;

17 May 2012      AnnLennon1     121 Comments     Views 19342    
Category: Stars




‘მსუქანი დეიდა’ - ასე მიმართა ინდურმა პრესამ ბოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ
მსახიობს, ‘მის მსოფლიოს’ ტიტულის მფლობელ აიშვარია რაის. მსახიობმა 2011 წლის ნოემბერში იმშობიარა,
თუმცა მას შემდეგ როგორც ხედავთ წონაში დაკლება და ჩვეულ ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა.


აიშვარია ბოლივუდის ყველაზე ცნობილი სახეა და ის ვალდებულია გამოიყურებოდეს მოხდენილად.
მან მაგალითი უნდა აიღოს ვიქტორია ბექჰემისა და ანჯელინა ჯოლისგან, რომლებმაც მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ ჩვეული ფორმები აღიდგინეს.’




38 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში იშვიათად ჩნდებოდა ეკრანებზე. უცხოური პრესა წერდა, რომ ბაჩანების
ოჯახს
არ სურს მათმა რძალმა ფილმებში მიიღოს მონაწილეობა.თუმცა, აიშვარიამ უარყო მსგავსი ჭორები. ამ ეტაპზე კი ბოლივუდურ პრესაში წერენ, რომ შოუბიზნესიდან წასვლის მიზეზი მისი წონაა. აიშვარია კანის ფესტივალსაც არ ესწრება, რომლის სტუმარიც თითქმის ყოველ წელს იყო.

აიშვარია რაი - ‘მსუქანი დეიდა’

ცნობილ მსახიობს ბევრი გამოექომაგა:
‘ აიშვარია ქალღმერთია. გასაგებია, რომ მან მაგალითი უნდა აიღოს
ვიქტორიასგან და ანჯელინასგან, მაგრამ ჩვენი მანდილოსნების სხეული განსხვავდება მათგან.’


‘აიშვარია მიეკუთვნება დედების იმ კატეგორიას, რომლებიც გამუდმებით შვილებზე ფიქრობენ და არა თავიანთ სხეულზე. აიშვარია ღირსეული დედაა, რომელიც ამ ეტაპზე მთლიანად გადართულია თავისი გოგონას აღზრდაზე.’ -განაცხადა ოჯახის უახლოესმა მეგობარმა.






Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 5 6 7 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top