;
26 აპრილი 2012      ta_mo     26 კომენტარი     ნანახია 7673-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჩვენი დროის სუპერმოდელები ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან, რაღთქმაუნდა საზოგადოებას
ყოველთვის აინტერესებს თუ რა მეთოდებითა და ხრიკებით ახერხებენ მუდმივად ფორმაში ყოფნას, ისეთმა
მოდელებმა როგორებიც არიან ანია რუბიკი, კარლი კლოსი, ფრაია ერიქსონი, კოკო როშა, ჰანა
გაბი
და ლიუ ვენი, გაამხილეს საკუთარი საიდუმლოებები თავის მოვლასთან დაკავშირებით.

______________________________________________________________

ანია რუბიკი

პოლონელი სუპერმოდელის საიდუმლო მდგომარეობს დიდი რაოდენობით ბოსტნეულისგან დამზადებული
წვენების მიღებაში. ანიას თქმით რაც მისმა კოსმეტოლოგმა ურჩია დილა-საღამოს საკვებთან ერთად წვენების სმა,
მას შემდეგ რუბიკს სახის კანთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ შექმნია.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


კოკო როშა

კოკოს თქმით არ არის საჭირო ტონალური კრემის ყოველდღიურად გამოყენება, იგი თვლის, რომ კოსმეტიკის
ხშირი ხმარება კანზე დამანგრევლად მოქმედებს, ამიტომ ყველას ურჩევს, განსაკუთრებით კი მოზარდებს, რომ
ყოველდღიურად მხოლოდ და მხოლოდ ტუშითა და ღია ფერის ტუჩსაცხით შემოიფარგლონ.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


ფრაია ბეა ერიქსონო

ფრაია დიდი რაოდენობით იყენებს სახის კანის დამატენიანებელ საშუალებებს, ამ კრემების მეშვეობით,
მისი კანი მუდმივად ახერხებს სუნთქვას.

" მე რეგულარულად, დილა საღამოს, ვიყენებ სახის დამატენიანებელ კრემებს. პოდიუმს მიღმა
კი ძალიან იშვიათად ვხმარობ კოსმეტიკას, მხოლოდ პუდრს ვიყენებ, რათა ჩემმა სახემ მიიღოს სასურველი ფერი"


სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


ჰანა-გაბი ოდიელე

ჰანას თქმით მისი მთავარი პრობლემა მშრალი თმაა, ამიტომ ცდილობს ხშირად არ იხმაროს სხვა და სხვა სახის
შამპუნები და თმის მოვლის საშუალებები. მოდელი უპირატესობას ანიჭებს Bumble and Bumble-ს
მუსს, რის შედეგადად მისი თმა ყოველთვის ინარჩუნებს მბზინავ იერს.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


ჯესიკა სტამი

ჯესიკას დრო და დრო, საკუთარ სახლში სტუმრობს მისი პირადი დერმატოლოგი, რომელიც
მოდელს სახის სხვა და სხვა სახის ნიღბებს უკეთებს, რის შედეგადაც სტამის კანი არ კარგავს ახალგაზრდულ
და ცოცხალ იერს, ასევე მოდელი დიდი რაოდენობით იღებს წყალს დღის განმავლობაში.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


კარლი კლოსი

კარლი იყენებს კრემების კრებულს სახელწოდებით Embryolisse, რომლებიც განკუთვნილია ტანისა
და სახის კანის მოვლისთვის, ბრენდის ნაწარმი განკუთვნილია ორი ტიპის კანისთვის, მშრალი და ცხიმიანი,
მოდელს ასევე ძალიან იზიდავს წითელი ტუჩსაცხი, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად იყენებს.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო


ლიუ ვენი

ლიუ თავად აკეთებს ნიღბებს, მან გაამხილა, რომ მისი დიდი ბებიის რეცეპტები ყველაზე ეფექტურია.
მოდელის თქმით მას არასდროს გაუჩნდება მისი ბუნებრივად შავი თმის შეღებვის სურვილი, ამიტომ სახის
კანზე ნაკლებ მნიშვნელობას არ უთმობს თმის მოვლის პროცედურებს.

სუპერმოდელების სილამაზის საიდუმლო



კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

26


  • Ms.Casillas თქვა:
    8 მაი 2012 17:55 - ID: 26,
    elga,
    და ეგ როგორ? ჩემმა დაქალმა წაისვა ეგ და სახეზე საშინლად გამოუყარა.........

  • elga თქვა:
    29 აპრილი 2012 00:30 - ID: 25,
    Melakoo
    eg ise gaviblatave tore, xshirad maviwydeba xolme xan marto dilas visvam xan game wink magram maibxc aucilebelia saxes rom mivxedot chven ukve im asakshi vart lol

  • Melakoo თქვა:
    28 აპრილი 2012 22:08 - ID: 24,
    elga,
    გაგიმარჯოს winked და რატო იყენებ მაგდენ კრემებს,მაგდენს საჭიროებ? wink

  • elga თქვა:
    27 აპრილი 2012 14:23 - ID: 23,
    Melakoo
    mec 22 var gamarjoba wink me vxmarob dila sagamos kremebs damatenianebels da kide dawolis win visvam saxe vazis cremlebs icit ra magariaa.

  • me თქვა:
    27 აპრილი 2012 10:49 - ID: 22,
    ანია love კოკო love

  • Melakoo თქვა:
    27 აპრილი 2012 10:46 - ID: 21,
    22 წლის ვარ და რამე დამატენიანებელი თუ სხვა სახის კრემები არ გამომიყენებია და აზრზეც არ ვარ რა რისთვისაა wink ან კიდე ტონალური რა საშინელებაა ყოველდღე მითუმეტეს...ტუში და შავი ფანქარი,დანარჩენი ბუნებრივ სილამაზეს შემოევლოს ჩემი თავი request

  • m_a_n_ch_o თქვა:
    27 აპრილი 2012 10:31 - ID: 20,
    love love მომეწონა სიახლე ძალიან <3
    კარლი,ჯესიკა,ჰანა,ფრეააააააა love

  • QiQiTo:):) თქვა:
    27 აპრილი 2012 09:58 - ID: 19,
    კარლი..კოკო..ჯესიკა

  • Mari Glonti თქვა:
    27 აპრილი 2012 00:05 - ID: 18,
    dzalian momewona tamo newsi love da fotoebic mshvenieri shegirchevia da me albat cocos rchevas ufro vitvaliswineb im tuchsacxsac da tichsac ki ar viyeneb saertod arafers da anjas xandaxan :D jessicasavit didi raodenobit wyals vsvam da karliesavit ert krems vanicheb upirateobas visvam xolme ogond Fresavit regularulad ara

  • amanda თქვა:
    26 აპრილი 2012 23:36 - ID: 17,
    ლიუ ვენი,კარლი კლოსი და ჰანა არ მევასებიან:@:D დანარჩენები კიი მაგრად love

    წყლის მიღება მართლა კარგია სახის კანისთვის,ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს და სულ ვიტენიანებ,მოკლედ მეც კარგი კანი მაქვს :D:D:P

  • barjakuzu თქვა:
    26 აპრილი 2012 23:20 - ID: 16,
    ჰანა გაბის სილამაზის საიდუმლო? სასაცილოა, რას გავს ეს მათხოვარი ,რუბიკი მიყვარს!

  • Nii♥ თქვა:
    26 აპრილი 2012 23:02 - ID: 15,
    მეც მინდა ასეთი სახის კანი sad ამ გამონაყარმა სისხლი გამიშრო :((( ყველაფერიი გავაკეთე რაც შეიძლებოდა,მაგრამ არაფერმა არ მიშველა :(( მაინც და მაინც უნდა გავთხოვდე? :D:D

  • len... თქვა:
    26 აპრილი 2012 23:01 - ID: 14,
    უჰ რა პრობლემები ქონიათ, რაღა ეშველებათ... კარგით რა ნეტა ამათ რაც აწუხებს ის მაწუხებდეს მარტო...

  • luckygirl თქვა:
    26 აპრილი 2012 22:29 - ID: 13,
    ნეტა რა ალაპარაკებთ ამ მწეველ მოდელებს lol

  • SoFo11 თქვა:
    26 აპრილი 2012 22:23 - ID: 12,
    Coco Rocha love

  • keetaa თქვა:
    26 აპრილი 2012 22:16 - ID: 11,
    მაგარია თამ love

  • salu თქვა:
    26 აპრილი 2012 21:49 - ID: 10,
    მატი სილამაზის საიდუმლო ის არის რომ ლამაზები დაიბადნენ)))

  • ninikoo თქვა:
    26 აპრილი 2012 21:42 - ID: 9,
    ანია კარლი და კოკო ულამაზესებიიიი love

  • MaRiSaBeLL თქვა:
    26 აპრილი 2012 21:41 - ID: 8,
    love მართლა ძაან მაგარი ნიუსია გავითვალისწინებ!

  • kristi_ თქვა:
    26 აპრილი 2012 21:24 - ID: 7,
    სილამაზით ნაკლებად მაგრამ მართლა ძალიან მოწესრიგებული აქვთ სახის კანი. ნიუსიი love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top