;

15 May 2012      aaNoo_BaaNoo     Views 3787    
Category: Stars

ვარსკვლავების გამონათქვამები თავიანთ მშობლებზე შეკრიბა ჟურნალმა Elle და წარმოგვიდგინა სტატიის სახით დედის დღესთან დაკავშირებით. მოდით თვალი გადავავლოთ თუ როგორ იხსენებენ და აფასებენ ჩვენი საყვარელი სელებრითები თავიანთ დედებს.

"მე დღემდე ვერ წარმომიდგენია თუ როგორ ახერხებდა იგი აეცილებინა ჩვენთვის ამდენი პრობლემა ისე რომ ვერაფერი გაგვეგო" - ამბობს რიანა და ამატებს რომ ვალშია დედასთან
Motherhood Quotes
"როცა პატარა ვიყავი ყოველთვის მიკვირდა რატომ ეცვათ სხვის მშობლებს კაბები კარდიგანები და კლასიკური კოსტიუმები როცა დედაჩემი ყოველთვის ტყავის შარვლითა და ჯაჭვის სამკაულებით დადიოდა. მიუხედავად იმისა რომ მისი სტილი მომწონდა მე არასოდეს მიმიბაძავს მისთვის" - დრიუ ბერიმორი
Motherhood Quotes
"დედაჩემი ჰიპი იყო, ჩვენ არ გვქონდა უფლება გვეჭამა ტკბილეული, დამუშავებული საკვები
გარდა თევზისა და არასოდეს ვკეტავდით სახლის კარს "
ჯესიკა ბილი
Motherhood Quotes
"მე და დედაჩემი ერთად გავიზარდეთ, ჩვენ ვართ როგორც დები. ბავშვობიდანვე მზრდიდა როგორც მოზრდილს და არასოდეს დაუწესებია ჩემთვის კომენდანტის საათი.ის ნამდვილი workaholic (მუშაობის მოყვარული) და მე მისგან ვიღებ მაგალითს"
კელი კლარსონი
Motherhood Quotes
როდესაც ქეით ჰადსონს ჰკითხეს თუ ვის აფასებდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად მან უპასუხა: " მე არ ვიქნები მართალი თუ არ ვიტყვი დედას. გარდა იმისა რომ დედაჩემია , ის ასევე არის საუკეთესო კომიკოსი და ძალაუნებურად მან ძალიან შემიწყო ხელი წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე ამიტომ დიდი მადლობა მას"
Motherhood Quotes
"მე არ ვფიქრობ რომ ვარ ძალიან მოწესრიგებული და ძლიერი მაგრამ მაქვს შინაგანი გადარჩენის მექანიზმი რომელიც ჩემში დედამ ჩატვირთა"
- ნაომი ვუოტსი
Motherhood Quotes
"ერთ დღესაც შვიდი წლის ასაკში ვკითხე დედას: ვარ ისეთი ლამაზი როგორიც მონიკა (ჩემი სკოლის მეგობარი) მან კი სიცილით მიპასუხა: შენ ისეთი სასაცილო ხარ“ იგი არასოდეს მატყუებდა და ყოველთვის ცდილობდა მიეთითებინა ჩემს უპირატესობებზე"
ჯენიფერ ენისტონი
Motherhood Quotes
"სური ჩემი პატარა მეგობარი და მრჩეველია. აი მაგალითად გუშინ მითხრა რომ არ ჩამეცვა ის ყავისფერი შარვალი რომელიც მოვიზომე, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, გამომიტანა ფეხსაცმელი და მითხრა:ეს მოუხდება.მას აქვს საოცარი ხედვა"
- კეტი ჰოლმსი მის გოგონაზე
Motherhood Quotes
"ჩვენი შვილები არ აპირებენ იყვნენ უსაქმურები. მე ვასწავლი მათ თუ როგორ უნდა მიაღწიონ თავიან სურვილებს, მაგრამ მთავარია გაიზარდონ ღირსეულნი და ისწავლონ თავიანთი თავის და ახლობლების პატივისცცემა"
- ვიქტორია ბექემი
Motherhood Quotes
"ძალიან ძნელია ერთმანეთს შეუთავსო დედობა და წარმატებული კარიერა.არასოდეს დამავიწყდება ის დღე როცა ჩემი შვილი მუცლის ტკივილისგან იტანჯებოდა მე კი იძულებული გავხდი დამეტოვებინა ის და სამუშაოდ წავსულიყავი."
-გვინეტ პელტროუ
Motherhood Quotes
"ტყუპების გაჩენიდან ორი წლის მანძილზე მე არაფერი შემიქმნია ღირებული, ვიყავი მხოლოდ მეუღლე და დედა, მაგრამ ვთვლი რომ ცხოვრების ეს ხანმოკლე პერიოდი მაინც უნდა დაუთმოს დედამ შვილებს სრულყოფილად"
ჯენიფერ ლოპესი
Motherhood Quotes
"მე შვილები მყავდა მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ არ ვიდექი სცენაზე.მე მყავს შვილები და ვთვლი რომ ეს ბედისწერის გამართლებაა. როცა ვმღეროდი ჩემი შვილები მელოდებოდნენ კულისებში, მაგრამ მიუხედავად ამისა მე არ დავნებდი და ვთქვი რომ ვიქნები სუპერქალი.მაგრამ ნამდვილად არ ვარ რადგან პირველ რიგში მე ვარ დედა."
- მადონა
Motherhood Quotes


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top