;
22 აპრილი 2012      MaRihanna     45 კომენტარი     ნანახია 3385-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

პირს ბროსნანი
გთავაზობთ ინფორმაციას მსახიობის ბიოგრაფიაზე, კარიერაზე, ქორწინებებსა და
მოქალაქეობაზე, ასევე ფაქტებს და ფოტოებს.


ადრეული ცხოვრება

პირს ბროსნანი არის ირლანდიელი მსახიობი, პროდიუსერი და გარემოს დაცვის სპეციალისტი.
დაიბადა 1953 წლის 16 მაისს დროედაში, ირლანდია. ის დედისერთაა, არ ყავს არც ძმა და არც და.
მამამისი თომას ბროსნანი დურგალი გახლდათ. 12 წლის მანძილზე ცხოვრობდა Navan-ში, შემდეგ კი
ბროსნანის დედა ლონდონში გადავიდა, რათა ემუშავა ბავშვების ექთნად. ეს გადაწყვეტილება მან
იმიტომ მიიღო, რომ პირსის მამამ ოჯახი მიატოვა.
პირს ბროსნანი

ბროსნანი პატარა ქალაქ Navan-ში გაიზარდა, მან არასდროს იცოდა ვინ იყო მამამისი. თომასმა
[მამამისმა] ის მიატოვა მაშინ, როდესაც ჩვილი იყო, ამის შემდეგ პირსი დედამისისა და ბებიამისის
მზრუნველობის ქვეშ დარჩა. როგორც თავად მსახიობი ამბობს, დედამისი ძალზედ მამაცი იყო,
რადგან მან გადადგა ნაბიჯი და წავიდა ლონდონში ექთნად სამუშაოდ. ამის შემდეგ პირსის დედა
სახლში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა, ამიტომ მსახიობი ძირითადად მაინც
ბებიასთან იზრდებოდა. როდესაც ბებიამისი გარდაიცვალა, ის საცხოვრებლად დეიდასთან და
ბიძიასთან გადავიდა, მოგვიანებით კი ის გაგზავნეს სხვასთან, რომელსაც ერქვა Eileen. ბროსნანი
კათოლიკედ აღიზარდა.
პირს ბროსნანი

ბროსნანმა ირლანდია 1964 წლის 12 აგვისტოს დატოვა და დედამისს დაუბრუნდა , ამ დროს
დედამიის ახალი მეუღლე ჰყავდა: ბრიტანელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი William Carmichael-ი.
ბროსნანმა დედამისის ახალი ქმარი მიიღო ისე, როგორც მამა. ბროსნანმა განათლება Elliott -ის
სკოლაში მიიღო, დასავლეთ ლონდონში. მისი ზედმეტსახელი სკოლაში გახლდათ "Irish"/
ირლანდიელი.
პირს ბროსნანი

16 წლის ასაკში, როდესაც სკოლა დაამთავრა გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი და დაიწყო სწავლა
წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში. ამის შემდეგ, ცირკის აგენტმა
დაინახა პირსის ქუჩაში წარმოდგენილი სანახაობა და დაიქირავა სამი წლით. ამ სამი წლის
მანძილზე მოამზადა, როგორც მსახიობი Drama Centre London-ში. ბროსნანმა აღწერა თუ როგორი
განცდაა გახდე მსახიობი.
პირს ბროსნანი

"როდესაც მე ვიპოვე მსახიობობა, ან მსახიობობამ მიპოვა მე, ეს იყო განთავისუფლება. ეს იყო
ნაბიჯი ჩემს სხვა ცხოვრებაში, მოშორებით იმ ცხოვრებიდან რომელიც მე მქონდა და თეატრი იყო
ის სადაც მე ვიყავი კარგად, რაღაც რაც იყო დაფასებული."

პირს ბროსნანი

კარიერა

1982-1987 წლებში პირსი სატელევიზიო სერიალ Remington Steele-ში იღებდა მონაწილეობას.
Remington Steele-ის შემდეგ კი ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: Dante's Peak და The Thomas
Crown Affair. 1995 წელს ბროსნანი გახდა მეხუთე მსახიობი, რომელმაც შეასრულა ჯეიმზ ბონდის
როლი 4 ფილმში [1995-2002]. ჯეიმზ ბონდის შემდეგ, იგი გამოჩნდა სხვადასხვა ფილმებში: The
Matador (რომლისთვისაც ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე 2005 წელს), Mamma Mia! და The
Ghost Writer (2010). შემდგომ წლებში, ის ცნობილი გახდა თავისი საქველმოქმედო საქმიანობითა და
გარემოსდაცვით.
პირს ბროსნანი

პირსი ბროსნანის ქორწინებები:

პირსი დაქორწინებული იყო ავსტრალიელ მსახიობ კასანდრა ჰარისზე 1980 წლიდან 1991 წლამდე,
1991 წელს კასანდრა გარდაიცვალა. კასანდრამ პირსს ერთი შვილი გაუჩინა. 2001 წელს მან ცოლად
მოიყვანა ამერიკელი ჟურნალისტი Keely Shaye Smith.
პირს ბროსნანი

მოქალაქეობა:

პირსი ამერიკის მოქალაქე 2004 წელს გახდა, მაგრამ ირლანდიის მოქალაქეობა მაინც შეინარჩუნა.
ირლანდიურ მოქალაქეობაზე მსახიობმა განაცხადა, რომ ეს არის ის ეროვნება, საიდანაც მოდის.
პირს ბროსნანი

ფაქტები და გამონათქვამები:

პირსის სიმაღლე არის 1.88 მ, წონა კი - 88.64 კგ.

მისი საყვარელი ბონდის ფილმები არის: "From Russia with Love" (1963) და "For Your Eyes Only" (1981)
ყველაზე ნაკლებად კი "On Her Majesty's Secret Service" (1969) უყვარს.

"წლის საერთაშორისო ვარსკვლავის" სახელი მიენიჭა Cinema Expo-ზე, 2002 წელს, ამსტერდამში.

პირს ბროსნანი ზედისედ ორჯერ ამერიკის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარეს

2001 წელს გადაეცა ჰუმანიტარული ჯილდო

მისი სამსაიობო დებიუტი 1975 წელს შედგა

პირსი და მერილ სტრიპი მეგობრები არიან, ბროსნანის თქმით ყველაფერზე მოაწერს ხელს, სადაც
მერილთან ერთად ითამაშებს.
პირს ბროსნანი

___________________________________________________________

პირს ბროსნანი
პირს ბროსნანი
პირს ბროსნანი

პირს ბროსნანი
პირს ბროსნანი


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

45


  • mari.bedoidze თქვა:
    22 მაი 2013 13:50 - ID: 45,
    ვგიიჟდეებიი ისეე მოომწოონს love მამაკაციისს იდეალიააა ჩემთვის

  • natalia_merlin18 თქვა:
    24 აპრილი 2012 22:13 - ID: 44,
    კაი ტიპია ! feel love

  • tamo თქვა:
    24 აპრილი 2012 15:47 - ID: 43,
    ამაზე სიმპატიურიი არავინ არ მეგულება drunk love
    ძAლიან მაგარიი სიახლეა მარიამმ ფავორიტებშიი

  • MaRihanna თქვა:
    24 აპრილი 2012 14:28 - ID: 42,
    taka-tako,
    sopho),
    THANKS request

  • taka-tako თქვა:
    23 აპრილი 2012 17:19 - ID: 41,
    მამაკაცის იდეალია ჩემთვის ყველაზე მეტად მომწონს love love ძალიან კარგი სიახლეა feel

  • sopho) თქვა:
    23 აპრილი 2012 16:54 - ID: 40,
    უსიმპატიურესი კაცია:) მომწონს "ამის" ფილმები

    კარგი სიახლეა

  • niniiiiiii თქვა:
    23 აპრილი 2012 14:41 - ID: 39,
    ნამდვილი ჯეიმს ბონდია,დედაჩემს ევასება wink

  • MaRihanna თქვა:
    23 აპრილი 2012 14:26 - ID: 38,
    MELINDA,
    ბოდიში, შემეშალა და ჩავასწორე. სიჩქარეში ალბათ :) უშეცდომო არავინაა

  • adele თქვა:
    23 აპრილი 2012 14:20 - ID: 37,
    ra kaciaa love

  • delena...97 თქვა:
    23 აპრილი 2012 14:12 - ID: 36,
    ყველაზე მაგარი ჯეიმს ბონდი.დანარჩენი არცერთი არ მომწონსს,რაღაც არ უხდებათ

  • me თქვა:
    23 აპრილი 2012 13:46 - ID: 35,
    მაგარი კაცია love

  • barjakuzu თქვა:
    23 აპრილი 2012 11:06 - ID: 34,
    ირლანდიელ კაცებზე ვჭედავ

  • FuckYourMother თქვა:
    23 აპრილი 2012 09:34 - ID: 33,
    მაგარი კაცია love

  • natukaaa22 თქვა:
    23 აპრილი 2012 02:16 - ID: 32,
    ყველაზე მაგარი ჯეიმს ბონდი შონ კონნერის შემდეგ

  • Taly თქვა:
    23 აპრილი 2012 00:52 - ID: 31,
    ყველაზე სიმპატიური მთელ ჰოლივუდში ))

  • MELINDA თქვა:
    23 აპრილი 2012 00:03 - ID: 30,
    ყველაზე მეტად ამას უხდება ჯეიმს ბონდის როლი,სხვას ვერც აღვიქვავ მართალი გითხრათ.უნიჭიერესი მსახიობია,სიმპატიური და კარგი ადამიანიც ჩანს მისი ბიოგრაფია რომ გადაიკითხოთ სადმე.
    ისე,მერლინ სტრიპი კი არა,[u][/u]მ ე რ ი ლ ს ტ რ ი პ ი. ეგ ნამდვილად არ უნდა შეგშლოდათ. წავიკითხე რომ "მამა მიას" სცენარი არც წაუკითხავს ისე განაცხადა თანხმობა ფილმში თამაშზე,მერილ სტრიპთან ერთად ნებისმიერ ფილმში ვითამაშებო.

  • zula თქვა:
    23 აპრილი 2012 00:00 - ID: 29,
    ისიმპატიურესი კაცი love

  • megane თქვა:
    22 აპრილი 2012 22:50 - ID: 28,
    უსიმპატიურესია ბევრ ახალგაზრდას ჯობს love

  • Maryyy თქვა:
    22 აპრილი 2012 22:27 - ID: 27,
    love

  • MaRihanna თქვა:
    22 აპრილი 2012 21:21 - ID: 26,
    TT.West ♥,
    ვაიმეე ჩეემო ლამაზოო love თაათ ფავორიტი ? drunk ძაან მიხარია, რომ მეუბნებიან ფავორიტი ენჯელი ხარო, უღმესი მადლობა საყვარელო <3

    Johnny depp,
    Mari Glonti,
    Kapa,
    Mari.♫,
    დიდი მადლობა გოგოებო, თქვენი ესეთი სიტყვებისთვის ღირს ესეთი ნიუსების კეთება, გმადლობთ ! love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top