;
29 აპრილი 2012      Sofia ϟ ♥     16 კომენტარი     ნანახია 5032-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



სოფი მარსო - მისი ცხოვრების წესი.

ბუნებრივობა, აი სოფი მარსოს მთავარი დევიზი. იგი იშვიათად იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს. საბედნიეროდ, ბუნებამ მსახიობი იშვიათი სილამაზის კანით დააჯილდოვა. ”მე ვცდილობ შევინარჩუნო სახის კანისა და ტანის სილამაზე, ეს ჩემი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორ კარგადაც არ უნდა ვითამაშო ფილმებში, ჩემი ფასი, სამსახიობო ბაზარზე ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად გამოვიყურები ” - ამბობს სოფი.

მაკიაჟი - დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებებიდან, მარსომ მოყავისფრო - მოოქროსფერო ელფერზე შეაჩერა არჩევანი, ძირითადად ”ანიეს-ბ” - ს პროდუქციას იყენებს. მსახიობის პირადი გრიმიორი ტერი ჟურდანი, პირველ რიგში თვალებზე აკეთებს აქცენტს - შავი ტუში, ღია ყავისფერი ან მოოქროსფერო ჩრდილები. შემდეგ გადადის ტუჩებზე - ტუჩის საცხი ოდნავ ტონირებულია (მწიფე ალუბლისფერი) რაც ხაზს უსვამს სოფის ისედაც მშვენიერ ტუჩების მოხაზულობას.



მეტამორფოზა - სოფის ორი სახლი აქვს, ერთი პარიზში, სადაც იგი მუშაობს და მეორე ვარშავაში, სადაც მეუღლე, პოლონელ რეჟისორ ანჟეისთან ერთად ცხოვრობდა, სადაც დაშორდებოდნენ. პარიზში მსახიობი მდიდრულად ჩაცმული იყო და ელეგანტურ მაკიაჟს ატარებდა, ხოლო ვარშავაში, მისთვის სულ ერთი იყო რას ჩაიცმევდა. ერთხელ ჟურნალისტებმა მარსოს საშინელ ფორმაში მიუსწრეს და ფოტოებიც გადაუღეს.ამ ფოტოებმა პარიზში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სტატისტიკური მონაცემებით ფრანგი მამაკაცებისთვის ყველაზე სასურველი ქალი - სოფი მარსოა. ამჟამად სოფი კრისტოფერ ლამბერტს ხვდება.



ტანსაცმელი - სოფის ძალიან უყვარს ”ვალენტინოს” ტანსაცმელი, თითქმის ყველა დღესასწაულზე, კინოფესტივალზე , თუ ფილმის პრემიერაზე ცნობილი ბრენდი, მისი ერთგული კლიენტისთვის სპეციალურად ქმნის ახალ-ახალ კაბებს.ყოველდღიუ ცხოვრებაში კი, მსახიობი ჯინსებს, პულოვერებს და დიდ, კაშკაშა ფერის მოსასხამებს არჩევს.

საჭმელი - მარსოს სიგიჟემდე უყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით კი შოკოლადი, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად სოფი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გაათამამოს საკუთარი თავი. თუ მაინც ვერ მოითმინა და ტკბილეული შეიძინა , მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ საკონდიტროებს აკითხავს. იგი ცდილობს არ მიიღოს ძალიან ნოყიერი საკვები, მისი დიეტა უბრალოა : თევზი, ხორცი, ხილი და მინერალური წყალი.


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • Perfection❣ თქვა:
    1 მაი 2012 14:37 - ID: 16,
    ძალიან მიყვარს ეს მსახიობი love
    კარგი სიახლეა feel

  • zula თქვა:
    30 აპრილი 2012 22:22 - ID: 15,
    love

  • Sofia ϟ ♥ თქვა:
    30 აპრილი 2012 18:58 - ID: 14,
    it-girl,
    ვინ ამბობს რომ ლოლიდან ვიციო ? :) აბა მე საიდან მოვიგონო სიახლე მასწავლე და არაა პრობლემა, უკეთესად თუ შეგიძლია გზა ხსნილია მიდი და დადე, კრიტიკა ხალხი ნუ ხართ :) უსამართლო კრიტიკა არა სასიამოვნოა :) smile

  • Annnn...♥♥ თქვა:
    30 აპრილი 2012 17:51 - ID: 13,
    it-girl,
    მე მაგ ფილმში მყავს ნანახი და სხვა თავის საქმე იცის

  • Kapa თქვა:
    30 აპრილი 2012 17:15 - ID: 12,
    feel

  • Anch_Bey თქვა:
    30 აპრილი 2012 16:29 - ID: 11,
    ლალააა, ეს ქალი ძალიან მიყვარს love
    ვვაიიმმეეეჰ, რა კარგი ნიუსეებიი იდებაა ^_____^

  • natalia_merlin18 თქვა:
    30 აპრილი 2012 13:34 - ID: 10,
    მიყვარს ეს ქალიიიიიიიიიიიი love love

  • barjakuzu თქვა:
    30 აპრილი 2012 12:30 - ID: 9,
    კარგია სოფი ,ნიუსი უკეთესიც შეიძლებოდა

  • it-girl თქვა:
    30 აპრილი 2012 01:55 - ID: 8,
    რა არის კარგი სიახლე,სისულელეები რომ წერია?? ქმარს გაშორდა 2001 წელს და ცნობილ მსახიობს ხვდება ვისთან ერთადაც არის ზემოთ ფოტოებში. (Christopher Lambert) ისედაც ინტერნეტიდან გადმოწერილ "ნიუსებს" დებთ და იმასაც არასწორს! სირცხვილია! და ხალხი კიდე აღფრთოვანებას ვერ მალავს.. და ფილმ LOL-იდან რომ იცი მარტო ამ დონის მსახიობი ეგეც სირცხვილია ხალხნო!

  • DuuDa:)♥ თქვა:
    29 აპრილი 2012 23:47 - ID: 7,
    ჩემო ლამაზო love

  • Annnn...♥♥ თქვა:
    29 აპრილი 2012 23:46 - ID: 6,
    ეს ქალი ის არაა ფრანგული ფილმი როა LOL მანდ რო ლოლას დედას როლს ასრულებს

  • keetaa თქვა:
    29 აპრილი 2012 23:33 - ID: 5,
    სასწაული ქალიან ნადვილიად ულამაზესი

  • TT.West ♥ თქვა:
    29 აპრილი 2012 23:22 - ID: 4,
    ნიუსი - როგორც ყოველთვის შესანიშნავი love

  • amanda თქვა:
    29 აპრილი 2012 23:18 - ID: 3,
    ვაა კარგია სიახლეა,გამიხარდა სოფიზე რომ დავინახე ნიუსი,მაგრად მიყვარს love ლამაზია და მაგარი მსახიობი,ნუ ეხლა ფრანგები მაგრები არიან love ჩემი მეგობარი გავს მაგრად და ქართველ სოფი მარსოს ვუძახი :D

  • Lindsay თქვა:
    29 აპრილი 2012 23:13 - ID: 2,
    ვგიჟდებიიი love

  • Melakoo თქვა:
    29 აპრილი 2012 23:09 - ID: 1,
    ვაიმე რა კარგი სიახლეა,მიყვარს ეს ქალი,მონიკას მეგობარია love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top