;

19 May 2012      te_te_e     29 Comments     Views 2513    
Category: Stars

Katy Perry's 'Part of Me' 3D Movie Poster and Trailer

სუპერ პოპულარული მომღერლის Katy Perry-ს სასცენო დებიუტი მის ახალ დოკუმენტურ 3D ფილმში "Part of Me"-ში შედგა. ფილმის პრემიერა 5 ივლისს არის დაგეგმილი. ფილმი გადაღებულია მომღერლის ცხოვრებაზე, სადაც შეგვიძლია ვიხილოთ მისი ცხოვრება თმის ჯაგრისიდან მიკროფონამდე.

მომღერალმა დღეს სოციალური ქსელ Twitter-ის საშუალებით მოგვცა საშუალება ფილმის პოსტერის ნახვის. პოსტერის იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი გულისტკენა იყო, პოსტერი მაინც ფერადი და სახალისოა.

კეტიმ MTV-სთან ინტერვიუში განაცხადა:
"ამ ფილმით შეგიძლიათ გაიგოთ რას ვგრძნობ და რას ვფიქრობ ყველაფერზე".


ფილმში ასევე ნაჩვენები იქნება მისი გრანდიოზული ტურის "Teenage Dream" ის შესახებ:
"ამ ტურმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მან ბევრი რამ მასწავლა და უმარავი გზა გამიხსნა წარმატებისკენ".


ფილმის გადამღები ჯგუფი სწორედ ის ჯგუფია რომლებმაც აგრეთვე გადაიღეს Justin Bieber-ის დოკუმენტური ფილმი “Never Say Never". ისინი გვპირდებიან რომ ფილმი დაუჯერებლად ბევრი სპეცეფექტებიტ იქნება გაჯერებული და სასიამოვნო სანახავი იქნება.

ალბათ მისი ფანებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ ფილმში შესულია კეტის ბავშობა და მისი რელიგიური შხედულებები და ასევე მისი ცხოვრების ყველაზე სკანდალური მომენტი: Russell Brand-თან დაშორება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როდის გვექნება საშუალება ფილმის ნახვის საქართველოს კინოთეატრებშიც.




Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top