკისთვის საუკეთესო გასართობი იყო ჭადრაკი და ამბობდა რომ ჭადრაკის ოსტატი იყო.

ხალხი მას სახლში აკითხავდა თუმცა უმეტესობა მათგანი სახეზე ვერ ცნობდა რეჟისორს, ის კი მათ ეუბნებოდა: " სტენლი კუბრიკი სახლში არ არის".

ხშირად კითხულობდა ფსიქოლოგიის შესახებ და სწავლობდა როგორ ემართა გადამღები ჯგუფი კარგად. ამის საუკეთესო მაგალითია შერლი დუვალი ფილმში "The Shining".

მისი ახლო მეგობრის განცხადებით, სტენლიმ ფილმს The Godfather ათჯერ მაინც უყურა და თქვა, რომ ეს უდიდესი ფილმია რომელიც გადაუღიათ.

უდიდესი ფანი იყო New York Yankees_ის.

აცხადებდა რომ მისი IQ საშუალოზე ქვემოთ იყო.


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top