;

16 April 2012      Sofia ϟ ♥     Views 5399    
Category: Stars, Fun, Interesting

მერლინი და მისი ქუდები.

თითქმის ყველა ქალბატონს უყვარს ქუდი. ასე იყო 10, 20, 50 და 100 წლის წინათაც. 50იან წლებში, ცნობილი ლამაზმანებიდან, არამხოლოდ ოდრი ატარებდა ქუდებს, არამედ ულამაზესი და მომხიბლავი დივა მერლინიც. მერლინი დღემდე ცოცხალი რომ ყოფილიყო, 2012 წლის 1 ივნის მას 86 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ ყველაზე სასურველი ქალბატონის ცხოვრება 36 წლის ასაკში დასრულდა, სიყვარულისა და დიდების პიკში. ახლა მერლინი - ეს ლეგენდაა, რომელსაც უკვე ნახევარი საუკუნეა ყველა იხსენებს. წელს მერლინი კანის კინოფესტივალის სახე გახდა, წინა წელს კი მასზე გადაიღეს ფილმი, ამით ბევრად გაიზარდა ხალხის ინტერესი მისი პერსონის მიმართ. მერლინს არ უყვარდა მისი ”იარლყი” სექს სიმბოლო - მერლინი. ნორმა ჯეინ ბეიკერი უკვე მისი მძევალი გახდა, მაგრამ მისი ღიმილით და ვარსკვლავივით განათებული თვალებით ხვდებოდა იგი ყველას ვინც მას გზაზე შეხვდებოდა და ვინც მისით აღფრთოვანებული იყო. ასევე ხვდებოდა პაპარაცცებსაც, რომლებიც მის ყოველ ნაბიჯს აფიქსირებდნენ. მერლინ მონროს ძალიან უყვარდა ქუდები. იგი ატარებდა ქუდებს როგორც ცხოვრებაში, ასევე ფილმებში.

”ბუნებაში არარის არფერი ისეთი ცვალებადი, როგორიც ქალის თავსაბურავი.” ამბობდა ის.
მერლინი და მისი ქუდები


ქუდი #1
ელეგანტურობა, მკვეთრი მაკიაჟი, გამომწვეი მზერა და რათქმაუნდა ქუდი. თეთრი ფერის ქუდმა, დიდი შავი ბუმბულით, ულამაზესი დივისგან შექმნა მიუწვდომელი ლამაზმანი. მკაცრ კოსტუმში, შეიძლება ერთდროულად იყო მიმზიდველიც და ”ურყევიც”.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #2
გამომწვევი მზერა, ხშირი წამწამებიდან და მოდური ქუდი. ჩალმა - თეთრი რიდეთი. სიკვდილის წინი მერლინი ისევ აპირებდა მის ყოფილ ქმარზე გათხოვებას. იქნებ ზუსტად ამ ქუდით მივიდოდა იგი საკურთხევლამდე. იმისდა მიუხედავად რომ ასეთ რიდეს მხოლოდ მუსულმანები ატარებენ.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #3
მერლინმა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გადაიღო ეს ფოტო ნორმა ჯეინის სახელით შემოიხვია წითელი ნაჭერი თავზე. დავუძახოთ ნაჭერს ქუდი, ეს რათქმაუნდა არ შეიძლება, მაგრამ ეს ”თავსაბურავი” ახლა ისე მოდაში როგორც არასდროს. R&B ის მოდელები ძალიან ხშირად ხმარობენ ნაჭერს ასეთი სახით.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #4
გასაოცარი ქუდი ქალბატონებისთვის ! ყვავილები და ბუმბულები ქუდების გასაფორმებლად ჯერ კიდევ 17 საუკუნედან იხმარებოდა.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #5
მრლინს ძალიან უყვარდა ცხოველები, მაგრამ ბეწვეულზე იგი უარს ნამდვილად არ ამბობდა. სურათში მერლინს აცვია ქუდი თეთრი ბეწვით და პალტო თეთრი ბეწვის საყელოთი.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #6
მშვენიერი ლუქი და როგორც ყოველთვის მერლინის გამომწვევი მზერა. ამ ქუდს ძალზედ უცნაური სახელი აქვს. ქუდი - პორკპეი.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #7
ქუდის მრავალი სახე არსებოს მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს მეზღვაურის ქუდია, რომელიც მერლინს ძალიან ამშვენებს.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #8
არც ისე ხშირად იხილავთ მერლინის ფოტოს კოვბოის ქუდით, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა. ერთერთი ფილმისთვის მას ასეთი ლუქის მორგებაც მოუხდა. სამწუხაროა , რომ ხალხი მას მხოლოდ მისი გარეგნობით აფასებდა. ”რაც გვაქვს ვერ ვაფასებთ - როცა ვკარგავთ მივტირით”
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #9
აზიური ქუდი, მერლისაც ძალიან ამშვენებს, მაგრამ ჩემი აზრით ჩინელებს და იაპონელებს ბევრად უხდებათ.
მერლინი და მისი ქუდები

ქუდი #10
ჩემი აზრით მერლინი მაკიაჟის გარეშე, ჩვეულებრივი შავი ქუდით, ძალზედ მომხიბვლელი და ლამაზია.
მერლინი და მისი ქუდები


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top