;
7 მაი 2012      FAME     45 კომენტარი     ნანახია 10235-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

შეგიძლიათ პლაგიატში დამადანაშაულოთ, რადგან სწორედ ანნა ბოლეინზე მომზადებული ძალიან საინტერესო სიახლე გახდა ჩემთვის ბიძგი და ინსპირაცია იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზ ეგამორჩეულ ქალზე, შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტზე მომემზადებინა პუბლიკაცია.

ისტორიაში ცოტაა ისეთი მანდილოსანი, რომელსაც ისტორიაში მისი პიროვნებითა და ცხოვრებით მტკიცე ადგილი დაეჭიროს. მარია სტიუარტი ზოგში აღაფრთოვანებას აღძრავდა, ზოგში აღაშფოთებას, თუმცა ყველას თავისი იდუმალებითა და ტრაგიკული ბედით აინტერესებდა. ასეთი იყო მარიამ სტიუარტი ამაყი, მომხიბლელი, ჭკვიანი და თავქარიანი. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და ამის მიუხედავად მაინც დარჩა ქალად, შეიძლება სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. შედომა, რომელიც მის მოსისხლე მტერსა და საუკუნო მოქიშპეს , ინგლისისა და მთელი მსოფლიოს მიერ დიდ მონარქად აღიარებულ ელიზაბეტს არასოდეს გაუმეორებია.


მარიამ სტიუარტი დაიბადა 1542 წლის 8 დეკემბერს. იგი იყო შოტლანდიის სახელოვანი მეფის იაკობ მეხუთის და ცნობილი ფრანგი დიდგვაროვანი ქალის, მართლმორწმუნე კატოლიკის მერი გიზის შვილი. ახალშობილი დაბადებამდე დაქვრივდა ვინაიდან მამამისი ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა ვიდრე მომავალი მონარქი დაიბადებოდა, მისი ცხოვრება თავიდანცვე ტრაგიკულად იწყება. თითქოს უკვე იკვეთება პატარა მინიშნება დედოფლის შემდგომი ცხოვრების ბედსა და განვითარებაზე.


ახალშობილი სასწრაფოდ აკურთხეს პატარა და ღარიბი შოტლანდიის მონარქად, რადგან დიდი იყო შიში და საფრთხე იმისა, რომ ამ მიწას მეზობელი ინგლისი ან საფრანგეთი მიიტაცებდნენ, რომლებიც ამაზე დიდი ხანია ოცნებობდნენ. სულ ჩვილი მარია დანიშნეს საფრანგეთის მეფე შენირს ვაჟ დოფინ ფრანცისკზე და საფრანგეთში მალულად გაგზავნეს, რადგან ინგლისელებს სურდათ იგი ინგლისის ტახტის მემკვიდრეზე დაექორწინებინათ, რომელიც მარიას ბიძაშვილად ერგებოდა და ამით საბოლოდ მიეერთებიათ შოტლანდიის მიწა.



საფრანგეთის მდიდრულ სამეფო კარზე მარია სწავლობდა მონარქობას და ითვისებდა დახვეწილ ფრანგულ მანერებს.




მალევე იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მომავალ მეფეს, იმავე წელს კი ინგლისში ტახტზე ავიდა ელიზაბეტი, ანნა ბოლეინის მიერ უკანონოდ შობილი, ვინაიდან მარია სტიუარტი ინგლილის მეფე ჰენრი მეორის შვილიშვილი იყო, მის ტახტზე კი უკანონოდ შობილი ელიზაბეტი იჯდა ერთადერთმა კანონიერმა მემკვიდრემ პრეტენზია განაცხადა თავის უფლებებზე და კიდევ უფრო გააღვივა შუღლი, რომელიც მასსა და მის ახლო ნათესავს, ელიზაბეტს შორის იყო.

მალევე მარიას ცხოვრებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, გარდაიცვალა მისი მეუღლე საფრანგეთის მეფე, ამიტომ შოტლანდიაში გამგზავრება და მონარქის მოვალეობის შესრულება მოუწია. როგორც ამბობენ მთელი პარიზი თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა ულამაზეს ქვრივს. თვითონაც საფრანგეთზე სამუდამოდ შეყვარებული გემზე მანამ უყურებდა საფრანგეთის მიწას, სანამ გემი მთლად არ მოსცილდა ნაპირს. მდიდრული საფარნგეთიდან ღარიბ შოტლანდიაში დაბრუნება საშინელება იყო მარიასთვის, თუმცა მას უყვარდა თავისი ქვეყანა და ამიტომ ერთხელაც არ დაფიქრებულა ტახტზე უარი ეთქვა და მარია მედიჩისთვსი ეთხოვა საფრანგეთში ცხოვრები უფლება. შოტლანდიელმა ხალხმა დიდი სიხარულით მიიღო დედოფალი, რომლის საოცრად მდიდრული სამოსიც ყველას გაოცებას იწვევდა. თუმცა ბევრი გაიძახოდა, რომ ქალი მონარქი შოტლანდიას დაღუპავდა და თითქოს მათი წინასწარმეტყველება ახდა კიდეც.

მარიას ყოველდღიურად უხდებოდა თავზე ხელაღებული მეტოქეების მოგერიება და ტახტის კბილებით დაცვა. ის მალე აღმოჩნდა პოლიტიკური ქორწინების საჭიროების წინაშე, გამოსავალი არ იყო იგი უნდა გათხოვილიყო. მოხდა ისე, რომ მისმა მომავალმა საქმრომ მას თავბრუ დაახვია და მალე იგი თავის ბიძაშვილი ჰენრი სტიუარტ, დარნლის ლორდს გაჰყვა ცოლად რომელიც ინგლისის ტახტის მემკვიდრეც იყო და მათი შვილი შეძლებდა ორი სამეფო გაერთიანებინა. ეს ყველას აწყობდა, ყველას გარდა ელისაბედისა, რომელსაც ქალური შურით შურდა მარიასი. ვინაიდან თვითონ იყო ბერწი, რომელიც ვერა და ვერ გათხოვდა. მასთან სტუმრად მოსულ პირებს კი მუდამ ეკითხებოდა იყო თუ არა შოტლანდიის ახლგაზრდა დედოფალზე ლამაზი. ( ეს უდაოდ კომპლექსის მანიშნებელია)



დედოფალმა შოტლანიდაში ააყვავა კულტურული ცხოვრება.
იგი ცდილობდა დამტკბარიყო, თავისი ცხოვრებით, თითქოს მუდმივი მტრებიც დაივიწყა. თუმცა მისმა ქალურმა ბუნებამ ისევ იჩინა იგი და მან დაუშვა ყველაზე იდიდ შეცდომა ცხოვრებაში _ მას შეუყვარდა! ბოსუელმა, რომელიც მთელს შოტლანდიაში გამოჩენილ ვაჟკაცად ითვლებოდა თავბრუ დაახვია დედოფალს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ მან გააუპატიურა დედოფალი, მარიას კი შეუყვარდა იგი.



თავისი ჭუითა და სილამაზით გამორჩეული ქალი ნამდვილად არ იმსახურებდა კაცს, რომელიც მას მხოლოდ შოტლანიის ტახტისკენ მიმავალ საფეხურად თვლიდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, ვერც მარიამ უბრძანა და ამიტომ, უკვე საყვარლად ქცეული ბოსეულის თხოვნით თავისი ქმრის მოკვლევინებას შეუწყო ხელი რათა მას ცოლად გაჰყოლოდა. გაჰყვა კიდეც. ამან კი მთელი შოტლანდია აღაშფოთა, დედოფალი თავისი ქმრის მკვლელს მისთხოვდა და სულ გადაივიწყა შვილი, რომელსაც ბოლო წლებში ყურადღებასაც აღარ აქცვედა. პროტესტის ტალღა იზრდებოდა. ყველაფერი კი სამოქალაქო ომით დასრულდა სადაც მარია დამარცხდა და იძულებული გახდა ელიზაბეტისთვის, თავისი მტრისთვის ეთხოვა დახმარება, მტრისთვის, რომელსაც გულუბრყვილო გოგო მეგობრად თვლიდა. ელიზაბეტის ბედნიერებას საზღავრი არ ჰქონდა, როდესაც მარია იხილა მუხლ მოყრილი მის წინაშე. ბევრი ლოდინის შემდეგ მან დართო ნება თავის ნათესავს ინგლისში ეცხოვრა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ მარია სტუარტმა თავსი ქარიზმით არა მარტო ინგლისელი ხალხის არამედ დიდებულების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა დაიმსახურა, როემლიც თვითონ ელიზაბეტს ყოველთვის აკლდა მან მარიას ქმრის მკვლელობაში დასდო ბრალი და დააპატიმრა. ელიზაბეტს ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა მარიას დამცველიც არავინ ჰყავდა ამიტომ მან 18 წელი ტყვეობაში, პირქუშ ციხესიმაგრეში გაატარა.

სწორედ აქედან ჩნდება ხალხში ლეგენდები დატყვევებულ დედოფალზე. რომლის არსებობაც კი მითად და ლეგენდად იქცა. ელიზაბეტმა არც იმით მოისვენ, რომ შოტლანდიისა და ინგლისის კანონიერი და ერთადერთი დედოფალი დაატყვევა, მან მოაწყო ინსცენირებული სასამართლო, რომელმაც მარიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ელისაბედის მკვლელობის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწობის ბრალდებით. 44 წლის ასაკში ღვთის მიერ ხელდასმულ დედოფალს თავი მოჰკვეთეს.

მარიამ სტიუარტი გარდაიცვალა თუმცა არსებობა განაგრძო ხელოვნებაში, როგორც ამბობენ სწორედ იგია შექსპირის ტრაგედიების ლირიკული გმირი,ბევრი იმასაც ამბობს, რომ იგი თავად წერდა პიესებს შექსპირის ფსევდონიმით.
მასზე დაიწერა უამრავი პოემა თუ ნოველა. ოთხი საუკუნის შემდეგ შტეფან ცვაიგმა დაწერა რომანი მასზე, რომელიც მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული, მასზე დგამენ სპექტაკლებს, მას კიცხავენ და მას ადიდებენ. როგორც დედოფალს, როგრც პატრიოტს, როგრს მშვენიერ ქალს, და როგრც თავქარიან სულელს. დღეს კი მარიამ სტიუარტიც და ელისაბეტიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ განისვენებენ, არავინ იცის ეს ელიზაბეტის სურვილი იყო თუ უბრალო დამთხვევა.
კადრი რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლიდან, რომელიც 15 წლის წინანდელი სპექტაკლის რიმეიქია.


კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

45


  • 24 აპრილი 2014 20:41 - ID: 45,
    ელიზაბეტს მარიამის,როგორც ქალი ქალს,ისე შურდა..ფაქტი ისაა რომ ელიზაბეტი უნაყოფო იყო და სწორედ ყველაზე მეტად ეგ შურდა მარიამის,რომ როგორ ც ქალი,სრულყოფილი იყო...

  • msettori თქვა:
    7 აპრილი 2013 01:17 - ID: 44,
    მესმის რომ აქ ძალიან ბევრი ცვაიგის რომანის გავლენის ქვეშაა მაგრამ კარგად რო გადახედოთ ისტორიულ ფაქტებს ბევრად უკეთესი იქნება.ელიზაბეტი ბასტარდი იყო მხოლოდ კათოლიკეებისთვის.მაგრამ შეგახსენებთ რომ იმისთვის რომ ჰენრის ანნა ბოლეინი შეერთო ცოლად გამოეყო რომის პაპს და ანგლიკანური ეკლესია ჩამოაყალიბა და სწორედ ანნას დედოფლობის პერიოდში გაჩნდა ელიზაბეტი.კანონიერი მემკვიდრე!! თანაც ანდერძში გარკვევით ეწერა ვის უტოვებდა მეფე ტახტს ასე რომ ..:)))

  • qeto92 თქვა:
    25 აგვისტო 2012 16:18 - ID: 43,
    კარგი ნიუსი იყო მაგრამ ელისაბედი არც ბელწი იყო და არც ბასტარდი... რომ არ გათხოვდა და შვილი არ ყავდა ეს მხოლოდდამხოლოდ მისი პირადი სურვილი იყო და ტახტზეც ანდერძის მიხედვით ავიდა. მარია შეთქმულების მოწყობის ბრალდებით კი არ დასაჯეს მართლა ცადა ელისაბედის მოკვლა. სხვა ვერაფრით მოერია და ძაან კარგადაც მოუვიდა.

  • Ana-Rihanna თქვა:
    7 ივნისი 2012 23:38 - ID: 42,
    maria.143,
    ელისაბედი ნამდვილად ბასტრადი იყო ხოლო ჰენრიმ იგი იმიტომ დაამტკიცა სამეფო ტახტზე რომ იგი მისი ღვიძლი შვილი იყო ხოლო მარიამი კი ძმიშვილი.... მართალია ელისაბედი პროტესტანტი იყო მაგრამ რომის პაპს ჰენრისა და ანას ქორწინება დამტკიცებული არ ქონდა და თუ მინარქისა და მისი რჩეული ქორწინება წმინდა კავშირით არ არის დამტკიცებული იგი გამოდის უკანონო აი სწორედ ამიტომ იყო ელისაბედი ბასტრადი.... ამიტომ იყო მარიამი ტახტი კანონიერი მემკვიდრე და ამიტომაც აცხადებდა ინგლისის ტახტზე პრეტენზიას..
    რაც შეეხება მარიამ სტიუარტს რამდენადაც მამაცი და დიდებული სული პატრონი იმდენად სულელი და თავქარიანი იყო... ჯერ მარტო ვიღაც იტალიელი ვაჭრაკუნის შვილს ეკატერინე მედიჩს გაალანძღინა თავი გიზებისა და სტიუარტების ჩამომავალმა და მლიქვნელ და ფანატიკოს პროტესტანტ ბერს აპატია შეურაცყიფა....
    ერთი სიტყვით სულელი და თავქარიანი ქალი იყო მაგრამ არისტოკრატიითა და ბრწყინვალებით ვერ ერთი მისი დროის ქალი მონარქი ვერ ჯობნიდა...

  • maria.143 თქვა:
    22 მაი 2012 20:23 - ID: 41,
    chreli,
    რაო რაო? ელიზაბეტი ბასტარდი იყოო?? lol თუ არ ვცდები ანნა ბოლეინი დედოფალი იყო როდესაც ელიზაბეტი გააჩინა (ეხლა არ მითხრა რომის პაპის განქორწინება თუ ვერ მიიღო ჰენრიმ ესეიგი მისი ახალი ქორწინება არ იყო კანონიერი fellow ეს იყო ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში და ამიტომაც ანნაც და მისი შემდგომი დედოფლები და მეფეები სრულფასოვანი მონარქები იყვნეn...)
    რაც შეეხება მარიას...თუ ასეთი დიდი უფლებები გააჩნდა ინგლისის ტახტზე რატომ ჰენრიმ არ გაიხსენა და არ შეიტანა ტახტის მემკვიდრეობის სიაში?? ეხლა ვინ უფრო იცის ვის რა ეკუთვნოდა - ჰენრიმ თუ შენ და შენნაირებმა?? lol

  • liliaNN თქვა:
    19 მაი 2012 12:13 - ID: 40,
    რომ უფრო დიდი ჭკუა გამოეჩინა მართლაც იქნებოდა 3 სახემწიფოს მეფე მაგრამ ძალიან ბევრჯერ შეცდა და ისტორია შეცდომებ არ პატიობს ... როცა ადენად მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ პირად გრძნობები უნდა დაივიწყო.ელისაბედს კი არანაირი უფლება არ კონდა სხვისი დეედოფლის გაკიცხვისა და მითუმეტეს მოკვლისა ამით უდიდესი შეცდომა დაუშვა პოლიტიკურად და არა მორალურად) ამას გვიან მიხვდა) სამოქალაქო ომი მართლაც გამოიწვია მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ შოტლანდია მანამდეც იყო მდიდარი ამ ბრძოლებით.. ამიტომაც მის შეცდომასთან ეს არაფერია )რაც შეეხება ელიზაბეტზე მეტ უფლებებს მარიამი ამაში მართალი იყო მაგრამ მართო ქარიზმით და სილამაზით რომ შეიძლებოდეს ქვეყნის დაპყრობა რა უჭირთ))) ელიზაბეტი კი შურიანი იყო და მთელი ცხოვრება მის თავს ებრძოდა ჩვენ მას ვერ გავამართლებთ მაგრამ მარიასთან შედარებით კარგ მართველად წარმოდგება ))) მის შვილს რომ ჭკუა გამოეჩინა კი ინგლისი გახდებოდა შოტლანდიის მონა და არა პირიქით ახლა რაც არ უნდა ვთქვათ ბრიტანეთში ინგლის ინგლისში კი თავისთავად უშვებენ შოტლანდიას )))) მე არ მესმის მათი მათ ბევრი უფლებები აქვთ მაგრამ დამოუკკიდებლობა კი მაინც არ ეკუთვნიდ ამ ყველაფეერს კი ეგუებიან :)))))))) ასე რომ ჩემი აზრით მარიამ სტუარტი არის არაჩვეულებრივი მაგალითი ქარაფშუტა ქალისა რომელმაც დაღუპა ძალიან ბევრ და ბევრსაც გაწირავდა რომ არა სიკვდილი ხოლო ელისაბდეი კი გაორებულლი არსება თუმცა სტუარტის ფონზე კაგრგი პოლიტიკოსი :)))

  • marita)) თქვა:
    11 მაი 2012 22:11 - ID: 39,
    ნიუსი- love , ძაან საინტერესოა, ხალხო ასეთ სიახლეებს მოუხშირედ, თუ თქვენთვის ის უფრო საინტრესოა რა ჩაიცვა "იმან" და რომელი მანქანით მოვიდა წვეულებაზე "ეს".. ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ..

  • KeSso13 თქვა:
    9 მაი 2012 20:27 - ID: 38,
    მარია სტიუარტი ზოგისთვის სულელი და თავქარიანი,, მაგრამ ჩემთვის იდეალური ქალი იყო.. ეს ყველა ზოგი ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისება აჩენს მის სიძლიერეს ჩემი აზრით.. შეცდომები დაუშვა მაგრამ უსამართლობის მსხვერპლიც იყო.. ბოლომდე იბრძოლა და მაინც არ დანებდა(ბოლოს როცა დატყვევებული ყავდათ).. ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე love განსაკუთრებით სიკვდილის დასჯის სცენა მომწონს.. ავტორს აქვს ძალიან კარგად აღწერილი.. სიტყვები არ მყოფნის ისე მომწონს ნაწარმოებიც და მარიაც love

  • katokato თქვა:
    9 მაი 2012 11:49 - ID: 37,
    ესე ვერავინ გაგებს ვინ მართალი და მტყუიანი იყო ჩვენ დრომდე მეეჭვება ზუსტ ინფორმაცია მოეეღწიეია ისე დაწერდა ისტორიკოსი როგორციც აწყობდათ ან უბრძაბნებდნენ მაგრმა ფაქტია როცა ვინმეს კლავ რომ გეშინაია მეტოქეობის ესე იგი სუსტი ხარ ელიზაბეტი მყავს მხედველობაში ,მარიამც მიქარა რა თმა უნდა

  • tako_gelashvili თქვა:
    9 მაი 2012 11:26 - ID: 36,

    kika, წაკითხული მაქვს love

  • s თქვა:
    9 მაი 2012 00:51 - ID: 35,
    თავქარიანი....ახლა ვკითხულობ ამ წიგნს,მომეწონა love

  • kika თქვა:
    8 მაი 2012 20:03 - ID: 34,
    ელიზაბეტსა და მარიამ სტიუარტს ერთმანეთი არ უნახავთ სიცოცხლეში. ერტმანეთის გვერდით კი მარიამ სტიუარტის შვილმა იაკობ მეექვსემ რომელიც შემდგომ ინგლისის მეფეც გახდა და იაკობ პირველიც, მან ბრძანა რომდედის ნეშთი პიტერსბოროუს სასაფლაოდან ინგლისის მეფეთა განსასვენებელში გადმოეტანათ, სადაც მის გვერდით ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი განისვენებს. ახლა აგარ ექიშპებიან ერმანეთს............

    შტეფან ცვაიგის მარიამ სტიუარტი წაიკითხეთ კაია. მარიამ სტიუარტი დასაჯეს იმიტომ რომ ელიზაბეტის ჭინააგმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს...

  • soofo თქვა:
    8 მაი 2012 18:10 - ID: 33,
    მე ეხლა ვკითხულობ ამ წიგნს smile და ძალიან კარგია

  • _KoLini_ თქვა:
    7 მაი 2012 23:38 - ID: 32,
    belay

  • beonce თქვა:
    7 მაი 2012 20:50 - ID: 31,
    მომეწონა love

  • tako_takunebi თქვა:
    7 მაი 2012 19:15 - ID: 30,
    ყოჩაღ კარგი ნიუსია ძალიან love ავტოროოო კიდე დადე love

  • megane თქვა:
    7 მაი 2012 18:44 - ID: 29,
    ძალიან კარგი და საინტერესო ნიუსია love

  • mia-mia თქვა:
    7 მაი 2012 18:35 - ID: 28,
    kaxianii umagresad asrulebs mariam stiuartis rols! vgijdebi mag speqtaklze da titon stiuartzec love

  • FAME თქვა:
    7 მაი 2012 18:02 - ID: 27,
    maria.143,
    მარიამის ტახტზე პრეტენზია აკვიატება რატო იყოოო? კანონიერად ეკუთვნოდა ის ტახტი.რომ არა შოტლანდიასა და საფრანგეთთან ინგლისის დაძაბული ურთიერთობები შეიძლება მოეწვიათ კიდეც მონარქად ბასტარდი ტახტზე არ უნდა მჯდარიყო ეს დაწერილი და დაუწერელი კანონია მონარქიის ინსტიტუტისთვის.
    რაც შეეხება ელიზაბეტს შურიანი მართლა იყო, თუმცა ყველა დროსი ერთ-ერთი დიდი მმართველიც იყო, ნუ სამეფო აპარატიც ჰყავდა ძლიერი, მაგარმ მაგასაც ჩამოყალიბება და წინ გაძღოოლა ხომ უნდოდა. დღეს თუ ბრიტანეთი რამეს წარმოადგენს პირევლ რიგში მისი დამსახურებაა. მან შექმნა ოქროს ხანა, რომელიც დღემდე გრძელდება.


  • NataMorgan♥ თქვა:
    7 მაი 2012 17:32 - ID: 26,
    anichka-anuka,
    იგი ცხოვრებამ "გააბოროტა" მისმინე ეხა შენ რომ ესეთი რაღაც მოგსვლოდა მამა რომ არ გყოლოდა (ღმერთმა დაგიფაროს) და ა.შ და დაბადებიდან ყოფილიყავი ქვეყნის მმართველი და ეს მძიმე ხვედრი გეტარებინა მერე ვნახავდით როგორი იქნებოდი! * უბრალო ქალი არარის ! ის მარი სწუარტია! love

    niniiiiiii,
    კი ელიზაბედი კარგი იყო! საკმაოდ კარგი,მაგრამ ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება შურია და მას ეს თვისება ჰქონდა!

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top