;

17 April 2012      Ann_J     Views 5041    
Category: Stars

♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ფრიდა გუსტავსონი


ულამაზესი ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ წარმატებული მოდელი ფრიდა გუსტავსონი - თითოეული მისი ფოტოსესია აქტიურად განიხილება მოდის კრიტიკოსების მიერ. ის ძალიან უყვართ ფოტოგრაფებსა და დიზაინერებს მისი უჩვეულო გარეგნობის, წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის გამო.

ფრიდა გუსტავსონი - დაიბადა სტოკჰოლმში (შვედეთში), 1993 წლის 6 ივნისს. როდესაც ფრიდა იყო 15 წლის, მოხდა ისეთი ფაქტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. და ვინ იცის ვინ იქნებოდა ამჟამად გუსტავსონი, რომ არა მისი საბედისწერო შეხვედრა.
ფრიდა წავიდა სავაჭრო მაღაზიაში, საყიდლებზე და სწორედ ამ დროს, ის შენიშნა საბინა ტაბაკოვიჩმა. პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, რომელიც ფოტოსესიისთვის ეძებდა მოდელებს. მან მაშინვე დაინახა ფრიდაში პოტენციალი და გადაუღო მას ფოტოები. ეს მომენტი იყო მკვეთრი მოსახვევი ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაში. მაგრამ მსოფლიოს შესაძლოა არ სცოდნოდა წარმატებული მოდელი ძლიერი და მტკიცე ხასიათით, რომ არა პროფესიონალი ფოტოგრაფი.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

თავად ფრიდას სამოდელო კარიერა დაიწყო 2008 წელს, მაშინ გუსტავსონი სულ რაღაც 16 წლის იყო. შვედეთის ადგილობრივმა სამოდელო სააგენტომ ფრიდა მიიწვია გადაღებებზე. ეს იყო ნაცრისფერი, უფერული, გამოუმეტყველი და მოსაწყენი გადაღებები. ამ შეუმჩნეველ ფოტოსესიებს ისეთი ახალგაზრდა ფოტოგრაფები აწყობდნენ, რომელთაც არანაირი პროფესიონალური გამოცდილება არ ჰქონდათ მიღებული. წარმოიდგინთ რა იყო ამ ფოტოებზე ასახული! მაგრამ მიუხედავად ამისა ფრიდას ერგო პატივი გაეხსნა საშემოდგომო კოლექცია პარიზში, ვალეტინოს მოდის სახლში. შემდეგ კი მოდელი ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

მაგრამ 2009 წელმა მოდელს პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. მსოფლიოში ცნობილი სამოდელო სააგენტოს IMG Models-ის წამყვანმა, რომელიც დასახლდა ნიუ იორკში, გაამახვილა ყურადღება ფრიდა გუსტავსონზე, რომელიც უჩვეულო და ღვთაებრივი სილამაზით იყო დასაჩუქრებული. დაიწყო მოდელის მძიმე, მაგრამ მომხიბლავი სამუშაო ცხოვრება. გადაღებებსა და ჩვენებებს მოჰყვა საზოგადოების საოცარი შთაბეჭდილებები და აპლოდისმენტები. მეიქაფისა და ვარცხნილობის კეთების დროს გუსტავსონი ყოველთვის კითხულობდა (და დღესაც კითხულობს) კლასიკურ ლიტერატურას. სამოდელო კარიერაზე გადართული ფრიდას უპირველესი მიზანი არ ყოფილა სასწავლო დაწესებულებაში სიარული. დროთა განმავლობაში იგი მთლიანად დაემორჩილა მოდელის საქმიანობასა და ცხოვრებას.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ფრიდას მიმდინარე სიაში არის ისეთი ჩვენებები, როგორიცაა Chanel, Carolina Herrera, Louis Vuitton, Lanvin, Anna Sui, Fendi, Alexander McQueen, Calvin Klein, Jil Sander, Oscar de la Renta, Marc Jacobs, Emilio Pucci. შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა ისეთი საწარმოს სახელები, როგორიცაა: ჟან პოლ გოტიე, დოლჩე & გაბანა, კრისტიან დიორი, ივ საინტი, ვერსაჩე, რალფ ლორენი და ჰერმესი.
თვით ფრიდა კი სიცილით გვიამბობს:
" ჩვენების შემდეგ, მე მომიახლოვდნენ ტაივანიდან ჩამოსული ტურისტები თხოვნით, რომ მე მათთან ფოტო გადამეღო. ამ მომენტში, მივხვდი, რომ ჩემთან მოვიდა დიდება და პოპულარულობა, მაგრამ მე მისთვის მომზადებული არ ვიყავი და საერთოდ არ ველოდი მას.

♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ლამაზმანი მოდელი გადაიღეს Paul & Joe ის საზამთრო კოლექციის ფოტოსესიაში. Daisy–ის პარფიუმის სარეკლამო კამპანიაში, Marc by Marc Jacobs–ის თანამედროვე სამოსის მოდურ კოლექცაში, Etro-ს ექსკლუზიური ფეხსაცმლის კოლექციაში. Anna Sui-ის ახალი მეიქაფის ხაზის წარდგენაში. გარდა ამისა, გუსტავსონი Haute Couture-ის მოდურ სამოსს უწევდა რეკლამირებას. ასევე შესანიშნავმა მოდელმა მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრენდების Vagabond Jill Stuart, J. Estina, Mystic-ის სარეკლამო კამპანიებში.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

2010 წლის გაზაფხულის შეჯამებაში, ფრიდა აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მოდელად. 2011 წელს ფრიდა იყო დაჯილდოვებული ნომინაციაში "წლის შვედი მოდელი" ეს ნომინაცია დააწესა ჟურნალმა Elle. საიტ models.com-ის ვერსიით ტოპ 50 საუკეთესო მოდელების სიაში 35-ე პოზიცია დაიკავა ფრიდამ. მისი ფოტოსესიების განხილვით ქერა მოდელი, საკმაოდ ახლოსაა ათეულში მოხვედრილი მოდელებისგან. არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ფრიდა გუსტავსონი გახდება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელი.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ამ ეტაპზე ფრიდამ ჩააბარა წმინდა მარტინის სახელობის კოლეჯში. მას ძალიან უყვარს ისეთი შემსრულებლებისა და მუსიკოსების მოსმენა, როგორებიცაა: Joy Division, Moby, Velvet Underground, Underworld, და The KnifeKent.
✔მისი საყვარელი ფილმი გახლავთ სტენლი კუბრიკას ფილმი "ტროტილით ფორთოხალი".

✔მას ძალიან უყვრს ყავა და მიიჩნევს, რომ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება არომატული
სასმელების მიმართ.

✔მისი საყვარელი კომპიუტერული თამაშია - World of Warcraft. ალბათ გგონიათ რომ ეს თამაში, არანაირად არ მოერგება ფრიდას ხასიათს.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

თეთრი ბლუზი - ეს არის ფრიდას გატაცება. მოდელი ხშირად ატარებს მას შორტებთან, შარვლებთან და ქურთუკებთან ერთად. თუმცა, ამისდა მიუხედავად იგი არ გამოიყურება ზრდასრულათა და მკაცრად. არამედ მარტივად, დახვეწილად და უმეტეს შემთხვევაში სექსუალურად. გუსტავსონი ოსტატურად ახამებს ძვირადღირებულ და დაბალფასიან ნივთებს ერთმანეთს. მის ექსტრაორდინალურ სტილს აფასებენ მსოფლიოს წამყვანი სტილისტები.

ფოტოსესიებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა შვედი მოდელი, აქტიურად განიხილება მედეასა და ინტერნეტ სივრცეში. ჩამოყალიბებული ფოტოები, ლაკონურად აღბეჭდილი სიახლეები, მომხმარებლები სიამოვნებით გამოხატავენ თავიანთ აზრს, ჟურნალისტები წერენ მიმოხილვებს, ხოლო თვით ფრიდა ცდილობს დაიპყროს მწვერვალი.
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ასევე ფრიდა გუსტავსონი - არის ერთადერთი მოდელი, რომელმაც განახორციელა ყველაზე მეტი ჩვენება 1 სეზონის განმავლობაში. გუსტავსონს უწოდებენ ახალგაზრდა ქალღმერთს, "შვედეთის სენსაციასა' და მომავალ კეიტ მოსს. ფრიდას საყვარელი მოდელი რაკელ ციმერმანია. რათა იყოს ყოველთვის ფორმაში, ფრიდა დაკავებულია სირბილითა და ტანვარჯიშით. ისღა დაგვრჩენია შევხედოთ მის სხეულს და აღვფრთოვანდეთ.!
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

ამ ეტაპზე ფრიდა მუშაობს და ცხოვრობს ნიუ იორკში. გოგონას საიდუმლო იცნება - კი მოდის წარმატებულ სტილისტად ან შესანიშნავ დიზაინერად გახდომაა. მანამ კი ფრიდა მოდის ინდუსტრიას იკვლევს შიგნიდან. ახდება თუ არა გუსტავსონის დაჟინებული ოცნება - ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ხოლო მანამდე, ჩვენ გვაქვს პატივი დავტკბეთ ფრიდას ცქერით.

♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ
♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ

♡ ფრიდა გუსტავსონის გზა წარმატებისკენ


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top