;
30 აპრილი 2012      TAMO _ ANGEL     18 კომენტარი     ნანახია 3316-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები


ესტელა უორენი -კანადელი მსახიობი და მოდელი. Chanel #5 -ისა და "Sports Illustrated Swimsuit Edition" -ის ყოფილი მთავარი სახე.

ესტელა უორენი დაიბადა 1978 წლის 23 დეკემბერს კანადის პროვინციაში,საშუალო შესაძლებლობების მქონე ოჯახში.დედა სკოლის დირექტორად მუშაობდა,ხოლო მამა კი ძველი მანქნებით ვაჭრობდა.ესტელა პატარაობიდან გატაცებული იყო სპორტით,კერძოდ კი ცურვით.მას შემდეგ რაც ესტელა პროფესიონალურად დაეუფლა ცურვას,კერძოდ 12 წლის ასაკში,ის ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად იმისთვის,რომ პროფესიონალურად ემუშავა ტორონტოს სახელმწიფო გუნდთან.



ესტელას სამოდელო კარიერა დაიწყო მაშინ,როცა გოგონამ სკოლის ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა.ამ კონკურსის ფოტოები გაიგზავნა ნიუ-იორკის მსხვილ სამოდელო სააგენტოებში და მათ უმაღლესი შეფასება მიიღეს.ცოტა ხნის შემდეგ,ესტელა უკვე მუშაობდა ისეთ ფოტოგრაფთან,როგორიცაა ენელ ფონ უნვერტი.ესტელამ ჟურნალ VOGUE-ს იტალიური ვერსიის გარეკანი ზედიზედ სამჯერ დაამშვენა,რააც დამეთანხმებით,რომ დამწყები მოდელისთვის სერიოზული მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია.რებეკა იხსენებს:“მე ვფიქრობდი,რომ მოდელობა სახალისო იქნებოდა,თუმცა აღმოჩნდა რომ მოდელის სამუშაო ძალიან დატვირთული და დამღლელია.“



იმის გათვალისწინებით,რომ ესტელა ტორონტოში 4 წლის განმავლობაში სრულიად დამოუკიდებლად და მარტოდ ცხოვრობდა,მისი ნიუ-იორკში გადასვლა მისთვის სასიხარულო მოვლენად იქცა.ესტელას მამამ შვილის მენეჯერობა შეითავსა და მალევე ესტელამ მიიღო ის სამუშაო,რაც მას სურდა.ის გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე,როგორებიც არიან : Marie Claire,ჟურნალ Elle-ს ფრანგულ,გერმანულ,ესპანურ და იტალიური ვერსიები და გერმანული GQ .



ესტელას ბევრ სარეკლამო კამპანიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.ყველაზე თვალშისაცემი და ღირსეული კი ამათგან იყო ის,რომ ესტელა შანელის პარფიუმერული მარკის სახე გახდა.ლუკ ბესონმა ესტელა აირჩია chanel #5-ის ახალ სახედ.





რაც შეეხება პოდიუმს,ის წარადგენდა ისეთი ცნობილი და წარმატებული დიზაინერების სამოსს,როგორებიც არიან:კენზო,სონია რაიკიელი და ივ სენ-ლორანი.ესტელა უორენი ამბობს,რომ ის ძირითადი მიზეზი,რის გამოც მას თავისი სამუშაო უყვარს,სხვადასხვა ხალხთან შეხვედრის უბადლო შესაძლებლობაა.ასევე ის აღმერთებს თავის სამუშაოს იმის გამოც,რომ მას აქვს შანსი იმოგზაუროს მთელი მსოფლიოს გარშემო,მოდელის სამუშაო გრაფიკის სპეციფიკა ხომ ასეთია.თუმცა მისი თქმით,ხშირი ფრენა ძალიან გადამღლელია.ესტელა ამას თავისი სამუშაოს ერთადერთ მინუსად მიიჩნევს.



ფიგურის შესანარჩუნებლად მოდელი ბევრს ვარჯიშობს:“ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ,ყოველთვის ვგრძნობ ადრენალინის მოზღვავებას.მე დავრბივარ,ვკატაობ ველოსიპედით და დაკავებული ვარ იოგით,ასევე დავდივარ სპორტდარბაზში და ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ.“ესტელა ასევე ამბობს,რომ მიირთმევს ბევრ ხილს და ბოსტნეულს,თუმცა ის არც ტკბილეულზე ამბობს უარს:“როცა რამე ტკბილი მინდა,მივირთმევ ნაყინს.ვგიჟდები ნაყინზე".თავისუფალ დროს ესტელა თავისი საყვარელი ჰობით,ცხენზე ჯირითითა და რა თქმა უნდა ცურვითაა დაკავებული.





არ არის გასაკვირი ის ფაქტი,რომ ესტელა ხშირად შეგვიძლია ვნახოთ საცურაო კოსტიუმში.ის წარმოადგენდა "Sports Illustrated Swimsuit Edition"-ის მთავარ სახეს სხვა ცნობილ მოდელებთან :ლეტიცია კასტასთან, კერი ოტისთან და ჰეიდი კლუმთან ერთად.





მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში და წარმატებული სუპერმოდელი,კონტრაქტების მქონე მილანში,ნიუ-იორკში,პარიზსა და ლონდონში,სულ მალე კარიერის სულ სხვა საფეხურზე გადადის და საკუთარ თავში მსახიობობის ნიჭს აღმოაჩენს.მანამ,სანამ კინოში ითამაშებდა,ის ყოველთვის აღნიშნავდა,რომ სიამოვნებით გახდებოდა მსახიობი.საბოლოოდ ესტელამ სერიოზულად გადაწყვიტა მსახიობობით დაკავებულიყო.2001 წელს მისი მონაწილეობით გამოვიდა ფილმი “Driven”,სადაც ესტელამ რბოლაში მსოფლიო ჩემპიონის,სოფი სიმონეს როლი შეასრულა.ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობს,როგორიცაა სილვესტერ სტალონე.





“Planet of apes”-ში ესტელამ შეასრულა დაენას როლი,რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა.ამ ფილმში მან თავისი ფიზიკური შესაძლებლობები მთლიანად გამოამჟღავნა.ამისათვის ის სისტემატიურად დარბოდა,ცხენზე ჯირითობდა და ცურავდა.






ფილმების რაოდენობა ესტელას მონაწილეობით უფროდაუფრო მატულობს.ფილმებმა „Kangaaro Jack” და “The cooler” საბოლოოდ დაამკვიდრეს ესტელას იმიჯი,როგორც მოთხოვნადი და ნიჭიერი მსახიობისა.ამ ორმა ფილმმა,რომელიც იყო ძალიან მასშტაბური,შემქმნელებს ბევრი ფული,ხოლო მონაწილე მსახიობებს კი თავბრუდამხვევი დიდება და წარმატება მოუტანა.








ბოლო წლებში,ესტელა პრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება.
ის ხშირად აძლევს პრესას ინტერვიუებს.გთავაზობთ ამონარიდებს მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან.


-მაშინ როცა უყურებ ოლიმპიურ თამაშებს,ნანობ თუ არა რომ შენი სპორტული კარიერა არ გააგრძელე?

-რათქმაუნდა,როცა ვუყურებ ოლიმპიურ თამაშებს ნოსტალგია მიპყრობს,თუმცა მე კმაყოფილი ვარ იმ გზით რომელიც ავირჩიე.

-გენატრება თუ არა ის როლები,რომელთა გამოც არ გიწევს ბევრი ფიზიკური დატვირთვის შესრულება?

-პირიქით,მე ძალიან მომწონს,როცა ფილმში იმის დემონსტრირება მიწევს,რაც მომწონს.როცა როლს მთავაზობენ,ძალიან მინდა,რომ იქ ერთი ეპიზოდი მაინც იყოს,სადაც წყალში ყვინთვა ან ცურვა მიწევს.

-როგორია შენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი?


-ძალიან უბრალო.ჩვეულებრივ,მე ვატარებ კაბებს და ჯინსებს;მოკლედ მე ძალიან უბრალო და არაფრით გამორჩეული გარდერობი მაქვს.ძალიან მიყვარს შორტები და უბრალო სპორტული მაისურები.


-მისდევ თუ არა მოდას?ცდილობ რომ მუდამ მოდის შესაბამისად იყო შემოსილი?


-ძალიან რთულია ეს გააკეთო.როცა რაღაც გადადის მოდიდან,ის უცებ იაფდება და ყველა მას ყიდულობს.ვფიქრობ,რომ უნდა ისიამოვნო იმით,რასაც მოდა გთავაზობს,თუმცა მოდას არ უნდა მისცე უფლება შენზე იბატონოს.


-გყავს თუ არა შინაური ცხოველები?


-არა,მაგრამ ვნატრობ რომ ძაღლი მყავდეს.მიუხედავად ამისა,ვიცი,რომ შინაური ცხოველები კიდევ დიდხანს არ მეყოლება.მე ძალიან იშვიათად ვარ სახლში,ხშირად ვმოგზაურობ;ცხოველებს ყურადღება და მოვლა სჭირდებათ,ამისთვის კი მე არა მაქვს დრო.


-ზოგჯერ არ გიჩნდება ის აზრი,რომ ბედნიერ სიზმარში ხარ და ის ყველაფერი რაც დღეს გაქვს უბრალოდ ლამაზი სიზმარია?

-კი,ხშირად მიჩნდება ეს აზრი.ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო,რომ ასე გამიმართლა.ძალიან მიყვარს კამერების წინ პოზიორობა და ვთვლი,რომ ამქვეყნად ყველაზე კარგი სამუშაო მაქვს!























































კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

18


  • TAMO _ ANGEL თქვა:
    30 აპრილი 2012 21:09 - ID: 18,
    მე ეს გოგო დიდად არ მომწონს,თუმცა რაც შევარჩიე სურათები მეტ-ნაკლებად ყველაში ძალიან ლამაზია love winked

  • AaaNi თქვა:
    30 აპრილი 2012 20:52 - ID: 17,
    რა ლამაზია :X love

  • AnneCrazy თქვა:
    30 აპრილი 2012 20:05 - ID: 16,
    ძაან ლამაზია, ბევრ მოდელს ჯობია love

  • ninikoo თქვა:
    30 აპრილი 2012 19:27 - ID: 15,
    დიდად არ მომეწონა fellow

  • Kapa თქვა:
    30 აპრილი 2012 17:07 - ID: 14,
    ar momwons es gogo saertod... tani ki kargi aqvs ...:)

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    30 აპრილი 2012 17:03 - ID: 13,
    ta_mo მადლობა,პროფესიონალი ადამიანის სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს:) love

    kristi_
    sallome
    barjakuzu
    gvancii111
    Anch_Bey
    გმადლობთ:) love

  • tamo თქვა:
    30 აპრილი 2012 16:43 - ID: 12,
    http://s019.radikal.ru/i624/1204/17/ccae07393047.jpg ამ ფოტოშიი ირინა შეიკს მივამსგავსეე....
    ტუჩებით claire holt-ს გავს...
    დედა იმ გველთან რა ჯანდაბა უნდოდა :XX
    უი გამახსენდსა ეს გოგო ერთი ფილმი მაქვს ნანახიი და ბოლომდე ვერ გავძელი უაზრობა იყოო

  • Anch_Bey თქვა:
    30 აპრილი 2012 16:28 - ID: 11,
    ვაიმეეეჰ, რა კარგი გოგოა.. ოჰოო, ამ ბოლო დროს რა მაგარი და ვრცელი ნიუსები იდება ენჯელლზეე love love
    ციტატა: ta_mo
    ვაიმე რამდენი ენჯელი გველოდებააა,

    აიი, მართაალიი ხარრ love

  • Alice თქვა:
    30 აპრილი 2012 15:47 - ID: 10,
    კარგი ტანი აქვს)) სკარლეტ იოჰანსონსს მაგონებს...

  • keetaa თქვა:
    30 აპრილი 2012 14:55 - ID: 9,
    ვაიმე რა მაგარი გოგოა გავგიჟდი

  • im888 თქვა:
    30 აპრილი 2012 14:23 - ID: 8,
    ძაან მაგარი გოგოა!!

  • gvancii111 თქვა:
    30 აპრილი 2012 13:58 - ID: 7,
    ნიუსი კარგია, გოგოსაც არაუშავს smile

  • Nii♥ თქვა:
    30 აპრილი 2012 12:50 - ID: 6,
    ვაუუ რა ქალიაა დავიშოკე. განსაკუთრებით ტუჩები და მკერდი love

  • barjakuzu თქვა:
    30 აპრილი 2012 12:26 - ID: 5,
    ნიუსიც კარგია და გოგო ხო საერთოდ რა რტანი აქვს ხალხოოოოოო

  • Melakoo თქვა:
    30 აპრილი 2012 11:09 - ID: 4,
    საყვარელი love

  • sallome თქვა:
    30 აპრილი 2012 00:44 - ID: 3,
    არ მომეწონა ეს გოგო... ნიუსი ძალიან კარგია, სრულყოფილი : )

  • kristi_ თქვა:
    30 აპრილი 2012 00:19 - ID: 2,
    ძალიან საინტერესო ნიუსი იყო ჩემო კარგო love ეს გოგო არც ისე მომწონს fellow

  • camilla თქვა:
    30 აპრილი 2012 00:17 - ID: 1,
    მიყვარს ეს გოგო,ძალიან საყვარელი სახე აქვს,ტანზე ლაპარაკიც ზედმეტია უნიკალური love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top