;
15 მაი 2012      Ancho.     25 კომენტარი     ნანახია 3252-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა

ჯიმ მორისონი


ჯიმ მორისონის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი.

ზუსტად, 41 წლის წინ, 1971 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა ჯგუფ The Doors ლიდერი, ვოკალისტი,
პოეტი, სიმღერების ავტორი -- ჯიმ მორისონი. ის ლეგენდად იქცა ჯერ კიდევ სიცოცხლეში.
შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი მომღერალი დაბადებიდანვე იყო განწირული გამხდარიყო ლეგენდა და
საუკუნის გმირი. ამოუცნობი სიკვდილი 27 წლის ასაკში ეწვია, რაც მას იმ ნიჭიერ არტისტთა რიცხვში
აქცევს, რომლებიც სიცოცხლეს იმდენად მწავავედ გრძნობდნენ, რომ არ ჰქონდათ გრძელი, ბედნიერი
სიცოცხლის შანსი...

ჯიმ მორისონი


♫ ♪ ჯიმ მორისონი -- ამოუცნობი და სკანდალური, ჯგუფ The Doors-ის წევრი, დაჯილდოებული იყო
საოცარი მიმზიდველობითა და ქარიზმით. ის სიყვარულის ობიექტი იყო. მას უსმენდნენ, როგორც წინასწარმეტყველს,
თაყვანს სცემდნენ, ლოცულობდნენ მასზე. ზოგიერთი მართლაც თვლიდა მას როგორც მესიას, მოვლენილს დედამიწაზე
სიყვარულის გასავრცელებლად ~ «Came on, baby, light my fier».

ჯიმ მორისონი



♫ ♪ მისი ბიოგრაფია მოიცავს უსასრულო ისტორიას, სავსე საიდუმლოებებითა და ჭორებით -
დაწყებული დაბადებიდან, დასრულებული ტრაგიკული, საიდუმლო წასვლით ამ ცხოვრებიდან.
სიცოცხლის ყოველ წუთში ათრევდა ის სიკვდილის შლეიფს.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ მისტიკაა, იტყვით თქვენ. ფაქტები გიპასუხებენ თუ თქვენ მის ბიოგრაფიას გადაიკითხავთ.
ბევრი სკეპტიკოსი სვავს კითხვას: "ნამდვილად კი გარდაიცვალა მორისონი მაშინ, პარიზში?"
და უამრავი თავგადაკლული ფანი დღესაც ვერ იჯერებს საკუთარი კუმირის სიკვდილს და ცრემლებით
იცავენ სიმართლეს რომ მუსიკოსი კვლავ ცოცხალია.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ ტყუილად ამბობენ, ჯიმისნაირები არ კვდებიანო? არა ისინი უბრალოდ მიდიან,
ჩუმად იხურავენ კარებს, წყნარად, რომ არავინ მიიტანოს ეჭვი. ისინი მიდიან უსასრულობაში,
იქ სადაც დრო შეჩერებულია, იქ სადაც მათი ცხოვრება სავსეა ფიქრებით, იქ, სადაც გზა მხოლოდ
მათ იციან.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ ფანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ მომღერალი მართლაც რომ გარდაიცვალა.
მისი სიკვდილი დღემდე უცნობია, ამიტომაც იწვევს უამრავ კითხვებს.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ ეხლა, როდესაც 90-ანებმა ჩაიარა, მორისონის სიკვდილის ისტორია დღემდე გაურკვეველია,
მაგრამ ერთი კი დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ეს პარიზში მოხდა.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ ჯიმ მორისონი, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციით 1971 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.
გასაოცარია, რომ ყველაფერი ისე ჩუმად და უცნაურად მოხდა, რომ მისი სიკვდილის ამბავმა ლოს-ანჟელესში
მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით ჩააღწია. ჭორები დადიოდა, რომ ის მოკვდა ნარკოტიკის დიდი დოზის შედეგად,
დაიღუპა ავტოკატასტროფაში, მოხვდა საგიჟეთში ან კიდევ ფეხის ამპუტაციის შედეგად.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ მას ჰქონდა თავშეუკავებელი, იმპულსური, ფეთქებადი ადამიანის რეპუტაცია. ხშირად ხდებოდა
სკანდალურ ქრონიკებში. მუდმივი თემა იყო: მთვრალი, კაიფში, სხვისი ავტომობილის დამზიანებელი და
საკუთარი მომავალი თვითმკვლელობის ღიად გამომცხადებელი.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ მისი სიკვდილის თავდაპირველი ვერსია არ გახმაურებულა ხმაურისა და აურზაურის გამო.
ამიტომაც, პოლიციის ჩვენებებში ყველაფერი ლაკონურად იყო აღწერილი: "სიკვდილი გამოწვეულ იქნა
ბუნებრივი მიზეზებისდა გამო." დაკონკრეტებული მხოლოდ სიკვდილის ადგილი იწერებოდა.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მისი სიკვდილი ნახა, მისი მეგობარი პამელა იყო, მან
კი ეს საიდუმლო სიკვდილამდე შეინახა და საფლავში ჩაიტანა.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ პატარა ეჭვსაც კი არ იწვევს ის, რომ ჯიმ მორისონის დაღუპვა მალავდა რაღაც დიდს, ვიდრე
ეს პოლიციის განცხადებაში ჩანდა.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ ჯიმ მორისონის სიცოცხლე და სიკვდილი ერთი მედალის სხვადასხვა მხარეა. მთლიანად თავის
მოკლე, ბრწყინვალე ცხოვრებაში საუბრობდა, წერდა, ხოტბას ასხავდა სიკვდილს. მისი ლირიკა სიკვდილის
ჰიმნი აღმოჩნდა. ამბობდა კიდეც, რომ მასში ნაადრევი სიკვდილი ბინადრობდა. ასეც აღმოჩნდა, ჯიმმა
ეს სამყარო მხოლოდ და მხოლოდ 27 წლის ასაკში მიატოვა.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ დრესდღეისობით არსებობს თეორიები მორისონის უკანასკნელი წუთების შესახებ და ბევრი
ეწინააღმდეგება კიდეც ერთმანეთს ამ თემასთან დაკავშირებით. ეფ-ბე-ერის სპეციალისტები ამ შემთხვევას
შეკვეთილ მკვლელობას მიაწერენ. ყველანაირი ფაქტი, რაც შეიძლებოდა გასარები ყოფილიყო, რატომღაც
დაკარგული და გამქრალია.

ჯიმ მორისონი

♫ ♪ და კიდევ ერთი გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჯიმ მორისონის სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ
მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეგობარი პამელა კურსონი- ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯიმის
სიკვდილის დროს მასთან იმყოფებოდა. ისის ასევე 27 წლის იყო. ეს კი ის სახლი, ბოტრეს ქუჩაზე, სადაც
მომღერალი გარდაიცვალა.

ჯიმ მორისონი


ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი ჯიმ მორისონი
ჯიმ მორისონი ჯიმ მორისონი

კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

25


  • Anch_Bey თქვა:
    8 ივლისი 2013 19:42 - ID: 25,
    ძალიან საინტერესო ნიუსია და მორისონიც საკმაოდ საინტერესო ადამიანი იყო..

  • ashley თქვა:
    23 დეკემბერი 2012 15:06 - ID: 24,
    მისტიკური ამბავია

  • TakOo თქვა:
    15 ივლისი 2012 14:57 - ID: 23,
    ახლა ვნახე ეს ნიუსი დაძალიან მომეწონა საინტერესო იყო..მორისონი და საერთოდ ეს ჯგუფი 'The Doors'ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის..ვალ კილმერმა არაჩვეულბრივად ითამაშა ჯიმის როლი და კარგად გადმოსცა ემოციები..ხმაც არაჩეულებრივი ქონდა ნამვდილად გამიჭირდა ამოცნობა ის მღეროდა თუ მორისონი love

  • elee თქვა:
    17 მაი 2012 17:01 - ID: 21,
    საინტერესოააა...

  • takcho თქვა:
    16 მაი 2012 21:07 - ID: 20,
    საინტერესოა..

  • AnoAno თქვა:
    16 მაი 2012 20:09 - ID: 19,
    love ჯიიიმ

  • koko :)) თქვა:
    15 მაი 2012 23:48 - ID: 18,
    ნიუსიიიიიიიიიიი love

  • elga თქვა:
    15 მაი 2012 23:05 - ID: 16,
    ვაუუ აი ნიუსიი love

  • lilmy თქვა:
    15 მაი 2012 22:38 - ID: 15,
    ვა რა საინტერესო იყო

  • Ancho. თქვა:
    15 მაი 2012 22:32 - ID: 14,
    elena -elena,
    ოუოუ, უღრმესი მადლობა!
    Johnny depp,
    უჰ შენ გენაცვალე:*

  • Johnny depp თქვა:
    15 მაი 2012 22:25 - ID: 13,
    ჯგუფის სიმღერებს დიდი სიამოვნებით ვუმსენ!! love
    ჯიმზე ჩემი კომენტარი ზედმეტი იქნება ნამდვილად!!!!!

    ვაიმე ნიუსმაა გამაგიჟა რაა როგორ არ ვიცი დამაჟრიალა რომ ვკითხულობდიი!!! სუპერ სუპერ სუპერ სუპერ ნიუსი!!!!1 წავიდა ფავორიტებში!!!!
    ანი თამამდ ვიძახიი ჩემს მცირე ფავორიტ ენჯელბიში წამყვანი ადგილი გიკაავია love

  • Kapa თქვა:
    15 მაი 2012 22:14 - ID: 12,
    The Doors love

  • elena -elena თქვა:
    15 მაი 2012 22:13 - ID: 11,
    უნიჭიერესი ადამიანია ჯიმიც და შენც ავტორ love დიდი ხანი ესეთ კარგი "თემა" არ წამიკითხხავს ყოჩაღ ავტორ love

  • Tiko :P თქვა:
    15 მაი 2012 22:10 - ID: 10,
    Legendaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa love

  • Mari Glonti თქვა:
    15 მაი 2012 21:59 - ID: 9,
    Witch,
    ehh abaa amisnairi da kidev dzveli genialuri momgerlebisnairebi agar chamovtvli mixvdeba albat bevri

  • Upendi თქვა:
    15 მაი 2012 21:57 - ID: 8,
    გენიოსი!!! love

  • Witch თქვა:
    15 მაი 2012 21:55 - ID: 7,
    ჯიმი ჯიმიიიი love
    ამაზე მაგარი მუსიკოსი არ დაბადებულა... და ასეთები აღარ იბადებიან <3

  • Ancho. თქვა:
    15 მაი 2012 21:55 - ID: 6,
    keetaa,
    მადლობა request
    ta_mo,
    თამოო ვეღარ ვუყურებ შენს ავატარს :DD
    Mari Glonti,
    ვაიჰ დიდი მადლობა! love :*:*
    ვგიჟდდები ამ ჯგუფზე და ჯიმზე! უნიკალურიიი..

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top