;
27 აპრილი 2012      ta_mo     22 კომენტარი     ნანახია 2743-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

24 წლის ბელგიელმა სუპერმოდელმა ჰანე გაბი ოდიელემ მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა ჯერ კიდევ
2005 წელს დაიწყო. შესაძლოა ითქვას, რომ მოდელმა საკუთარ პროფესიაში მწვერვალების დაპყრობა თავისუფლად
შეძლო, ოდიელემ განაცხადა, რომ მას არასდროს უფიქრია მოდელობაზე, თუმცა ამ ერთმა საბედისწერო
შეხვედრამ Suprime-ს აგენტთან, მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა უკეთესობისკენ.

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- ჰანე გაბი ოდიელე 1987 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა ბელგიაში, კერძოდ კორტრიჯში

- ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს აგენტმა ჰანე მის მშობლიურ ბელგიაში, 2005 წელს, როკ ფესტივალ Novarock-ზე



აღმოაჩინა, სადაც ოდიელეს შესთავაზა სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობა.

- ამავე წლის მიწურულს მოდელმა გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი სამოდელო სააგენტო Supreme-თან,
პარალელურად კი საცდელ ფოტოსესიებში იღებდა მონაწილეობას, რათა მისი პორთფოლიო გამდიდრებულიყო
სხვა და სხვა ტიპის ფოტოებით

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- 2006 წლის იანვრის თვეში შედგა ჰანეს დებიუტი პოდიუმზე, მან დახურა Marc by Marc Jacobs-ის ჩვენება
ნიუ-იორკის მაღალი მოდის კვირეულზე

- 2006 წლის ამერიკული ვოგის მარტის თვის ნომერში კი დაიბეჭდა მოდელის პირველი ფოტოსესია, ყოველივე
ამის შემდეგ იგი მოგვევლინა Alberta Ferretti-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო სახედ.

- ჰანე გაბის კარიერა საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ, თუმცა 2006 წელს, შობის დღესასწაულის ღამეს, მოდელს
ნიუ-იორკში დაარტყა მანქანამ, რის შედეგადაც ჰანამ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, ქირურგებმა მას უთხრეს,
რომ შესაძლებელი იყო იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინვალიდის სავარძელზე ყოფილიყო მიჯაჭვული.

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- მოდელმა არაერთი მძიმე ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, ქირურგებმა მას მარცხენა ფეხზე მუხლი გადაუნერგეს,
მყესების აღსადგენად კი 7 ოპერაცია გაუკეთეს, ყოველივე ამის შემდეგ ოდიელე 6 თვის განმავლობაში,
ყოველდღიურად სტუმრობდა ფსიქოლოგს.

- ოდიელეს მკურნალობის პროცესმა ორი წლი გასტანა, 2008 წლის დასწყისში კი მოდელმა ძალა მოიკრიბა და
Chanel-ის ჩვენებაზე ოფიციალურად შედგა მისი მოდის ინდუსტრიაში დაბრუნება.

- ამავე წელს ჰანე ვიხილეთ ისეთი დიზაინერების ჩვენებებზე როგორებიცაა Marc Jacobs, Max Mara, Alberta
Feretti, Balenciaga, Miu Miu, Prada, Givenchy და სხვა მრავალი.

- ჰანე არაერთი ფოტოგრაფის მუზაა, მათ შორის ჯონ სკარისბრიკის, მოდელის ფოტოსესიები იბეჭდება
ფრანგულ, პარუზულ, ჩინულ, კორეულ, რუსულ და ამერიკულ Vogue-ში, ასევე იგი ვიხილეთ ისეთი ჟურნალების
ფურცლებზე როგორებიცაა Marie Claire, Teen Vogue, Elle, W, V, Numero და ა.შ

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- ჰანე იმ მოდელების უმცირესობაშია, რომლებიც კამპანიების მხრივაც და პოდიუმის თვალსაზრისითაც
დაკავებულები არიან, მოდელი გახლდათ ისეთი ბრენდების სარეკლამო სახე როგორებიცაა Alberta Feretti, Mulberry,
Balenciaga, Vera Wang, DKNY Jeans, Boss Orange Nina west, და Juicy Couture.

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- ჰანას თქმით მის პროფესიაში ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობა, მაგრამ ამავდროულად აღნიშნავს,
რომ რთულია „ჩემოდნებზე ცხოვრება“ რადგან ძალიან იშვიათადაა შესაძლებელი ოჯახის მონახულება, თუმცა იგი
ბედნიერია, რომ დაიბადა 21-ე საუკუნეში, რადგან ინტერნეტით და მობილური ტელეფონით დღეში
არაერთხელ ეკონტაქტება მშობლებს და ახლობლებს.

- ჰანე და პოლონელი სუპერმოდელი კასია სტრუსი 2005 წლიდან დღემდე ერთად ცხოვრობენ ნიუ-იორკში, გოგონები
აღნიშნავენ, რომ ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მათთვის ერთმანეთთან ურთიერთობა სასიამოვნო და
საინტერესოა, რადგან კასია ჰანას ძალიან საინტერესო პიროვნებად მიიჩნევს, ამიტომაც ისინი დღესაც
საუკეთესო მეგობრები არიან და კამერის წინაც გამუდმებიდ ერთად პოზირებენ.

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე
ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე
^ ჰანე და კასია 2006 წელი

- როდესაც რეპორტიორმა ჰანეს კითხა რომ არა მოდელი რა პროფესიის იქნებოდა ახლა, ოდიელემ გაიღიმა
და უპასუხა, რომ 17 წლის ასაკში იგი არ ფიქრობდა მომავალზე და უბრალოდ ცხოვრებით ტკბებოდა, მან გულწრფელად
განაგრძო საუბარი და თქვა, რომ არც ეხლა იცის რა უნდა ზუსტად ცხოვრებისგან და ამიტომ აგრძელებს
მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობას.

- მოდელი საკუთარ ცხოვრებას ზღაპარს ადარებს, ჰანას არასდროს უფიქრია მოდელობაზე და ვერც კი აღიქვამდა ამ
პროფესის სერიოზულად, თუმცა ეხლა კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით და საკუთარი პროფესიით.

- საკუთარი წარმატების ფორმულად საკუთარ პოზიტიურ ხასიათს მიიჩნევს

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- ჰანე მის მიმართ ნათქვამ ყოველ ნეგატიურ მოსაზრებას ძალიან სერიოზულად უდგება და ყოველთვის
ცდილობს გახდეს უკეთესი და უკეთესი, რაც შეეხება კომპლიმენტებს, მოდელი არასდროს აძლევს თავს უფლებას, რომ
მის მიმართ გამოჩენილი სითბოსა და ქების შემდგომ მოდუნდეს. ცდილობს ყოველთვის მობილიზებული იყოს.

- ოდიელეს საუზმეს ყოველდღიურად კვერცხი და ბეკონი გახლავთ

- მოდელი 2010 წელს ვიხილეთ 59 დიზაინერის ჩვენებებზე

- ჰანე და მისი მეგობრები ხშირად სტუმრობენ მექსიკურ რესტორნებს ნიუ-იორკში

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე

- ჰანე გაბი არამარტო გარეგნობის მხივ გახლავთ უნიკალური, იგი ასევე გახლავთ საკმაოდ ორიგინალური
სტილის მფლობელი, ოდიელე არაერთხელ დასახელდა ყველაზე გემოვნებიან მოდელად, დიზაინერი ალექსანდრ ვონგი,
რომელიც ჰანეს ახლო მეგობარია, ხშირად აღნიშნავს, რომ მოდელს შეუძლია გახდეს იდეალური სტილისტი

ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე
ფაქტები ჰანე გაბი ოდიელეზე
^ ჰანე შეყვარებულთან ერთად

- ჰანე მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად საკუთარ პარტნიორს, ჯოშ სვიატექსს მიიჩნევს

- მისი საყვარელი ფილმი Easy Rider გახლავთ, საყვარელი მუსიკალური ბენდი კი The Books

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

22


  • ninikoo თქვა:
    29 აპრილი 2012 15:36 - ID: 22,
    ჰანი საყვარელია,კასია კი მიყვარს love

  • natalia_merlin18 თქვა:
    28 აპრილი 2012 19:57 - ID: 21,
    ძალიან მომწონს ეს გოგო.! love

  • MaRihanna თქვა:
    28 აპრილი 2012 16:48 - ID: 20,
    ta_mo,
    კი, კი მომღერლობა მინდა მაგრამ თან მოდელობაც :D ორივე :D

  • amanda თქვა:
    28 აპრილი 2012 16:36 - ID: 19,
    ta_mo,

    ხო რამოდენიმე დღის წინ ცუდი კომენტარი დავწერე,მაგრამ ეხლა სხვა თვალით შევხედე,უცბად მეცვლება ხოლმე ადამიანზე წარმოდგენა,ოღონდ ცუდიდან კარგზე გადადის ხოლმე,ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა:) არაა ლამაზი,მაგრამ რო დავაკვირდი რაღაც აქვს :) მეოთხე ფოტოზე განსაკუთრებით მომეწონა love

  • QiQiTo:):) თქვა:
    28 აპრილი 2012 13:36 - ID: 18,
    ta_mo,
    მოდელი ხაააა???

  • Be Original თქვა:
    28 აპრილი 2012 13:31 - ID: 17,
    უნიკალური გარეგნობა ნამდვილად არ აქვს, არც ლამაზია და პიროვნულად შეიძლება კარგი ადამიანი იყოს, მაგარმ მაინც არ მომწონს და რა ვქნა

  • barjakuzu თქვა:
    28 აპრილი 2012 12:46 - ID: 16,
    ფუ რას გავს საზიზღრობა და ამაზე ამბობენ საყვარელიაო ფუუუუუუუ

  • lalaa თქვა:
    28 აპრილი 2012 12:43 - ID: 15,
    უსაყვარლესია ჰანე <3 მომწონს ეს გოგო რაღაცა ენერგია მოაქვს დადებითი <3 ჰანე და კასია აი რავი განუყრელები ერმანეთის გარეშე მგონი არსად ჩნდებიან :) <3 მომწონს ნიუსი თან ძალიან <3

  • MaRihanna თქვა:
    28 აპრილი 2012 12:42 - ID: 14,
    ვსსო მეც შემიყვარდა :D ეხლა ვნახეე ამის ლაპარაკი და რა საყვარელია :D რაღაც ბავშვური ხმა აქვს, ცოტა თითქოს ბუზღუნაც :D მაგრამ საყვარელიაა ძაან <3 მართალია ლამაზი არ არის, მაგრამ არის რაღაც ამ მოდელში, რაც ადამიანს ხიბლავს..

    ოჰ, თამო.. შენ ასეთ ნიუსებში უბადლო ხარ ! არაჩვეულებრივი ნიუსია , ძალიან დახვეწილი, სრულყოფილი.. შენ ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარე ისეთი მოდელები, როგორებიცაა: ები ლი, თუნდაც ჰანე გაბი და სხვ... დარწმუნებული ვარრ ბევრს მიაღწევ მოდის სფეროში, ნუ მე თუ ვინმე დიდი პიროვნებაა გამოვედი არაასდროს დაგივიწყებ :D

  • niniiiiiii თქვა:
    28 აპრილი 2012 12:32 - ID: 13,
    მომეწონა, გოგოც კარგია და ნიუსიც love love

  • QiQiTo:):) თქვა:
    28 აპრილი 2012 11:22 - ID: 12,
    ლამაზია smile

  • Nina√ თქვა:
    28 აპრილი 2012 10:45 - ID: 11,
    ეს რომელიღაც ჩვენებაზე ვნახე და ისეთი საყვარელი იყო მომეწონა მაგრამ ლამაზი ნამდვილად არ არის
    რამხელა ტრამვა გადაუტანია ტოჩაღ ამას
    ნიუსი love

  • elga თქვა:
    28 აპრილი 2012 10:21 - ID: 10,
    sawyali ramxela travma gadautania dayochag ro shedzlo yvelaferi da cxovreba axlidan daiwyo. magari tipia i mogandomebs rom iyo shenc hannes nairi taviisufali da lagi. niusi love love love .

  • luckygirl თქვა:
    28 აპრილი 2012 10:11 - ID: 9,
    Kargi pirovneba chans, magram rogorc modeli ar momcons.

  • amanda თქვა:
    28 აპრილი 2012 01:08 - ID: 8,
    ეს გოგო სასტიკად არ მომწონდა ადრე,მაგრამ ეხლა რაღაც დადებითად განვწეყვე,მოკლედ თამო რაა აზრს მაცვლევინებ ხოლმეე :D თან შემეცოდა ავარიის გამო :(

  • Mari Glonti თქვა:
    28 აპრილი 2012 00:17 - ID: 7,
    tamo arvici ra vtqva srulyofili super newsia love giji sayvareli hanne mudmivad mxiaruli,cancara dadebiti energia shemoaqvs shenshi rom uyureb da gmuxtavs

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    28 აპრილი 2012 00:03 - ID: 6,
    ta_mo,
    რა კარგიაააა თამო, ძალიან მაინტერესებს სუვიზე ფაქტები და მისი ახლოდან გაცნობა, სარა ხომ ძალიან მიყვარს love ველიი

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    27 აპრილი 2012 23:58 - ID: 5,
    კიდევ მინდა ასეთი ნიუსები, თამო love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    27 აპრილი 2012 23:58 - ID: 4,
    რა საყვარელია, ლამაზი არ არის, მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნებაა და თბილი, რომ თავს შეგაყვარებს, მხიარული, მეგობრული, საინტერესო მოდელია love საწაყალი, ამდენი ოპერაციები გადაიტანა.

  • Ancho. თქვა:
    27 აპრილი 2012 23:56 - ID: 3,
    ვაიმეეე შემშურდა :D love
    საუკეთესო მეგობართან ერთად ცხოვრება, თან შეყვარებული
    ბიჭი რო ჰყავს გამიხარდა.
    საწყალი რა ტრამვა გადაიტანაააააა;((
    ვსო შემიყვარდა ჰანე

    მადლობა თა_მო ძალიან ძალიან მაგარი ხარ
    კიდე კიდე მინდა მოდელებზე ესეთიიიიიი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top