;
3 მაი 2012      MaRihanna     38 კომენტარი     ნანახია 6255-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ნიკოლ კიდმანი
◆ ბიოგრაფია ◆

ნიკოლ მერი კიდმანი არის ავსტრალიელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ის დაიბადა ჰავაის შტატის დედაქალაქ ჰონოლულუში 1967 წლის 20 ივნისს. კიდმანს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: ამერიკის და ავსტრალიის. ნიკოლის მამა ანტონი დევიდ კიდმანი გახლავთ ბიოქიმიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი. კიდმანის წინაპრები იყვნენ შოტლანდიელები და ირლანდიელები. მსახიობის ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ, როდესაც ნიკოლი 4 წლის იყო. ამჟამად მისი მშობლები სიდნეიში ცხოვრობენ. კიდმანს ჰყავს უმცროსი და - ანტონია კიდმანი, რომელიც ჟურნალისტია. ნიკოლი ამბობს, რომ ის ძალიან მორცხვი ბავშვი იყო და ხანდახან ენაბლუც. ნიკოლს არ უყვარდა დღესასწაულებზე სიარული, ასევე არ მოსწონდა ხალხმრავალ რესტორნებში შესვლა. 1984 წელს , ნიკოლის დედას დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი, ამიტომ 17 წლის ასაკში მსახიობი იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ოჯახის დასახმარებლად მასაჟის თერაპევტად დაიწყო მუშაობა.
ნიკოლ კიდმანი
◆ კარიერა ◆

ნიკომა სამსახიობო კარიერა 1983 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ავსტრალიურ ფილმებში. მისი დებიუტი სამსახიობო კარიერაში ამავე წელს მოხდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმ Bush Christmas-ში. 1983 წლის დასასრულს კი მან სატელევიზიო სერიალ Five Mile Creek -ში ითამაშა. 1987 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმ "მოცეკვავე აჩრდილების ღამე "-ში, ხოლო 1986 წელს კი რომანტიკულ კომედიაში, სახელწოდებით " Windrider". 1988 წელს გამოჩნდა ფილმ Emerald City-ში. 1989 წელს ფილმ Dead Calm-ში მან Rae Ingram-ის როლი მოირგო, რომელიც საზღვაო ოფიცრის მეუღლე გახლდათ. კიდმანის თამაში ამ ფილმში დადებითად შეაფასეს. 1990 წლიდან კი მან მოიპოვა მსოფლიო აღიარება ისეთ ფილმებში თამაშის შემდეგ, როგორებიცაა: Days of Thunder (1990), Far and Away (1992) და Batman Forever (1995). ფილმ Moulin Rouge-ისთვის ნიკოლმა მიიღო თავისი მეორე ოქროს გლობუსი და ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაცია ოსკარზე. 1996 წელს ნიკოლი გამოჩნდა ფილმში "ლედის პორტრეტი". მსახიობმა განაცხადა, რომ ამ ფილმზე მუშაობამ ბევრი რამ ასწავლა. ასევე ნიკოლმა თქვა, რომ "ლედის პორტრეტში" თამაშის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმ მშვიდობისმყოფელში. მან ამ ფილმში Dr. Julia Kelly-ის როლი ითამაშა. 2002 წელს, ფილმ The Hours-ში თამაშისთვის კი მან ოსკარის ჯილდო მიიღო. ოსკარის შემდეგ, 2003 წელს მსახიობი გამოჩნდა სამ ძალიან განსხვავებულ ფილმში. პირველი იყო ფსიქოლოგიური დრამა "დოგვილი", სადაც კიდმანი მთავარ როლში იყო. ამ ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. ამ ფილმზე ნიკოლმა განაცხადა, რომ ლარს ტრიერი მის მიმართ ხან კეთილი იყო, ხან კი არა.
ნიკოლ კიდმანი
მეორე ფილმი იყო "The Human Stain", რომელიც ფილიპ მილტონ როტის რომანის ადაპტაცია იყო. ხოლო მესამე ფილმი იყო Anthony Minghella-ს დრამა ომის შესახებ - "ცივი მთა". ნიკოლმა თქვა, რომ თავის გმირსა და ის პიროვნებას შორის ბევრი საერთო აღმოაჩინა. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმ Birth-ში, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ერთ-ერთ სცენაში ნიკოლი სრულიად შიშველი არის აბაზანაში და 10 წლის ბიჭთან ერთად ბანაობს, მაგრამ არამარტო ამ სცენამ გამოიწვია ესეთი გამოხმაურება. ერთ-ერთ სცენაში ნიკოლი ამ 10 წლის ბიჭს ( Cameron Brightს) კოცნის. ვენეციის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე მსახიობმა განაცხადა: " მე არ მინდოდა შემექმნა ფილმი, სადაც მე ვკოცნი 10 წლის ბიჭს, მე მინდოდა შემექმნა ფილმი, სადაც ესმით სიყვარულის". ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ კოცნის ნიკოლი ამ ფილმში 10 წლის ბიჭუნას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი სრულიად ადვილია იმათთვის, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვთ. ამ ფილმის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: ანა[ნიკოლ კიდმანი] ქვრივია, მეუღლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ის კვლავ აპირებს გათხოვებას, მაგრამ ამ დროს მასთან 10 წლის ბიჭი მოვა და ანას ეტყვის, რომ მისი გარდაცვლილი ქმარია, რომელმაც რეინკარნაცია, ანუ სულთა გარდასხეულება განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უარყოფითად შეაფასეს, ნიკოლმა მაინც მიიღო თავისი მეშვიდე ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო მსახიობობისთვის. 2004 წელს მან ითამაშა ფილმში "The Stepford Wives" და შეასრულა წარმატებული პროდიუსერის Joanna Eberhart-ის როლი. მის კოლექციაში შედის 3 ოქროს გლობუსი, ერთი BAFTA და ერთი ოსკარი.
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი

◆ ნიკოლი, როგორც მომღერალი ◆

ნიკოლმა ევან მაკგრეგორთან ერთად შეასრულა "Come What May", რომელიც #27 იყო ბრიტანულ ჩარტებში.
მოგვიანებით მან ითანამშრომლა რობი უილიამსთან ერთად კლიპში "Somethin' Stupid". ეს სიმღერა ავსტრალიურ ჩარტებში #8 იყო და დიდ ბრიტანეთში კი პირველ ადგილზე 3 კვირის განმავლობაში. ნიკოლი ასევე მღეროდა რობი მარშალის კინოში musical Nine.


ნიკოლ კიდმანი
◆ნიკოლის ურთიერთობები◆

ნიკოლი ორჯერ არის დაქორწინებული, პირველად მსახიობ ტომ კრუზზე (1990–2001 წლები) და მეორედ მომღერალ კიტ ურბანზე. (ახლანდელი მეუღლე) კიდმანს ტომისგან ყავს 1 ქალიშვილი და 1 ვაჟი, ხოლო ურბანთან კი ორი ქალიშვილი. ტომ კურზს ნიკოლი 1989 წელს შეხვდა. 1990 წელს კი ისინი დაქორწინდნენ. 1992 წლის 22 დეკემბერს წყვილს ქალიშვილი - იზაბელა ჯეინი შეეძინათ. 1995 წლის 17 იანვარს კი ვაჟი კონორ ანტონი. 2001 წელს ტომი და ნიკოლი დაშორდნენ. 2005 წლის იანვარს კიდმანი შეხვდა თავის მეორე მეუღლეს კიტ ურბანს. ისინი 2006 წლის 25 ივნისს სიდნეიში. მათ აქვთ სახლი ნეშვილში, სიდნეიში, სამხრეთი უელსში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, ტენესში და ა.შ. წყვილის ქალიშვილი - როუზ კიდმან/ურბანი დაიბადა 2008 წლის 7 ივლისს ნეშვილში. 2010 წლის 28 დეკემბერს კიდმანს და ურბანს მეორე ქალიშვილი - მარგარეტა გაუჩნდათ.

უბრალოდ ფოტოები და მოძრავი სურათები:

" რაც არ უნდა მოხდეს, მიყევი შენს ოცნებებს." - ამბობს ნიკოლი

ნიკოლ კიდმანი
l
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

38


  • anii:):):) თქვა:
    18 მაი 2012 15:57 - ID: 38,
    uniwieresi da ulamazesi qaliaa love winked

  • kika თქვა:
    4 მაი 2012 21:56 - ID: 37,
    ძაან მაგრად გთხოვ ქეით მიდლტონზე დადე ასეთი სიახლე.

  • skochi თქვა:
    4 მაი 2012 21:20 - ID: 36,
    ჩემთვის ნიკოლი არის ყველაზე ლამაზი ქალი მთელს ჰოლივუდში აიი ყველაზეე ყველაზეე ყველაზე ლამაზიიი <33 ტუჩები რო არ ქონდა დაბერილი უფრო კაი იყოო ისეე ... love love love

  • Taamoo თქვა:
    4 მაი 2012 21:01 - ID: 35,
    ულამაზესია ეს ქალი love

  • Kapa თქვა:
    4 მაი 2012 16:19 - ID: 34,
    adre magrad ar mevaseboda ragac civi qalis shtabechdilebas tovebda , magram mere da mere shevechvie da momwons exa ... lamazia , magram gasagijebeli ara...:) mainc kargi siaxlea ..:)

  • MaRihanna თქვა:
    4 მაი 2012 15:07 - ID: 33,
    elga,
    amanda,
    დიდი მადლობა feel

  • me თქვა:
    4 მაი 2012 11:32 - ID: 32,
    ულამაზესი ქალია love love

  • elga თქვა:
    4 მაი 2012 00:12 - ID: 31,
    ვაუუ ყოჩაგ მარი შენ ბევრი გიშრომია love love ეს ქალი ბავშვობიდან მიყვარდა და ეხლაც მომწონს მაგრად

  • amanda თქვა:
    3 მაი 2012 23:20 - ID: 30,
    MaRihanna,

    აუ რავი რაა აი სუპერ,სუპერ ნიუსიაა,მაგრად გაქვს გაფორმებული,ადრე ეს ქალი დიდად არ მიყვარდა,მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც დადებიტად განვეწყვე მის მიმართ,ქმარიც მომწონს,თან ლენის ქალი იყო რაა:D love

  • AaaNi თქვა:
    3 მაი 2012 23:01 - ID: 29,
    ულამაზესია :X

  • barjakuzu თქვა:
    3 მაი 2012 22:27 - ID: 28,
    ნიჭიერი და დახვეწილი

  • demuka თქვა:
    3 მაი 2012 21:49 - ID: 27,
    ნიუჭიერი მსახიობიუ ნამდვილად არის მარა მე არ ვგიჟდები

  • MaRihanna თქვა:
    3 მაი 2012 21:14 - ID: 26,
    Mari Glonti,
    rihanna,
    sally.15,
    გმადლობთ love

  • natalia_merlin18 თქვა:
    3 მაი 2012 21:05 - ID: 25,
    აი არ ვიცი ძალიან მიყვარს ეს ქალიიიიიიიიიიიიიიი love თოჯინაა მართლა და არ ბერდება თანაც უნიჭიერესიიიიიიიიიი love

  • tako_takunebi თქვა:
    3 მაი 2012 20:49 - ID: 24,
    ყველაზე მეტად მიყვარს როგორც მსახიობი love

  • koko :)) თქვა:
    3 მაი 2012 20:48 - ID: 23,
    ვაიმერ ბავშვობის საყვარელი სმახიობია ჩემი love

  • krist...star თქვა:
    3 მაი 2012 20:36 - ID: 22,
    ვაიიმე, ვაიმე , ვაიმე, ვაიიმეე :D:D:D როგორ მიიყვარსს ეს ქალიი<3<3 ვგიჟდებიიი, ულამაზესია, ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში(ნუ მე ასე ვფიქრობ:D ) love love love love

  • Mari Glonti თქვა:
    3 მაი 2012 20:18 - ID: 21,
    kargi newsi gamogivida mariam love

  • tekko თქვა:
    3 მაი 2012 19:54 - ID: 20,
    სულ მომწონდაა love

  • secrets in life თქვა:
    3 მაი 2012 19:18 - ID: 19,
    საერთოდ არ მიყვარ ღია ფერის ქალები, მაგრამ ეს ულამაზესია love ძალიან მიყვარს love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top